Blog Archives
ისევ ‘მარშუტკაში’
გაჭირვების ჯამს ისევ მარშუტკის ამბები მიხსნის ხოლმე ბლოგზე. უკვე ბევრი დამიგროვდა, ვფიქრობ ახალი გვერდი გავხსნა, სახელწოდებით “ამბები მარშუტკიდან”.
დღეს, როცა სტატისტიკის სემინარზე მივიჩქაროდი, მშობლიური 135-თ, კიდევ ერთ სასაცილო სიტუაციას წავაწყდი. ავედი თუ არა, როგორც ყოველთვის, მაშინვე ცალსკამიანი ადგილი დავიკავე და ჩანთიდან კონსპექტი დავაძრე. ტელეფონის ბატარეა ერთ ხაზზე მქონდა დარჩენილი, (დამავიწყდა დატენვა) ასე რომ მუსიკას ვეღარ მოვუსმენდი. გვერდით, ორსკამიან ადგილზე 2 ქალი იჯდა, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის იქნებოდნენ, სავარაუდოდ მეზობლები. რა თქმა უნდა ყურადღებას სულ არ მივაქცევდი, რომ არა მათი ხმის ტემბრი და სასაუბრო თემები.
უაღრესაც აღშფოთებული ხმით ერთი ეუბნება მეორეს:
- იცი ქალო რა უქნია იმ მერვე სართულის თამილას? ეს არჩევნები რახან მოიგეს, (თამილა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე თუ რაღაც ეგეთი ყოფილა, ‘ნაციონალური მოძრაობიდან’) ესეიგი მერიამ ეზოში მიწა დაუმტკიცა და ეხლა მაგისი ქმარი ეზოში გარაჟს აშენებინებს.
- რას ამბობ ქალო, საგარაჟე კი არა, ძაღლის დასაბმელი ადგილი აღარაა დარჩენილი ეზოში.
- შენ ეგრე იძახე და რომ წამოგაჯდებიან თავზე მერე ნახე.
მერე ორივემ დაიწყო მეზობლების გაჭორვა, პოლიტიკური ამბების ქექვა…
ბოლოს, რაზეც ლამის ხმამაღლა გამეცინა მათი გამოტანილი საბოლოო დასკვნა იყო. “ყველაფერი ამ კომპიუტერების ბრალია”
- ეგრეა გენაცვალე, ამ ახალგაზრდებს კომპიუტერი დაანახე და აღარ უნდათ არც ნათესავი, არც ამხანაგი.
- ხო, ხო, სად იყო ჩვენ დროს ეგ კომპიუტერით ლაპარაკები და ხალხის გაცნობა, ათას რაღაცას მოიგონებენ, ხან რა გაიხსნება ხან რა, იმ სკაიპის გამო კიდევ რამდენი ოჯახი დაინგრა, სულ გადაგვარდნენ…
- აბა შენ ეგ თქვი, ახლა კიდევ რაღაც fეისბუქი გამოსულა, გამოჩერჩეტებულია ეს ჩემი შვილი. შე კაი კაცო, გაცნობა თუ გინდა ვინმესი, კომპიუტერის გარეშე ვერ იზამ? ჩვენ დროს ვერ ვიყავით კარგად და ვერ ვიცნობდით ერთმანეთს?
ამ საუბარში ერთხელაც არ უხსენებიათ სიტყვა “ინტერნეტი”. როგორც ჩანს კომპიუტერი მათთვის მხოლოდ გაცნობასთან ასოცირდება.
რა მოხდა მერე, ყველა კი არაა ვალდებული ყველაფერში ერკვეოდეს, მაგრამ მე რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ ამ ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი საქარველოს რომელიღაც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა
ესეც მათი მსოფლმხედველობა.
ვერ გავიგე მაინც
ვითომ ისეთი არაფერი, მაგრამ როგორ არ დამეწერა არ ვიცი. ჯერ ისევ აქ დავწერ, ვერ ველევი მშობლიურ ბლოგს.
ბოლო დროს კომპიუტერთან ჯდომის მეტს არაფერს ვაკეთებ. ესეც ძალიან დამღლელია. დღეს მიანც უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი, წუხელ დიდისამბით დავაყენე მაღვიძარა 8 საათზე და მშვიდად დავიძინე.
