Category Archives: გზაში
ტრაექტორია
კვირის განმავლობაში, საშუალოდ 10 საათს მგზავრობაში ვატარებ. არ ვიცი, ვისთვის არის ცოტა 10 საათი, მაგრამ ჩემთვის კი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მარკეტინგის 30-ვე საკითხი საფუძვლიანად მოვამზადო, შუალედური გამოცდისათვის. სულ რომ არაფერი, გემრიელად გამოძინებას მაინც მოვახერხებ და მერე საწუწუნო აღარ მექნება, შეუძლოდ ვარ-მეთქი. მგზავრობისას კი 10 საათი ისე იკარგება, თითქოს არც ყოფილა. მუსიკის მოსმენაა ერთადერთი სარგებელი, რაც ამ დროში შეიძლება მიიღო. აი, ყოველ დღე ასე ვტკეპნი უამრავ ქუჩას. მოძრაობის ტრაექტორია იმდენად ჩახლართულია, რომ თვითონაც ძლივს დავიმახსოვრე: გურამიშვილი, დადიანი, ჩიტაია, კლდიაშვილი, წინამძღვრიშილი, თამარ მეფის გამზირი, კოსტავა, პეკინი, ვაჟა-ფშაველა, ქავთარაძე, სანდრო ეული, უნივერსიტეტის ქუჩა… და ბოლოს ვაცნობიერებ, რომ ზედმეტად შორი გზით ვმოძრაობ, როცა პირდაპირი მარშუტით ოჯერ უფრო სწრაფად მივაღწევდი დანიშნულების ადგილამდე. თავის გასამართლებლად ისევ ანდაზას მოვიშველიებ: “შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო” (რამდენი ხანია ანდაზები არ განმიხილავს
) მაგრამ შემოვლითი გზა ყოველთვის ამართლებს ვითომ? ხომ შეიძლება დაგაგვიანდეს, ან დაგავიწყდეს, საით მიდიოდი და სადმე, სხვაგან გადაუხვიო, ან დაიკარგო და ვეღარ გააგნო.. მოკლედ, მაინც მგონია, რომ შემოვლითი გზით სიარულს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა პირდაპირი გზა ჩახერგილია, ან ვინმეს აქვს მითვისებული, ან საშიშია…
არ ვიცი, ვინმე თუ გაიგებს, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით, რადგან ესეც შორი გზით სიარულის ერთ-ერთი მაგალითია და უკვე კომპასი მჭირდება აზრის დასასრულებლად
ამიტომ, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია, ვისაც ორიენტირება არ გიჭირთ
ოპტიმიზმი და ოცდამეათე მგზავრი
ყველაზე საშიში ადმიანი, ალბათ სიკვდილმისჯილი პატიმარია. იცის, ვერსად გაიქცევა და იძულებულია ბედს დაჰმორჩილდეს მანამ, სანამ გადარჩენის სულ მცირე იმედს არ მისცემს ვინმე. სასოწარკვეთილ ადამიანს ყველაზე იოლად დააჯერებ, რისი დაჯერებაც უნდა. ყველაფერი შეგიძლია გააკეთებინო. საითაც გინდა, იქით წაიყვან და ისიც უსიტყვოდ გამოგყვება. დასაკარგი მაინც არაფერი აქვს და ურჩევნია იმედი მაინც ჰქონდეს, რითაც ცხოვრებას გააგრძელებს. საკუთარ თავს თუ არა, ეგებ ვინმეს მაინც გამოადგეს რამეში. საშინელებაა სასოწარკვეთა, მაგრამ რა აზრი აქვს, საპნის ბუშტზე დაამყარო მთელი იმედები, რომელიც საჰაერო ბურთად ვერასოდეს გადაიქცევა? თუმცა, ხომ გაგიგია, მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვაო? ჰოდა გვჯეროდეს! დაე ყველამ ბეჯითად დავიჯეროთ, რაც გვინდა და ასეც იქნება… აი, ისე უნდა დავიჯეროთ, როგორც ამ ოცდამეათე მგზავრს, ყვითელ სამარშუტო ტაქსში, კართან მიჭყლეტილი რომ დგას, ყოველ გაჩერებაზე ჩასვლა და ყველას გატარება უწევს, მერე 80 თეთრს რომ გადაიხდის და მთელი გულით სჯერა, რომ კომფორტულად მგზავრობს ახალი მიკროავტობუსით.
