Category Archives: Girls' Rules

“ისედაც ლამაზი ხარ”

ზოგიერთს გაუკვირდება,  მაგრამ ყოველ დილით, როცა სახლიდან გასვლას ვაპირებ, საშუალოდ, 1 საათს მაინც ვანდომებ სარკის გარშემო ტრიალს. ეს არ არის ჩვევა, უბრალოდ მეტისმეტად ზოზინა ვარ იმისთვის, რომ 10 წუთში მოვასწრო თავის წესრიგში მოყვანა, დავარცხნა, მაკიაჟი და ა.შ. თუ ყველა პუნქტი საფუძვლიანად არ შევასრულე, მომიწევს მთელი დღე დისკომფორტის ქვეშ გავატარო. ზოგი მეგობარი დამცინის კიდევაც ამის გამო და მოთმინების ფიალა ევსებათ, როცა სადმე გვეჩქარება და მე ამ დროს წარბების ამოქნას მივყოფ ხელს. ამ დროს, მზად არიან დამაჯერონ, რომ ჩემი წარბი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშივით გამოიყურება, ოღონდ დროზე დავაგდო ხელიდან პინცეტი და სახლიდან გავეტიო.

ეს ისე, მაგალითისთვის. ზოგადად კი ძალიან მაღიზიანებს გამონათქვამები:

  • რად გინდა დიეტაზე რომ ხარ? ასე უფრო საყვარელი ხარ;
  • არ გეზარება რომ ვარჯიშობ? ისედაც კარგ ფორმაში ხარ;
  • რად გინდა მაკიაჟს რომ იკეთებ, ისედაც ძალიან ლამაზი ხარ;
  • კბილები რატომ უნდა გაისწორო? მაინც მშვენივრად გამოიყურები;
  • დააგდე ეგ პინცეტი, ისედაც კარგად გაქვს წარბები;
  • ნეტა შენ, ამ ქუსლიანებით სიარული რომ არ გეზარება, კედებს ვერ ჩაიცვამდი?
არ ვიცი, რომელი გამონათქვამი უფრო შეესაბამება ასეთ დამოკიდებულებას, “სხვისი ჭირი -ღობეს ჩხირიო” თუ “სხვის ომში ყველა ბრძენიაო”?

“მაღლივის” ამინდის პროგნოზი

საკმარისია ერთ დღეს გავიღვიძო დილით ადრე, რომ მაშინვე მახსენდება, როგორ მიყვარს ძილი. ჰო, სწავლა დაიწყო და საწუწუნო თემებიც გამომიჩნდა.

ამჯერად სხვა რამე მადარდებს: ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ საღამოს ამინდის პროგნოზების ქექვა, რათა მოიფიქრო, რა ჩაიცვა მეორე დღეს ისეთი, რომ არც შეგცივდეს და არც დაგცხეს. ბოლოს, გაბრაზებული ისევ ჩემს ყავისფერ ჟაკეტს დავავლებ ხელს და გავრბივარ. მაღლივში მაინც ვერაფერს ჩაიცვამ შესაფერისს. იქ ან ბოტებით უნდა იარო, ან კალოშებით. ასევე, სასურველია თავზე კეპი გეფაროს, რომ მზემ არ დაგარტყას, ოღონდ ეს კეპი ქამრით უნდა მიიმაგრო, რომ ქარმა არ მოგტაცოს.

არ შეიძლება, მაღლივის ამინდის პროგნოზი ცალკე ეწეროს სადმე? :(

ჰოლივუდის დიეტა

ხალი დიეტა ვიპოვნე. მგონი საკმაოდ ადვილი დასაცავია.  გამოცდები რომ დამთავრდება, აუცილებლად მივმართავ. მიტუმეტეს რომ ახალ წლებზე ზედმეტი კილოგრამები ავკრიფე და უკვე მაწუხებს.

აი ისიც:

Read the rest of this entry

ისევ თმა

მის გამო, რომ ჩემი თმა ჩემი ტკივილია და მისი მოვლა ჩემთვის ყველაზე საინტერესო  და საყვარელი საქმიანობა, უკვე დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩაფლული თმის მოვლის შესახებ საინტერესო სტატიებისა და რჩევების მოძიებაში.

