ქავთარაძის ქუჩა და ჯენიფერ ლოპესის პოსტერი

რაც სახლში მოვედი, ერთ რამეზე ვიცინი. რაზე? რაზე და იმაზე, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ერთი ქალი დადის. ეს რა ვთქვი ხომ? თურმე ქალი დადის, მაგრამ მე რა მაცინებს, ამას ახლავე გეტყვით.

პირველი სექტემბერიც გათენდა. გარეთ 33 გრადუსი სითბოა და ჯერ წესიერად ვერ გავაცნობიერე, რომ ზაფხული წავიდა.  ცუდად მოქმედებს ჩემზე გარდამავალი პერიოდები. წუხელ აივანზე ციცინათელაც კი მომეჩვენა, თანაც ორი. ან შეიძლება არც მომჩვენებია, რა ვიცი…

მოკლედ, დღეს უკვე პირველი სექტემბერია, ანუ მალე სწავლა დაიწყება. მეც რატომღაც ამ დღეს დავამთხვიე ლექციების დაწყებამდე მაღლივში ასვლა, იმ იმედით, რომ ცხრილებს ვნახავდი. 12-ზე ვეკო უნდა მენახა. მასაც რაღაც საქმე ჰქონდა იქ და  გადავწყვიტეთ ერთად მივსულიყავით.  ჯერ ტრანსპორტს ველოდე 40 წუთი. ის ყორღანაშვილი 135 მაინც არ მოეთრა. ამიტომ ავტობუსით მომიწია ჯიქიამდე ჯაყჯაყი და დანარჩენი გზის ფეხით გაგრძელება. მოკლედ, სასტიკად დამაგვიანდა.

უკან დაბრუნებულები, მე, ვეკო და აჩო ქავთარაძის ქუჩაზე გავჩერდით. მე ისევ ტრანსპორტს ველოდებოდი, თან ვეკო თავის ფოტოაპარატში სურათებს მათვალიერებინებდა. ამ დროს ისმის აჩოს ღრიალი, ბოლო ხმაზე: “ჰაა ეხლააა!”

მე და ვეკო, შეშინებულები აქეთ იქით გავხტით. აჩომ ვიღაც მოხუც ქალს უყვირა, რომელიც ჩვენ უკან იდგა (ჩუმად მოგვეპარა). დაბალი ქალი იყო, ვარდისფერი პომადა ესვა, ფეხზე კედები ეცვა და ხელში წყლიანი ბოთლი ეჭირა, რომლითაც უცებ გამოგვეკიდა. პირი დავაღე, ვერაფერს მივხვდი. ვეკოს გაუკვირდა როცა ვუთხარი, რომ არ ვიცოდი ვინ იყო ეს ადამიანი.

როგორც გაირკვა, თურმე ქავთარაძის ქუჩაზე დაიარება ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანებთან მიპარვა და ჩქმეტა. ადრე თურმე ჯენიფერ ლოპესის პოსტერს დაატარებდა და იქ მდგომ ადამიანებს ადარებდა. ხოდა ჩვენთანაც ასეთ საეჭვო საქმეზე მოსულა. ესე იგი აჩო სულაც არ გაგიჟებულა, როგორც თავიდან ვიფიქრე, როცა ყვირილი დაიწყო.

About these ads

Posted on 01/09/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. ჩქმეტა უნდოდა? :დ

    აჰაჰა…. ვაიმე….. ვინ შეშალა ნეტა ჭკუიდან? :დ

  2. :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D
    ვაიმე რა მაგარიაააააააააააა :D :D
    ვერ აქმეტინეთ მერე ერთი? ვინ იცის როგორ უნდოდა

  3. რა საინტერესოა, ძალიან მაინტერსებენ ასეთები. იქნებ შემხვდეს სადმე და გამოველაპარაკო….

  4. siyvarulovna
    შენ უნდა დაგაყენო იქ და მოვა, გაერთობა :)))))

    undone
    ქავთარაძისა და ჯიქიას ტერიტორიაზე იარე და მოვა თვითონ.

  5. :D :D :D :D :D :D :D
    რამდენი გიჟი დადის რა…

  6. მარიიიი :D ხო გითხარი არ დაბლოგოთქო :P

    კიდეც კაი, ჯენიფერას ამბავი ზუსტად არ მოყევი ….. :D :D :D

    • რა გინდა, “იოლ ფორმებში” მოვყევი :mrgreen:

      • არადა ხიბლი მთელი გრძნობით მოყოლას აქვს ხო? :D დაჯექი ხოლმე ქავთარაძეზე ჯეოსელის ოფისის მოაჯირზე და შენც მოგაკითხავს ეგ ქალი :P

  7. ჯიქიქზე ვმუშაობ და ჯერ არ მინახავს. შენს ადგილზე ვაჩქმეტინებდი, ღირს ერთ ჩქმეტად საწყალი ქალის გახარება :)

  8. ისე ეგ ქალი, ბიჭების დავალებით მიდის გოგოებთან და ჩქმეტს. ანუ ვიღაცას მოეწონე, ან შენ, ან შენი უკანალი და გამოგიგზავნეს :))))
    პ.ს არ ვხუმრობ, მართლა მასეა :/

  9. არაა ესე : )) უბრალოდ შექანებულია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 80 other followers

%d bloggers like this: