Monthly Archives: September 2011

იმპროვიზაცია

ყოველთვის მჯეროდა, რომ წინდახედულობა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თვისებაა, რაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. მუდამ ვცდილობ, ამ პრინციპით ვიმოქმედო, რადგან ვიცი, შეცდომის დაშვების ალბათობას ასე მინიმუმამდე შევამცირებ და თავში ხელის შემორტყმაც არ დამჭირდება. მიყვარს, როცა წინასწარ მაქვს განზრახული, რას ვუპირებ საკუთარ თავს. დაახლოებით მაინც ვცდილობ დავგეგმო ახლო მომავალი, რომ მერე გზა არ ამებნას და ქარის მიმართულებით არ მომიხდეს მოძრაობა. ამიტომ, ყოველთვის წინასწარ ვსწავლიობ გზას, საითაც წასვლას ვაპირებ.

თუმცა, გეგმებისა და იმედებისგან რაც უფრო მაღალ კოშკს ააშენებ, მით უფრო ძნელი იქნება მისი ნანგრევებიდან გამოძრომა. რას იზამ, როცა ცარიელ ფურცელზე ესკიზის მოსახაზად დრო აღარ გრჩება, იძულებული ხარ იმპროვიზაციას მიმართო. დაე დრომ შეაფასოს გადაწყვეტილების სისწორე!

რატომ გავხდი ბლოგერი (ანუ მორიგი დავალება)

დღეს, ნიკამ მომიკაკუნა სკაიპში, დავალება მოუმზადებია ჩემთვის. ოჰ, რა დროულად მომისწრო ამ ტეგ-თამაშმა :D

ვცდილობ გავიხსენო, როგორ და რატომ გავხდი ბლოგერი

2009 წლის ოქტომბერი იყო, როცა ვეკომ ფორუმზე გვამცნო, ბლოგი შევქმენი და წერას ვიწყებო. ბლოგი რაც იყო, მანამდე მხოლოდ სვითისგან და თინისგან ვიცოდი, სამაგიეროდ დღიურებსი წერის მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა :) საკმაოდ რთული პერიოდი მედგა. სწავლის დაწყებამ და უნივერსიტეტმა ძალიან დამაბნია. თავს სულ მარტოდ ვგრძნობდი, საუკეთესო დაქალიც საზღვარგარეთ წამივიდა, ზოგს თავისი საქმე ჰქონდა, ახლებს ჯერ კარგად არ ვიცნობდი და ნამდვილი შვება იყო იმის წარმოდგენა, რომ სადმე, ყველაფრის დაწერა შემეძლებოდა, რაც მომინდებოდა და შემდეგ ამას ვინმე წაიკითხავდა. ასე ავყევი ვეკოს და ვორდპრესზე დავრეგისტრირდი. მომწონდა, რომ რაღაც ახალი საქმე გამოვიჩინე. მალე ჩვევაში გადამეზარდა, რომ ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი. ვცდილობდი ყველა სიტუაცია პოსტად წარმომედგინა. ძალიან მომწონდა, რომ განტვირთვის საინტერესო საშუალება ვიპოვნე და ამით ჩემს ჩახვეულ აზრებს, სიხარულსა თუ წუხილს, ცოტაოდენი გასაქანი მივეცი.

ჰოდა ასე… ბლოგერობისთვის არანაირი განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. არც პოპულარობას ვეძებდი ოდესმე და არც რეიტინგებში მიქექია ჩემი ბლოგის სტატუსი. ვწერ, რადგან ასე უკეთესად ვახერხებ ვიყო გულწრფელი :)

ვტავაგ თამარას, ნინიტოს, და მარიეს :)

სასჯელი უძილობის გამო

ძლივს ვიხსენებ, ბოლოს როდის გამეთიშა ინტერნეტი. მგონი ეს 2 წლის წინ იყო, როცა ზედა სართულის მეზობელმა სახურავზე რაღაც დააზაიანა და 1 თვე მომიხდა ლოდინი, რომ კავკასუსის ხალხი მოსულიყო და შეეკეთებინათ.  ეს ერთი თვე ნამდვილი სასჯელი იყო, რომელიც ძლივს გადავიტანე.

