Blog Archives

“მაღლივის” ამინდის პროგნოზი

საკმარისია ერთ დღეს გავიღვიძო დილით ადრე, რომ მაშინვე მახსენდება, როგორ მიყვარს ძილი. ჰო, სწავლა დაიწყო და საწუწუნო თემებიც გამომიჩნდა.

ამჯერად სხვა რამე მადარდებს: ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ საღამოს ამინდის პროგნოზების ქექვა, რათა მოიფიქრო, რა ჩაიცვა მეორე დღეს ისეთი, რომ არც შეგცივდეს და არც დაგცხეს. ბოლოს, გაბრაზებული ისევ ჩემს ყავისფერ ჟაკეტს დავავლებ ხელს და გავრბივარ. მაღლივში მაინც ვერაფერს ჩაიცვამ შესაფერისს. იქ ან ბოტებით უნდა იარო, ან კალოშებით. ასევე, სასურველია თავზე კეპი გეფაროს, რომ მზემ არ დაგარტყას, ოღონდ ეს კეპი ქამრით უნდა მიიმაგრო, რომ ქარმა არ მოგტაცოს.

არ შეიძლება, მაღლივის ამინდის პროგნოზი ცალკე ეწეროს სადმე? :(

ის, ერთადერთი (ანუ მაღლივი)

რამდენი ხანია მაღლივზე არაფერი დამიწერია. ბოლო დროს სულ დავივიწყე, არადა ერთი წლის წინ ყველა ჩემი ტკივილი და დარდი მას უკავშირდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ რამე უკეთესობისაკენ შეიცვალა ან მე შევეჩვიე ყველაფერს. ალბათ როცა თავი აგტკივდება, ყურის ტკივილს ვეღარ აღიქვამ.

მაღლივში თითქმის ყველაფერი ძველებურადაა. ისევ ისე დგას და ამაყად გადაჰყურებს დანისლულ არემარეს. ოჰ, როგორ მეშინოდა ბავშვობაში ასეთი ადგილების. სხვაგან რომ სიმშივდეა, იქ სულ ქარი ქრის, სამაგიეროდ ჰაერზე ვართ და ცივილიზაციას ჯერ კიდევ არ გაუნადგურებია ყველაფერი.

“მაღლივის ოფიციალური ზოონაკრძალი” ისევ ფუნქციონირებს, ასე რომ იქ ხშირად გადააწყდებით უდარდელად მობორიალე ვირუკებს, ძროხებს. შეიძლება პირველ სართულზე პატარა ცუგაც შემოტანტალდეს იმ იმედით, რომ კეთილი სტუდენტები Good Food-ში დაპატიჟებენ, ლანჩზე. თუ კოლოკვიუმი საღამოს 7 საათზე დაგინიშნეს და იქიდან ღამით მეგიხდა წამოსვლა, შეიძლება სადმე ტურასაც გადააწყდე.

წესები გამკაცრდა. ახლა ბიბლიოთეკიდან წიგნის გამოტანა ადვილი საქმე აღარ არის, სამაგიეროდ შეგიძლია იქვე, თბილად დაჯდე და იმდენი იმეცადინო, სანამ ბიბლიოთეკარების ჭორაობის ფონზე ყურადღების გამახვილებას შეძლებ. ასევე ტუალეტში შესვლაც ცოტა საშიში გახდა, განსაკუთრებით როცა თმის ცვენის პრობლემა გაწუხებს. თუ დამლაგებელმა სავარცხლით დაგინახა, მაშინვე მკაცრად გაგაფრთხილებს, რომ მეტლახზე ბეწვები არ დაყარო, თორემ აგახვეტინებს.

მაღლივური ცხოვრება ონ ნაწილად იყოფა: სალექციო და საგამოცდო პერიოდი. თუმცა ახლა ჩემთვის ეს ორი პერიოდი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. მთავარია დილის 7 საათზე გაღვიძება არ მომიხდეს და ყველაფერი რიგზეა. 6-დან 5 საგანს იოლად ვსწავლობ.