გჯეროდეთ და იყავით ბედნიერები…
ისევ ‘მარშუტკაში’
გაჭირვების ჯამს ისევ მარშუტკის ამბები მიხსნის ხოლმე ბლოგზე. უკვე ბევრი დამიგროვდა, ვფიქრობ ახალი გვერდი გავხსნა, სახელწოდებით “ამბები მარშუტკიდან”.
დღეს, როცა სტატისტიკის სემინარზე მივიჩქაროდი, მშობლიური 135-თ, კიდევ ერთ სასაცილო სიტუაციას წავაწყდი. ავედი თუ არა, როგორც ყოველთვის, მაშინვე ცალსკამიანი ადგილი დავიკავე და ჩანთიდან კონსპექტი დავაძრე. ტელეფონის ბატარეა ერთ ხაზზე მქონდა დარჩენილი, (დამავიწყდა დატენვა) ასე რომ მუსიკას ვეღარ მოვუსმენდი. გვერდით, ორსკამიან ადგილზე 2 ქალი იჯდა, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის იქნებოდნენ, სავარაუდოდ მეზობლები. რა თქმა უნდა ყურადღებას სულ არ მივაქცევდი, რომ არა მათი ხმის ტემბრი და სასაუბრო თემები.
უაღრესაც აღშფოთებული ხმით ერთი ეუბნება მეორეს:
- იცი ქალო რა უქნია იმ მერვე სართულის თამილას? ეს არჩევნები რახან მოიგეს, (თამილა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე თუ რაღაც ეგეთი ყოფილა, ‘ნაციონალური მოძრაობიდან’) ესეიგი მერიამ ეზოში მიწა დაუმტკიცა და ეხლა მაგისი ქმარი ეზოში გარაჟს აშენებინებს.
- რას ამბობ ქალო, საგარაჟე კი არა, ძაღლის დასაბმელი ადგილი აღარაა დარჩენილი ეზოში.
- შენ ეგრე იძახე და რომ წამოგაჯდებიან თავზე მერე ნახე.
მერე ორივემ დაიწყო მეზობლების გაჭორვა, პოლიტიკური ამბების ქექვა…
ბოლოს, რაზეც ლამის ხმამაღლა გამეცინა მათი გამოტანილი საბოლოო დასკვნა იყო. “ყველაფერი ამ კომპიუტერების ბრალია”
- ეგრეა გენაცვალე, ამ ახალგაზრდებს კომპიუტერი დაანახე და აღარ უნდათ არც ნათესავი, არც ამხანაგი.
- ხო, ხო, სად იყო ჩვენ დროს ეგ კომპიუტერით ლაპარაკები და ხალხის გაცნობა, ათას რაღაცას მოიგონებენ, ხან რა გაიხსნება ხან რა, იმ სკაიპის გამო კიდევ რამდენი ოჯახი დაინგრა, სულ გადაგვარდნენ…
- აბა შენ ეგ თქვი, ახლა კიდევ რაღაც fეისბუქი გამოსულა, გამოჩერჩეტებულია ეს ჩემი შვილი. შე კაი კაცო, გაცნობა თუ გინდა ვინმესი, კომპიუტერის გარეშე ვერ იზამ? ჩვენ დროს ვერ ვიყავით კარგად და ვერ ვიცნობდით ერთმანეთს?
ამ საუბარში ერთხელაც არ უხსენებიათ სიტყვა “ინტერნეტი”. როგორც ჩანს კომპიუტერი მათთვის მხოლოდ გაცნობასთან ასოცირდება.