ახლა სრულიად თავისუფალი ვარ. პრინციპში, დიდად დატვირთული გრაფიკიც არასოდეს მაქვს და ვერც იმას ვიტყვი, რომ დროის უქონლობას ვუჩივი, თუმცა ასეთი მიშვებულობაც უკვე გულისამრევია. ხან რაღაცას ვკითხულობ, ვსწავლობ ან ვვარჯიშობ, მაგრამ არანაირ რეჟიმს არ ვექვემდებარები. ამიტომ, ყველაფერი ამერია თავში. აღარ ვუკვირდები როდის რას ვჭამ, ვკითხულობ, ვიძინებ, ვიღვიძებ… ჰოდა, ზუსტად დაძინებაზე ვაპირებ ლაპარაკს.

მოკლედ, უკვე 1 თვეა, მე და დედაჩემს შორის კონფლიქტები არ წყდება. უფრო სწორად, მე ყოველთვის მოპასუხე მხარეს წარმოვადგენ, ის კი სულ ბრალდებით გამოდის, რომ საღამოს 7 საათამდე საჭმელს არ ვჭამ, ღამის 4 საათამდე არ ვიძინებ (მთლიანობაში, 7 საათზე მეტ ხანს არ მძინავს), გარეთ არ გავდივარ…  მიაჩნია, რომ ავად ვარ და თუ ასე გავაგრძელებ, მალე მოვკვდები კიდევაც. ამ ყველაფრის მიზეზად  კი, რა თქმა უნდა, ისევ ინტერნეტს ასახელებს. 2 კვირის წინ დამემუქარა კიდევაც, რომ ფულს აღარ გადაიხდიდა და დაელოდებოდა როდის გამთიშავდა ქსელიდან კავკასუსი. მეც, რადგან არც ანაზღაურებადი სამსახური გამაჩნია და არც რაიმე დანაზოგი, მშვიდად ვეგუები, რომ გაურკვეველი ვადით მომიწევს ინტერნეტის გარეშე დარჩენა.

ჰოდა, ახლა 10 დღიანი კრედიტის ბოლო საათებს ვითვლი. კომპიუტერში იმდენი ფილმი გადმოვწერე, რამდენიც ვინჩესტერმა დაიტია. ძალიან მაინტერესებს, როდემდე გავძლებ ასე და “გამომასწორებს” თუ არა ასეთი სასჯელი. ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ძილს ისევ ძველებურად შევიყვარებ და გარეთ უფრო ხშირად გავალ.

აბა, დროებით.

Search Engine Terms 6

დიდი ხანია, საძიებო სიტყვები აღარ ამომიქექავს ბლოგის სტატისტიკებიდან. ჰოდა, რადგან დასაწერიც არაფერი ამქვს, ისეც ამით გავალ იოლად. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ :D :D Read the rest of this entry

Movie Screenshots და “ემა”

უკვე მესამასედ ვხსნი ახალი პოსტის ფანჯარას ვერაფრით ვაღირსე, რომ Publish ღილაკს დავაჭირო. ან ახლა რას ვწერ? ვერაფერსაც ვერ ვწერ, მაგრამ რაღაც კი მინდოდა დამეწერა…

მოკლედ, ახალი ჰობი გავიჩინე. დღეში რამდენიმე ფილმს ვუყრებ და ყველა მათგანიდან სკრინშოტებს ვჭრი. ასე მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ფილმს უფრო მეტი ყურადღებით ვუყურო და როცა რამე მომეწონება, მაშინვე ამოვჭრა.

1-2 თვის წინ, ერთმა მეგობარმა მკითხა, ჯეინ ოსტინის “ემა” თუ გაქვს წაკითხულიო? ჰოდა, წიგნის ელ-ვერსიაც გამომიგზავნა, ინგლისურ ენაზე. რა თქმა უნდა, 312 გვედის ეკრანზე წასაკითხად, საკუთარი ნერვებიც დამენანა და თვალებიც. სამაგიეროდ, თურმე ამ რომანის მიხედვით გადაღებული ფილმიც არსებობს, თანაც რამდენიმე ვერსია. Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 267 other followers