Blog Archives
ისევ ‘მარშუტკაში’
გაჭირვების ჯამს ისევ მარშუტკის ამბები მიხსნის ხოლმე ბლოგზე. უკვე ბევრი დამიგროვდა, ვფიქრობ ახალი გვერდი გავხსნა, სახელწოდებით “ამბები მარშუტკიდან”.
დღეს, როცა სტატისტიკის სემინარზე მივიჩქაროდი, მშობლიური 135-თ, კიდევ ერთ სასაცილო სიტუაციას წავაწყდი. ავედი თუ არა, როგორც ყოველთვის, მაშინვე ცალსკამიანი ადგილი დავიკავე და ჩანთიდან კონსპექტი დავაძრე. ტელეფონის ბატარეა ერთ ხაზზე მქონდა დარჩენილი, (დამავიწყდა დატენვა) ასე რომ მუსიკას ვეღარ მოვუსმენდი. გვერდით, ორსკამიან ადგილზე 2 ქალი იჯდა, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის იქნებოდნენ, სავარაუდოდ მეზობლები. რა თქმა უნდა ყურადღებას სულ არ მივაქცევდი, რომ არა მათი ხმის ტემბრი და სასაუბრო თემები.
უაღრესაც აღშფოთებული ხმით ერთი ეუბნება მეორეს:
- იცი ქალო რა უქნია იმ მერვე სართულის თამილას? ეს არჩევნები რახან მოიგეს, (თამილა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე თუ რაღაც ეგეთი ყოფილა, ‘ნაციონალური მოძრაობიდან’) ესეიგი მერიამ ეზოში მიწა დაუმტკიცა და ეხლა მაგისი ქმარი ეზოში გარაჟს აშენებინებს.
- რას ამბობ ქალო, საგარაჟე კი არა, ძაღლის დასაბმელი ადგილი აღარაა დარჩენილი ეზოში.
- შენ ეგრე იძახე და რომ წამოგაჯდებიან თავზე მერე ნახე.
მერე ორივემ დაიწყო მეზობლების გაჭორვა, პოლიტიკური ამბების ქექვა…
ბოლოს, რაზეც ლამის ხმამაღლა გამეცინა მათი გამოტანილი საბოლოო დასკვნა იყო. “ყველაფერი ამ კომპიუტერების ბრალია”
- ეგრეა გენაცვალე, ამ ახალგაზრდებს კომპიუტერი დაანახე და აღარ უნდათ არც ნათესავი, არც ამხანაგი.
- ხო, ხო, სად იყო ჩვენ დროს ეგ კომპიუტერით ლაპარაკები და ხალხის გაცნობა, ათას რაღაცას მოიგონებენ, ხან რა გაიხსნება ხან რა, იმ სკაიპის გამო კიდევ რამდენი ოჯახი დაინგრა, სულ გადაგვარდნენ…
- აბა შენ ეგ თქვი, ახლა კიდევ რაღაც fეისბუქი გამოსულა, გამოჩერჩეტებულია ეს ჩემი შვილი. შე კაი კაცო, გაცნობა თუ გინდა ვინმესი, კომპიუტერის გარეშე ვერ იზამ? ჩვენ დროს ვერ ვიყავით კარგად და ვერ ვიცნობდით ერთმანეთს?
ამ საუბარში ერთხელაც არ უხსენებიათ სიტყვა “ინტერნეტი”. როგორც ჩანს კომპიუტერი მათთვის მხოლოდ გაცნობასთან ასოცირდება.
რა მოხდა მერე, ყველა კი არაა ვალდებული ყველაფერში ერკვეოდეს, მაგრამ მე რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ ამ ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი საქარველოს რომელიღაც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა
ესეც მათი მსოფლმხედველობა.
კვება აუცილებელია!
აუცილებელიაო
რა ახალი ამბავი ვთქვი ხო? დღეს პირველად ვიგრძენი საკვების აუცილებლობა. მართალია ჩემს გარეგნობაზე არ აისახება, მაგრამ კვებასთან მწყრალად ვარ შეიძლება ითქვას. ჩვეულებრივ დედაჩემი მაძალებს რომ საჭმელი შევჭამო, ჩემი ნებით მხოლოდ ტკბილეულს ვეტანები. მხოლოდ ტკბილეულის ჭამა არ მეზარება. ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით შემიძლია მივიღო
აი ასე
დღეს, კიდევ ერთი მუსიკა შევიზიზღე. უკვე 1 კვირაა მაღვიძარაზე მიყენია და მისი გაგონება უკვე უძილობასთან ასოცირდება. 8 საათი იყო უკვე. ვინაიდან წუხელ წყალი დაწყდა, დილით მომიწია ბანაობა. ძლივს გავშრი, მოვემზადე, ყავა დავლიე და გავვარდი. რა თქმა უნდა ჭამა არავის ახსოვდა.
რომ მივედი, შესასვლელში ვეკოს დავუნახივარ, მარა მე აწყვეტილი შევვარდი და ვერ შევამჩნიე.
ქულერი და კვების ბლოკი
დაახლოებით ერთი თვის წინ, ინფორმატიკის ლექციაზე ლექტორი პროცესოპრის როლს გვიხსნიდა კომპიუტერის ფუნქციონირებაში. ბოლოს ერთი მარტივი დასკვნა გამოიტანა:
“პროცესორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კომპიუტერისათვის, თუ სახლში ქურდი შემოიპარა, ის კლავიატურას და მაუსს ხელს არ ახლებს, პირველ რიგში პროცესორს წაიღებს. ე.ი. პროცესორი არის ის, რაც ქურდს მიაქვს”
ვგიჟდები ამ ადამიანის იუმორზე, ყოველთვის შეუძლია ადამიანი გააცინოს. მაგრამ მე იმ დროს პროცესორის ხსენებაზე სულ არ მეცინებოდა. დატანჯული ვიყავი ჩემი კომპიდან გამომავალი ხმაურით. მერე ვკითხე კიდევაც ლექტორს, რისი ბრალი იქნება მეთქი და მიპასუხა ალბათ ქულერს რამე ედებაო.
მას მერე, ცოტა ხანში ხმაური შეწყდა და მეც მიმავიწყდა ეს ამბავი. ალბათ ამ პოსტს არც დავწერდი ყველაფერი თავიდან რომ არ დაწყებულიყო. დიახ, უკვე ორი დღეა ტვინს მიბურღავს ამის ზუზუნი. დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ამბისთვის ბოლო მომეღო.
მავნე ჩვევები
მავნე ჩვევები ყველა ადამიანს აქვს, თუნდაც ერთი მაინც. ამ შემთხვევაში, მავნე ჩვევაში მხოლოდ სიგარეტისა და ალკოჰოლის სიყვარულს არ ვგულისხმობ. მავნეა ყველაფერი რაც ზოგადად ადამიანის ცხოვრებაზე ცუდად მოქმედეს და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე.
ორი დღის წინ შესული ვიყავი ჩემი ბლოგის dashboard-ში და თავში ეს ფრაზა მიტრიალებდა: ” გავაუქმო? არ გავაუქმო…” მოკლედ ალბათ მიხვდით რაც გადავწყვიტე და მხოლოდ სახელის შეცვლით შემოვიფარგლე.