მაღლივის მისადგომებთან

სად არის სწავლის პროცესი ისე სახალისო, როგორც 135 ნომერ მარშუტკაში? თანაც თუ 1 საათის გზა გელოდება წინ. ეს გზა უფრო ადვილი გასავლელია, ვიდრე ის 100 მეტრი, გაჩერებიდან (რომელიც გორაზეა განთავსებული) შენობის ცენტრალურ შესასვლელამდე რომ გელის. თუ ქარმა დაუბერა, შეიძლება 100 მეტრი ერთ კილომეტრად გექცეს, ამიტომ, ყოველი შემთხვევისათვის, სასურველია 1-2 მძიმე ქვა იქონიო თან.

ესეც ასე. იმედია ახლა ცოტა ხანს მაინც აღარ შემაწუხებს სინდისის ქენჯნა, რომ მაღლივი მივივიწყე და აღარ ვახსენებ.

რჩევები აბიტურიენტებს

დღეს “ეროვნულები” დაიწყო. სულ მალე გამოცდების მოლოდინში მყოფი აბიტურიენტების ტანჯვა-წამებას ბოლო მოეღება.

სულ ერთი წლის წინ ვიყავი აბიტურიენტი და კარგად მახსოვს ყველაფერი რაც გამოცდებთანაა დაკავშირებული. ვეცდები რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ.

გამოცდების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია. ეს საკმაოდ დიდი დროა შენი ცოდნის სათანადოდ გამოსაყენებლად. ასევე 3 საათი ძალიან ბევრია იმისათვის რომ სკამზე გაუნძრევლად იჯდე და წერო, მე პირადად მიჭირს ამდენ ხანს ერთსა და იმავე საგანზე ყურადრების გამახვილება. მახსოვს პირველი  გამოცდიდან როგორ მინდოდა გამოქცევა და აღარ დავეძებდი 10 ქულით მეტს მივიღებდი თუ ნაკლებს.

გამოსავალი: გამოცდის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათი მოგიწევს საგამოცდო სექტორში უსაქმოდ ჯდომა და ლოდინი. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს  და თუ სწორად გამოიყენებ, მომავალი 3 საათი გაუსაძლისი აღარ იქნება. არ იფიქრო მომავალ საგამოცდო საკითხებზე. ისეთი არაფერი შეგხვდება, რაც ნასწავლი არ გაქვს, ასე რომ ტვინის ჭყლეტვას მოეშვი. ადგილზე ნუ იჯდები და ნერვებს ნუ აყვები. ადექი და აქეთ-იქით გაიარ-გამოიარე. აგრარული უნივერსიტეტის ლაბირინთები საკმაოდ საინტერესო მომეჩვენა. ნუ მაღლივში დიდი არაფერია დასათვალიერებელი, მაგრამ შეგიძლია ხედებით დატკბე.

დაელაპარაკე სხვა აბიტურიენტებს, ოღონდ შიშისა და ნერვიულობის თემაზე კრინტი არ დაგცდეს. იფიქრე იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გამოცდის დაწყების შემდეგ არ მოგერიდოს ტექნიკურ საკითხებზე დამკვირვებელს სთხოვო დახმარება. მაგალითად თუ პასუხების ფურცელი გაგიფუჭდა, გადაგეკეცა ან დაგესვარა, არ ინერვიულო, მაშინვე კურატორს მიმართე. უფლება გაქვს მოითხოვო გაფუჭებული პასუხების ფურცლის შეცვლა.

წერის დროს არ იყურო აქეთ-იქით. რაც არ უნდა გიჭირდეს, არავის ნაშრომში არ გადაყო ცხვირი. ნებისმიერი საეჭვი საქციელი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. ყველაზე მოხერხებულებსაც არ გაუვათ ეროვნულ გამოცდებზე ეშმაკობა. იჯექი შენთვის, ვითომ გარშემო არაფერი არსებობს. არ იფიქროთ იმაზე, რომ ამ გამოცდაზე შენი მომავალი სტუდენტობის საკითხია დამოკიდებული, იფიქრე რომ აბიტურიენტობა მთავრდება და კიდევ ერთ გამოცდას იშორებ.