რა მოხდა მერე, ყველა კი არაა ვალდებული ყველაფერში ერკვეოდეს, მაგრამ მე რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ ამ ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი საქარველოს რომელიღაც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა
ესეც მათი მსოფლმხედველობა.
ვერ გავიგე მაინც
ვითომ ისეთი არაფერი, მაგრამ როგორ არ დამეწერა არ ვიცი. ჯერ ისევ აქ დავწერ, ვერ ველევი მშობლიურ ბლოგს.
ბოლო დროს კომპიუტერთან ჯდომის მეტს არაფერს ვაკეთებ. ესეც ძალიან დამღლელია. დღეს მიანც უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი, წუხელ დიდისამბით დავაყენე მაღვიძარა 8 საათზე და მშვიდად დავიძინე.
როგორც ჩანს იმდენად მშვიდად დამიძინია, რომ დილით მაღვიძარას ხმამაც ვერ დამიფრთხო ძილი. მახსოვს ბლოგის დიზაინები მესიზმრებოდა, მეც დიდი მონდომებით ვარჩევდი. უკვე 11 საათი იყო როცა სიზმარი დამთავდრა და მივხვდი რომ ლექციებზე დავაგვიანე. რაღა მექნა? ადვდექი და იმ ლექციებზე მაინც წავედი, რომელსაც ჯერ კიდევ მივუსწრებდი. აღარ მინდა ამდენი “არა” ჩამიწერონ.
როგორც ყოველთვის, მარშუტკაში ჩავჯექი და გზას გავუდექი. ჩანთაში რაღაც კონსპექტები ვიპოვნე და თვალიერება დავუწყე. საკმაოდ ინტერესიანი სახით ჩავცქეროდი მათემატიკის თეორემების დამტკიცებების კონსპექტს, რომელიც 1 კვირის წინ ამოვწერე რვეულში, რადგან შუალედური გამოცდებისათვის მაქვს დასაზეპირებელი. ამჯერად მათ დაზეპირებას არ ვცდილობდი, უბრალოდ ფურცლებს ვითვლიდი რათა გამეგო რამდენი მქონდა საწვალები გამოცდისათვის. საკმაოდ ბევრი ფურცელი აღმოჩნდა.
ამ თვალიერებაში ვიყავი გართული, როცა გვერდზე მივიხედე და ვაი! ეს ვინღაა?
ხო კაი, დავწერ :P
1 წუთის წინ ვეკო დამემშვიდობა სკაიპში და დამიბარა, ხვალისთვის პოსტი დაიდოს ბლოგზეო. აი ასე, პოსტიო და მეც მექანიკურად გავხსენი ჩემი განუყრელი ოპერა ბრაუზერი და პოსტის დასაწერად შემოვედი. რა დავწერო კი მაგრამ? რაც გაზაფხული მოვიდა, ჯერ არც ერთი პოსტი არ გამომიქვეყნებია. ერთი კი დავწერე, მაგრამ ნამეტანი უარყოფით ტალღაზე ვიყავი და თვითგვემა გამომივიდა. ვცდილობ მასეთ პოსტებს მაქსიმალურად მოვერიდო.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო. ისევ რამეს ჩემზე დავწერ.
ორშაბათს ახალი სემესტრი დაიწყო. თითქმის ისევ ისეთი დღე იყო, როგორც პირველი სემესტრის დასაწყისი. მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ არ წვიმდა და ნაცნობებიც უფრო ბევრი დამხვდნენ. ცუდი ის იყო რომ ჯგუფელები აღარ მყვანან და თავი ოდნავ მარტოდ ვიგრძენი. ლეციებზე შესვლაც დამეზარა და ვიბოდიალე აქეთ-იქით. რაღაც დადებითი სიახლეებიც დამხვდა, მაგრამ ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი.







