Monthly Archives: December 2011
ვერიფიკაცია
მინდოდა, დეკემბრის ბოლო დღეს დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დარჩენილი 48 საათი მაინც არაფერს შეცვლის, ამიტომ ახლავე დავიწყებ შეჯამებას ამა წლისა.
პოზიტივის შემოსატანად, სულაც არ ვაპირებ დავიწყო მტკიცება, რომ 2011 გადასარევი წელი იყო, რომელმაც უამრავი სიახლე და წარმატება მომიტანა. არც წუწუნს მინდა მოვყვე, თუმცა კი ახლა დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვარ, ლექტორს რომ ცუდი ნაწერი აქვს შესასწორებელი, მთლად გასანულებლადაც რომ ენანება და მიზეზებს რომ ეძებს, თითო ქულის დასაწერად. მიყვარს ასეთი შედარებები. საბოლოოდ, გასული წლის შეფასება რომ დავიწყო, ჯერ ყველა ფაქტორი ცალ-ცალკე უნდა გავიხსენო, რაც არც ისე მარტივია, ამიტომ ისევ შედარებებს გამოვიყენებ. ბოლო დროს სულ შედარებებს უკავია ჩემი გონება. ასე ვცდილობ რეალობა გავამატრივო და უფრო ეფექტიანად ვიმოქმედო.
ახლა გადავწყვიტე, რომ მთელი წლის ცხოვრება ერთ რეგრესიის განტოლებას შევადარო, რომელშიც შედეგობრივი ცვლადი რამდენიმე ფატორზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ ცალკეული ფაქტორების შეფასება და მნიშვნელოვნების დადგენაა საჭირო. Read the rest of this entry
დაკარგულები
ბოლო დროს დავასკვენი, რომ რაც უფრო ხშირად ვკითხულობ ბლოგებს, მით უფრო მეტად მიჩნდება წერის სურვილი. წინა პოსტის მსგავსად, ამ პოსტის იდეაც ნინიტომ შთამაგონა.
ვინ დაითვლის, დღეში რამდენ ადამიანს ვეკონტაქტებით თითოეული ჩვენგანი. ხან მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებით, ხანაც ერთი საათი ისე გადის საუბარში, რომ ვერც კი ვამჩნევთ. ყოველთვის ასეა, მხოლოდ სუბიექტები იცვლებიან.
ახალი ვინდოუსის ჩაწერის შემდეგ, როგორც იქნა, სკაიპის დაინსტალირებასაც დავაყენე საშველი. აღარც ვიცი რაში მჭირდება, ნახევარმა ისედაც წამშალა, რადგან იშვიათად შევდივარ. ახლა კი მხოლოდ 9 კონტაქტია ხაზზე, ამათგან 5 ვერც ვიცანი ნიკზე. დანარჩენი ოთხიდან, ერთი ახალი ნაცნობია, რომელიც იმიტომ დავამატე, რომ რაღაც ფოტოები უნდა გამეგზავნა. მეორე ძველი მეგობარია, რომელთან ერთადაც მათემატიკაში ვემზადებოდი. მესამე ჩემი ბიძაშვილია, რომელსაც შეყვარებული ჰყავს საზღვარგარეთ და მთელი დღე სკაიპით ელაპარაკება. ეს მეოთხე კი ყოფილი კლასელია, რომელთან ერთადაც 6 წელი ვიჯექი ერთ მერხთან. მახსოვს, ერთ მოსაწყენ გაკვეთილზე, მერხზე თავჩაღუნულები ვისხედით და ვწუწუნებდით, როგორ გვეძინებოდა და ვოცნებობდით, სკოლა მალე დაგვემთავრებინა, რომ იმდენი გვეძინა, რამდენიც მოგვინდებოდა. “ნეტავ რა მოხდება, როცა სკოლას დავამთავრებთ” – მგონი უკვე მეათასეჯერ მკითხა, მე კი, როგორც ყოველთვის თვალები ჭერს ავაპყარი და ვარაუდების კორიანტელი დავაყენე. ყველა გეგმაში შედიოდა, რომ ისევ ასე, ერთად უნდა ვყოფილიყავით, ერთად უნდა გვევლო უნივერსიტეტში, სადაც ერთ ფაკულტეტზე ჩავაბარებდით და ისევ გვერდიგვერდ დავსხდებოდით.
ახლა კი რეალობა ისაა, რომ უყოყმანოდ ვაჭერ sign out-ს და სკაიპს გულგრილად ვთიშავ. მეორე დღეს, ლექციის დაწყების მოლოდინში, აუდიტორიასთან მდგარი, შემთხვევით ნაცნობ სახეს ვამჩნევ. ერთმანეთს ვუღიმით და როგორც საერთოდ ხდება, გულთბილად მოვიკითხავთ.
– შენც ახლა მოხვედი? რა ლექცია გაქვს?
- მენეჯმენტი, შენ?
- მე მარკეტინგი. უი, წავედი წავედი, მოვიდა ლექტორი…
ასე ქრებიან და იკაგებიან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ისე ახლოს იყვნენ, ვერავინ წარმოიდგენდა თუ ოდესმე მხოლოდ დრო გახდებოდა დაშორების საბაბი. დაშორება კი ისე ბუნებრივად და უმტკივნეულოდ ხდება, მხოლოდ გვეღიმება და ოდნავ გვენანება კიდევაც ერთმანეთი. არც საერთო რჩება რამე და არც წარსულის მოგონებები გამოდგება მეგობრობის ინერციით გასაგრძელებლად. მორჩა, ის წავიდა..
