Blog Archives

ვერიფიკაცია

მინდოდა, დეკემბრის ბოლო დღეს დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დარჩენილი 48 საათი მაინც არაფერს შეცვლის, ამიტომ ახლავე დავიწყებ შეჯამებას ამა წლისა.

პოზიტივის შემოსატანად, სულაც არ ვაპირებ დავიწყო მტკიცება, რომ 2011 გადასარევი წელი იყო, რომელმაც უამრავი სიახლე და წარმატება მომიტანა. არც წუწუნს მინდა მოვყვე, თუმცა კი ახლა დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვარ, ლექტორს რომ ცუდი ნაწერი აქვს შესასწორებელი, მთლად გასანულებლადაც რომ ენანება და მიზეზებს რომ ეძებს, თითო ქულის დასაწერად. მიყვარს ასეთი შედარებები. საბოლოოდ, გასული წლის შეფასება რომ დავიწყო, ჯერ ყველა ფაქტორი ცალ-ცალკე უნდა გავიხსენო, რაც არც ისე მარტივია, ამიტომ ისევ შედარებებს გამოვიყენებ. ბოლო დროს სულ შედარებებს უკავია ჩემი გონება. ასე ვცდილობ რეალობა გავამატრივო და უფრო ეფექტიანად ვიმოქმედო.

ახლა გადავწყვიტე, რომ მთელი წლის ცხოვრება ერთ რეგრესიის განტოლებას შევადარო, რომელშიც შედეგობრივი ცვლადი რამდენიმე ფატორზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ ცალკეული ფაქტორების შეფასება და მნიშვნელოვნების დადგენაა საჭირო. Read the rest of this entry

წლის ბოლო პოსტი

ხალი წლის მოსვლამდე 4 საათიც არ არის დარჩნილი. და რას ვაკეთებ ახლა მე აქ? ახლა ის დროა ყველა ახალი წლისთვის რომ ემზადება  აქეთ-იქით დარბის. მე კი ვზივარ, რათა 2009 წლის ბოლო პოსტი დავწერო ჩემს ბლოგზე. ეს წელიც გავიდა. უამრავი სიახლე მოიტანა და უამრავი რამ სამუდამოდ წაიღო წაიღო თან. ასეთი წელი ბევრი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ახლა არ დავიწყებ ყველაფრის ცამოთვლას, თორემ ძალიან შორს წავალ. მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ.

ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ულევ სიხარულს. ყოველივე კარგის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის ეს წელი. ყველა კეთილი სურვილი აგხდენოდეთ. მშვიდობა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში და ჩვენს ქვეყანაში.

საახალწლო განწყობა:)

ალე ახალი, 2010 წელი მოვა. მისი მოახლოება უკვე ყველას და ყველაფერს დაეტყო. ქალაქი უკვე დიდი ხანია მორთულია ილუმინაციებით. ჩვენს ბლოგებზეც საახალო პოსტები მატულობს. დიზაინშიც ცვლილებები შევიტანეთ. მე აგერ უკვე საახალწლო ჰედერიც გავაშანშალე :) )))

თინისაგან განსხვავებით ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს. ეხლა რომ დავდგა, ახალ წლამდე უკვე მობეზრებული მექნება.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 267 other followers