ახლახანს მივაგენი სტატიას, რომელმაც ბევრ არასწორ მოსაზერებას ახადა ფარდა. იმედია თქვენც დაგაინტერესებთ:

ხალხში გავრცელებული აზრის თანახმად,  ძილის წინ თმა გულმოდგინედ და ხანგრძილივად უნდა დაივარცხნოთ. სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ მცდარი და მოძველებული მოსაზრებები, შესაძლოა თმის ცვენის, მტვრევადობის და სიქაჩლის მიზეზი გახდეს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე არასწორ მოსაზრებას:

Read the rest of this entry

ბუნებრივი საშუალებები

ამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა  მკითხველმა <აქ> დამიტოვა რჩევა, შეიძლება ითქვას თხოვნა, რომ ბლოგზე დამედო ინფორმაცია თმის მოვლის ბუნებრივი საშუალებების შესახებ. როგორც იტყვიან, ჩემს გულში იჯდა ეს ადამიანი, რადგან ბოლო დროს სწორედ მაგ სახის ინფორმაციების მოძიებას ვცდილობდი, არა მხოლოდ ბლოგზე განსათავსებლად, არამედ ჩემი პირადი საჭიროებისთვისაც.

ბევრი ადამიანი ეთანხმება აზრს, რომ ზოგჯერ ბუნებრივი საშუალებები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უმაღლესი ხარისხის შამპუნი და მსგავსი საშუალებები.

ახლა ვეცდები გავიხსენო ყველაფერი, რაც ოდესმე გამიგია  ან წამიკითხავს ბუნებრივი ინგრედიენტებით სარგებლობის შესახებ. დავიწყებ თმის მოვლით.

Read the rest of this entry

თმის ცვენა

ამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ კომენტაში მთხოვეს თმის ცვენის შესახებ დამეწერა. ეს პრობლემა ბევრს აწუხებს და ხშირ შემთხვევაში მის საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვაკეტებთ. მე შემოდგომაზე, ფოთოლცვენის დაწყებისთავანე თმის ცვენა მეწყება და 2 თვე  გრძელდება, სამაგიეროდ მერე მთელი წელი, მხოლოდ დაბანის დროს მცვივა ძალიან ცოტა თმა. ვეცადე ამ საშინელების წინააღმდეგ რაიმე საშუალებები მომეძებნა ინტერნეტში, იმედია გამოგადგებათ.

თმის ცვენის შესაჩერებლად ზოგჯერ ბუნებრივი პროდუქტები უფრო ეფექტიანია. გაიხსენეთ, ჩვენი ბებიები რომ გვირჩევდნენ – თავი დაიბანეთ რძით, ბურახით, შავი პურის ნაყენით. რადგან ეს პროდუქტები მდიდარია ამინომჟავებით, მიკროელემენტებით, ვიტამინებით..

Read the rest of this entry

თმა

ლბათ დამეთანხმებით, რომ ლამაზი და ჯანმრთელი თმა ადამიანს უფრო მომხიბვლელს ხდის, მას დიდი როლი აკისრია ჩვენი გარეგნობის ფორმირებაში. თუ დაკვირვებიხართ, ხშირად  ადამიანის გარეგნობის აღწერას სწორედ თმიდან ვიწყებთ.

რაც თავი მახსოვს სულ გრძელ თმას ვატარებ. რა თქმა უნდა საკმაოდ ძნელი მოსავლელია და ცოტა მომაბეზრებელიც. ვარცხნილობების გაკათება არ მიყვარს, რადგან თავს მატკიებს, სამაგიროდ შეღებვაზე არ ვამბობდი ხოლმე უარს, მერე ვწუწუნებდი თმა დამეწვა და აღარაფრად ვარგა მეთქი.

7 უარყოფითი გავლენა თმებზე – კოფეინი, დაბალპროტეინიანი დიეტა, დეფიციტი ან გადაჭარბებული ვიტამინები და მინერალების მოცულობა, კონსერვანტები, მლაშე პროდუქტები, ხელოვნური ცხიმები, უძილობა.