რაც  მეტ ნერვებს დაზოგავ, მით მეტი დაგრჩება უნივერსიტეტის სემესტრულ გამოცდებზე დასახარჯად.

წარმატებებს გისურვებთ :)

ციყვები

ვირაზე მეტია ვეკო, ნათია და მე შეკრებას ვგეგმავთ. წინა სამშაბათს ჩაგვეშალა, ამიტომ დღეისთვის გადავდეთ ეს საქმე. უკვე ყველაფერი მოფიქრებული  გვქონდა. ერთი ამინდის პროგნოზი გვიშლიდა ნერვებს, მაგრამ დიდად არ გვაღელვებდა ეგ საკითხი.

გუშინ, როცა ამინდზე დაბოღმილი და გაბაზებული, დილაადრიან მაღლივის გზას უქოლგოდ დავადექი, სულ ვერ წარმოვიდგენდი თუ შეკრება ერთი დღით ადრე მოგვიწევდა. მაღლივის შესასვლელთან ვეკო დამხვდა, ლექციებს აცდენდა და გადაწყვიტა ჩემს ლექციაზე შემოსულიყო. ცოტა ხანი ლექტორს ველოდეთ რომელიც მაინც არ მოვიდა, ამიტომ მეათე სართულზე ავედით, რათა შემდეგი ლექციების დაწყებას დავლოდებოდით.

ცოტა ხანში აჩოც მოვიდა. მერე ვეკომ თქვა მშიაო და რადგან “Good Food”-თან მწყრალად არის, ამიტომ ავტობუსით ქავთარაძეზე მოგვიწია ჩასვლა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ვეკომ და აჩომ თქვეს არ ჩავიდეთო და სადაც ეს ავტობუსი წავა იქ წავყვეთო :D საქმე მაინც არაფერი გვქონდა (ლექციების გარდა:D) ასე რომ წავედით… Read the rest of this entry

თოვლიანი პოსტი

“მარი რის მარია თოვლს და მოგუნდავე ბავშვებს მეექვსე სართულიდან თუ უყურა და ერთი თვითონაც არ დაიწვა თოვლის სიცივისგან ხელებიო” უთქვამს ვიღაცას :) ვიღაცას კი არადა მე ვამბობ. მართლაც რა გამაჩერებდა სახლში და როგორ დავტოვებდი ამ ნანატრს თოვლს ასე უყურადღებოდ. მაგრამ აქვე ერთ პრობლემას წავაწყდი: “მარტო ხომ არ ჩავალ”. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გონება გამინათდა და ის 12 თუ 13-სართულიანი შენობა გამახსენდა :) დიახაც,  მაღლივი ყოველთვის უდრტვინველად დგას თავისი ერთგული “მიმდევრების” სამსახურში.  ამ გაგანია გამოცდების პერიოდში, გამორიცხული იყო იქ ერთი ნაცნობი მაინც არ მენახა. თუმცა კიდევ უფრო გამიმართლა და თიკომ დამირეკა, ქულები გამოუკრავთ და ავიდეთ, გავარკვიოთო.  ქულა კი ვიცოდი, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა მქონოდა, აბა მარტო საგუნდაოდ იქ ვინ ადის (ნორმალური).

Read the rest of this entry

მის უთორმეტსართულიანესობა!

მაააღლივი –  ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დააარდიაა… ლალალალალააა…

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა :) ) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე  ახლავე გეტყვით.

Read the rest of this entry

ყველაზე ცუდი დღე :|

ღეს 7 დეკემბერია. ამ თარიღს კარგად დავიმახსოვრებ და ვეცდები ასეთი დღე მეორედ აღარ განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ერთი საზიზღარი გამოცდა, თავისი 30 საკითხით, რომლებიც თავის დროზე ვისწავლე, მაგრამ ოჰ ეს წყეული სიბერე.

მოკლედ როგორც ამ პოსტში ავღნიშნე, დღეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოცდა მქონდა. მთელი ორი დღე მოვანდომე 30 საკითხის გამეორებას. მივხვდი რომ აღარაფერი მახსოვდა და ყველაფრის თავიდან სწავლა დამჭირდებოდა.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 267 other followers