ზეგავლენა
ხომ ვამბობდი? აი, ხომ ვამბობდი… ვამბობდი, ვამბობდი…
კაი, არ მითქვამს, მაგრამ ხომ ვფიქრობდი? მართლა ვფიქრობდი, უბრალოდ თქმა დამავიწყდა.
ასე მემართება სულ. რამე ფიქრს, ვარაუდს ან შიშს ავიკვიატებ და თუ გამართლდა, მერე გავიძახი, რომ ამას დიდი ხნის წინ ვეჭვობდი და არავინ დამიჯერა. მაგრამ ვინ დამიჯერებდა, როცა არაფერიც არ მითქვამს და არც არაფერი მახსოვს კონკრეტულად? ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს, ბლოგზე დავწერ და აქ იყოს, დამამტკიცებელ საბუთად.
ახლა რამ შეაწუხა ჩემი სათუთი ნერვები: ის ანდაზა ხომ იცით, “ხარი ხართან რომ დააბაო…”? დიდი ხნის განმავლობაში ოდნავადაც არ მჯეროდა მისი ჭეშმარიტება, რადგან რაც საკუთარ თავზე არ გამომიცდია, რეალურად ვერასოდეს აღვიქვამ. რა ვქნა, ჩემს სქელ კანში ვერ აღწევენ გადამდები დაავადებები და სულ წითელ საღებავში რომ მაბანავო, მაინც მწვანედ დავრჩები. სამაგიეროდ, რაღაც საპირისპირო მჭირს, რაც არ ვიცი ცუდია თუ კარგი, მაგრამ ძალიან მაშინებს.
არასოდეს მდომებია, ვინმეზე რამე ზეგავლენა მქონოდა. განსაკუთრებით ახლოსაც არავისთან ვყოფილვარ, თუმცა ხშირად ვამჩნევ, როგორ მემსგავსება ზოგიერთი მეგობარი თუ სხვა ახლო პირი. სულ არ ვარ წინააღმდეგი, თუ ვინმე ჩემს ენაზე იმეტყველებს ან ჩემსავით მოიქცევა, მაგრამ შემთხვევით რომ მავნე ზეგავლენა მოვახდინო, ვერაფრით გადავიტან. ეს იგივეა, ვინმეს არასწორი რჩევა მისცე. მერე პასუხისმგებელიც შენ ხარ, კისერი თუ მოიმტვრია. ამიტომ, ცოტა ხნით ვქრები ხოლმე, სანამ “საინკუბაციო” პერიოდი გადაივლის.
მავნე ზეგავლენასაც რომ თავი დავანებოთ, ვერ ვიტან აღრევებს და სახეების ერთმანეთში ისე აზელას, პირადი ნომრის გარდა რომ აღარაფერი გამოდგება საიდენტიფიკაციოდ.
My New Love ♥
გამოცდები დასრულდა, მარი თავისუფალია!
როგორც იქნა, ამოვთქვი. 3 კვირის განმავლობაში, კბილების კრაჭუნით ველოდი იმ მომენტს, როცა ყველა გამოცდას მოვიშორებდი დამშვიდებული სინდისით შევძლებდი გარეთ გასვლას, კომპთან ჯდომას ან პოსტის წერას. პოსტი დიდი ვერაფერი. ბოლო დროს, მხოლოდ იმ პრინციპით ვწერ, რომ “მეც აქა ვარ” და არ მოვმკვდარვარ.
მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ პოსტსაგამოცდო რეაბილიტაციას გავდივარ და აწი შემიძია მშვიდად ვიძინო, რამდენიც მინდა. სხვათა შორის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნებაყოფლობითი ინსომნია დავიმართე და მივხვდი, რომ ძილის გარეშე არც ისე მიჭირს ცხოვრება, როგორც აქამდე წარმომედგინა. დიდი ამბავი, თუ კითხვის დროს, ფურცლებზე ფერადი ლაქები მელანდება, ან საჭმლის გემოს ვერ ვგრძნობ. ახლა, ერთი სული მაქვს, მეგობრები მოვინახულო (ვისაც სცალია (!) ), ამასობაში კი სერიალების ყურებითა და მუსიკის მოსმენით ვირთობ თავს. ჰო, სერიალები ვთქვი, არ მოგჩვენებიათ. უკვე მეშვიდე წელია “კლონს” ვუყურებ და ვფიქრობ, მართლა ღირს დაგროვილი სერიების Myvideo-ზე ძებნა და უკვე მეოთხედ ყურება. მართალია, ეს რიმეიქი ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ მონატრების გასაქარწყლებლად მაინც გამომადგება.
ჰმ… ვატყობ, ამ დამაინტრიგებელი სათაურის თემიდან გადავუხვიე და ჯობია აღარ გაწვალოთ. ჰოდა, ბოლოდროინდელი მოწყენილობისა და გაუთავებელი კვლევა-ძიების შემდეგ, როგორც იქნა ახალი სიყვარული მეწვია :] რას ვგულისხმობ? Read the rest of this entry