ამათ გარდა კიდევ ბევრია ცნობილი, მაგრამ დანარჩენი ისედაც ყველამ ვიცით.

ყველა ტიპის თმას სხვადასხვაგვარი მოვლა ესაჭიროება, დაწყებული დაბანიდან, დამთავრებული დავარცხნამდე.

აქ რამდენიმე  რჩევას შემოგთავაზებთ, რათა თქვენი თმა უკეთესად გამოიყურებოდეს.

Read the rest of this entry

რას ხატავ ტელეფონზე საუბრის დროს?

ევრი ადამიანი ტელეფონზე საუბრის დროს ქაღალდზე სხვადასხვა ფიგურებს ხატავს, კუბიკებს, ყვავილებს, იეროგლიფებს ან ავტოგრაფს ამუშავებს. ამ ფურცელს ბევრი ყურადღებასაც არ აქცევს, არ იცის, რომ ეს არცთუ ისე უმნიშვნელო დეტალია. ეს ნახატი ადამიანის გრძნობებზე მიგვითითებს, დარდზე, სიხარულზე, სიყვარულსა და სიძულვილზე. დააკვირდით რას ხატავთ ტელეფონზე საუბრის დროს. ჩვენ შევეცდებით რამოდენიმე მარტივი ნახატის შინაარსი აგიხსნათ.

Read the rest of this entry

კოსმეტიკა: სინამდვილეში რამდენი გვჭირდება?

რაც მეტს გადაიხდით, მით უფრო მეტს ყიდულობთ – ეს წესი ბევრი ნივთის ყიდვისას მოქმედებს, მაგრამ როცა საქმე ეხება დეკორატიულ კოსმეტიკას და კანის მოვლის საშუალებებს, ფასი ყოველთვის არ არის ხარისხის პროპორციული. ბევრი მოდური კოსმეტიკური ბრენდი პროდუქციაზე გაწეული ხარჯების ამოსაღებად, თავიანთ პროდუქციას ცნობილი და დროში გამოცდილი პროდუქციის ფასებს ადებენ, მაშინ როცა ის ხარისხით მათ ვერ შეედრება. სპეციალიზებულ მაღაზიაში სპეციალისტი შეგირჩევთ თქვენთვის შესაფერის საშუალებას, ასევე პროდუქციაზე მითითებულია შემადგენლობა და დაწვრილებითი ინსტრუქცია. ვიზაჟისტის კონსულტაციიდან ყველაზე ღირებული ინფორმაცია კი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების ტექნიკაა.
გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, როგორ გადაარჩინოთ საკუთარი ჯიბე დაუოკებელი “კოსმეტიკური” დანახარჯებისგან.

Read the rest of this entry

რა არის სილამაზე?

ა არის სილამაზე და რატომ ეთაყვანებიან ადამიანები მას?! კაცობრიობის ისტორიის მანდძილზე იყო ეს შეკითხვა აქტუალური. ლექსებსა ტუ პროზაში, სიმღერასა თუ ცეკვაში ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ სილამაზის დანახვას, მაგრამ მაინც ვერავინ აკონკრეტებდა, რატომ იყო ზოგიერთი მამაკაცი ან ქალი ლამაზი და რა კრიტერიუმით ხდებოდა ამ სილამაზის შეფასება.

Read the rest of this entry

კალიფორნიული დიეტა

ს დიეტა გაკლებინებთ 2 დან 5 კილოგრამამდე 5 დღეში. შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ 5 დღე ან გააგრძელოთ 15 დღემდე.5 დღის რაციონი: 10 ფორთოხალი, 1 ლიტრი კეფირი, 1ცალი მარილიანი კიტრი; 250 გრ. მოხარშული ბოსტნეული; 120 გრ. მოხარშული ხორცი; 125 გრ. უცხიმო ხაჭო; 200 გრ. ვიჩინა; 1 ვაშლი; 3 ცალი მოხარშული ძეხვი, 8 ცალი საშუალო ზომის პომიდორი; 6 მოხარშული კვერცხი; 21 ცალი გამომშრალი პური.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 267 other followers