Blog Archives

ჩემი ხიფათები

ნათიამ დაწერა ამასწინათ თავისი ბავშვობის შესახებ ბლოგზე და რომ ვკითხულობდი ბევრი რამ გამახსენდა. ამ პოსტის დაწერა კი დღევანდელმა ინციდენტმა შთამაგონა, რომელიც ალბათ ფატალური შედეგით დაგვირგვინდებოდა ჩემი გაძლიერებული ყნოსვა რომ არა. ყოველთვის ძალიან ხიფათიანი ვიყავი, ხან გაზი მიფეთქდებოდა, ხან სადღაციდან ვვარდებოდი და რამეს ვიშავებდი… ჩემს მუხლებს ახლაც ეტყობათ ზოგიერთი შემთხვევების კვალი. უთო, ცხელი ტაფა და მასეთი რამეები,  სპეციალურად ჩემს საწამებლად არის გამოგონილი.

Read the rest of this entry

ისევ თმა

მის გამო, რომ ჩემი თმა ჩემი ტკივილია და მისი მოვლა ჩემთვის ყველაზე საინტერესო  და საყვარელი საქმიანობა, უკვე დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩაფლული თმის მოვლის შესახებ საინტერესო სტატიებისა და რჩევების მოძიებაში.

ახლახანს მივაგენი სტატიას, რომელმაც ბევრ არასწორ მოსაზერებას ახადა ფარდა. იმედია თქვენც დაგაინტერესებთ:

ხალხში გავრცელებული აზრის თანახმად,  ძილის წინ თმა გულმოდგინედ და ხანგრძილივად უნდა დაივარცხნოთ. სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ მცდარი და მოძველებული მოსაზრებები, შესაძლოა თმის ცვენის, მტვრევადობის და სიქაჩლის მიზეზი გახდეს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე არასწორ მოსაზრებას:

Read the rest of this entry

ბუნებრივი საშუალებები

ამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა  მკითხველმა <აქ> დამიტოვა რჩევა, შეიძლება ითქვას თხოვნა, რომ ბლოგზე დამედო ინფორმაცია თმის მოვლის ბუნებრივი საშუალებების შესახებ. როგორც იტყვიან, ჩემს გულში იჯდა ეს ადამიანი, რადგან ბოლო დროს სწორედ მაგ სახის ინფორმაციების მოძიებას ვცდილობდი, არა მხოლოდ ბლოგზე განსათავსებლად, არამედ ჩემი პირადი საჭიროებისთვისაც.

ბევრი ადამიანი ეთანხმება აზრს, რომ ზოგჯერ ბუნებრივი საშუალებები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უმაღლესი ხარისხის შამპუნი და მსგავსი საშუალებები.

ახლა ვეცდები გავიხსენო ყველაფერი, რაც ოდესმე გამიგია  ან წამიკითხავს ბუნებრივი ინგრედიენტებით სარგებლობის შესახებ. დავიწყებ თმის მოვლით.

Read the rest of this entry

თმა

ლბათ დამეთანხმებით, რომ ლამაზი და ჯანმრთელი თმა ადამიანს უფრო მომხიბვლელს ხდის, მას დიდი როლი აკისრია ჩვენი გარეგნობის ფორმირებაში. თუ დაკვირვებიხართ, ხშირად  ადამიანის გარეგნობის აღწერას სწორედ თმიდან ვიწყებთ.

რაც თავი მახსოვს სულ გრძელ თმას ვატარებ. რა თქმა უნდა საკმაოდ ძნელი მოსავლელია და ცოტა მომაბეზრებელიც. ვარცხნილობების გაკათება არ მიყვარს, რადგან თავს მატკიებს, სამაგიროდ შეღებვაზე არ ვამბობდი ხოლმე უარს, მერე ვწუწუნებდი თმა დამეწვა და აღარაფრად ვარგა მეთქი.

7 უარყოფითი გავლენა თმებზე – კოფეინი, დაბალპროტეინიანი დიეტა, დეფიციტი ან გადაჭარბებული ვიტამინები და მინერალების მოცულობა, კონსერვანტები, მლაშე პროდუქტები, ხელოვნური ცხიმები, უძილობა.

ამათ გარდა კიდევ ბევრია ცნობილი, მაგრამ დანარჩენი ისედაც ყველამ ვიცით.

ყველა ტიპის თმას სხვადასხვაგვარი მოვლა ესაჭიროება, დაწყებული დაბანიდან, დამთავრებული დავარცხნამდე.

აქ რამდენიმე  რჩევას შემოგთავაზებთ, რათა თქვენი თმა უკეთესად გამოიყურებოდეს.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 267 other followers