როგორც ჩანს იმდენად მშვიდად დამიძინია, რომ დილით მაღვიძარას ხმამაც ვერ დამიფრთხო ძილი. მახსოვს ბლოგის დიზაინები მესიზმრებოდა, მეც დიდი მონდომებით ვარჩევდი. უკვე 11 საათი იყო როცა სიზმარი დამთავდრა და მივხვდი რომ ლექციებზე დავაგვიანე. რაღა მექნა? ადვდექი და იმ ლექციებზე მაინც წავედი, რომელსაც ჯერ კიდევ მივუსწრებდი. აღარ მინდა ამდენი “არა” ჩამიწერონ.
როგორც ყოველთვის, მარშუტკაში ჩავჯექი და გზას გავუდექი. ჩანთაში რაღაც კონსპექტები ვიპოვნე და თვალიერება დავუწყე. საკმაოდ ინტერესიანი სახით ჩავცქეროდი მათემატიკის თეორემების დამტკიცებების კონსპექტს, რომელიც 1 კვირის წინ ამოვწერე რვეულში, რადგან შუალედური გამოცდებისათვის მაქვს დასაზეპირებელი. ამჯერად მათ დაზეპირებას არ ვცდილობდი, უბრალოდ ფურცლებს ვითვლიდი რათა გამეგო რამდენი მქონდა საწვალები გამოცდისათვის. საკმაოდ ბევრი ფურცელი აღმოჩნდა.
ამ თვალიერებაში ვიყავი გართული, როცა გვერდზე მივიხედე და ვაი! ეს ვინღაა?
კვება აუცილებელია!
აუცილებელიაო
რა ახალი ამბავი ვთქვი ხო? დღეს პირველად ვიგრძენი საკვების აუცილებლობა. მართალია ჩემს გარეგნობაზე არ აისახება, მაგრამ კვებასთან მწყრალად ვარ შეიძლება ითქვას. ჩვეულებრივ დედაჩემი მაძალებს რომ საჭმელი შევჭამო, ჩემი ნებით მხოლოდ ტკბილეულს ვეტანები. მხოლოდ ტკბილეულის ჭამა არ მეზარება. ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით შემიძლია მივიღო
აი ასე
დღეს, კიდევ ერთი მუსიკა შევიზიზღე. უკვე 1 კვირაა მაღვიძარაზე მიყენია და მისი გაგონება უკვე უძილობასთან ასოცირდება. 8 საათი იყო უკვე. ვინაიდან წუხელ წყალი დაწყდა, დილით მომიწია ბანაობა. ძლივს გავშრი, მოვემზადე, ყავა დავლიე და გავვარდი. რა თქმა უნდა ჭამა არავის ახსოვდა.
რომ მივედი, შესასვლელში ვეკოს დავუნახივარ, მარა მე აწყვეტილი შევვარდი და ვერ შევამჩნიე.
ხო კაი, დავწერ :P
1 წუთის წინ ვეკო დამემშვიდობა სკაიპში და დამიბარა, ხვალისთვის პოსტი დაიდოს ბლოგზეო. აი ასე, პოსტიო და მეც მექანიკურად გავხსენი ჩემი განუყრელი ოპერა ბრაუზერი და პოსტის დასაწერად შემოვედი. რა დავწერო კი მაგრამ? რაც გაზაფხული მოვიდა, ჯერ არც ერთი პოსტი არ გამომიქვეყნებია. ერთი კი დავწერე, მაგრამ ნამეტანი უარყოფით ტალღაზე ვიყავი და თვითგვემა გამომივიდა. ვცდილობ მასეთ პოსტებს მაქსიმალურად მოვერიდო.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო. ისევ რამეს ჩემზე დავწერ.
ორშაბათს ახალი სემესტრი დაიწყო. თითქმის ისევ ისეთი დღე იყო, როგორც პირველი სემესტრის დასაწყისი. მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ არ წვიმდა და ნაცნობებიც უფრო ბევრი დამხვდნენ. ცუდი ის იყო რომ ჯგუფელები აღარ მყვანან და თავი ოდნავ მარტოდ ვიგრძენი. ლეციებზე შესვლაც დამეზარა და ვიბოდიალე აქეთ-იქით. რაღაც დადებითი სიახლეებიც დამხვდა, მაგრამ ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი.







