Blog Archives

ის, ერთადერთი (ანუ მაღლივი)

რამდენი ხანია მაღლივზე არაფერი დამიწერია. ბოლო დროს სულ დავივიწყე, არადა ერთი წლის წინ ყველა ჩემი ტკივილი და დარდი მას უკავშირდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ რამე უკეთესობისაკენ შეიცვალა ან მე შევეჩვიე ყველაფერს. ალბათ როცა თავი აგტკივდება, ყურის ტკივილს ვეღარ აღიქვამ.

მაღლივში თითქმის ყველაფერი ძველებურადაა. ისევ ისე დგას და ამაყად გადაჰყურებს დანისლულ არემარეს. ოჰ, როგორ მეშინოდა ბავშვობაში ასეთი ადგილების. სხვაგან რომ სიმშივდეა, იქ სულ ქარი ქრის, სამაგიეროდ ჰაერზე ვართ და ცივილიზაციას ჯერ კიდევ არ გაუნადგურებია ყველაფერი.

“მაღლივის ოფიციალური ზოონაკრძალი” ისევ ფუნქციონირებს, ასე რომ იქ ხშირად გადააწყდებით უდარდელად მობორიალე ვირუკებს, ძროხებს. შეიძლება პირველ სართულზე პატარა ცუგაც შემოტანტალდეს იმ იმედით, რომ კეთილი სტუდენტები Good Food-ში დაპატიჟებენ, ლანჩზე. თუ კოლოკვიუმი საღამოს 7 საათზე დაგინიშნეს და იქიდან ღამით მეგიხდა წამოსვლა, შეიძლება სადმე ტურასაც გადააწყდე.

წესები გამკაცრდა. ახლა ბიბლიოთეკიდან წიგნის გამოტანა ადვილი საქმე აღარ არის, სამაგიეროდ შეგიძლია იქვე, თბილად დაჯდე და იმდენი იმეცადინო, სანამ ბიბლიოთეკარების ჭორაობის ფონზე ყურადღების გამახვილებას შეძლებ. ასევე ტუალეტში შესვლაც ცოტა საშიში გახდა, განსაკუთრებით როცა თმის ცვენის პრობლემა გაწუხებს. თუ დამლაგებელმა სავარცხლით დაგინახა, მაშინვე მკაცრად გაგაფრთხილებს, რომ მეტლახზე ბეწვები არ დაყარო, თორემ აგახვეტინებს.

მაღლივური ცხოვრება ონ ნაწილად იყოფა: სალექციო და საგამოცდო პერიოდი. თუმცა ახლა ჩემთვის ეს ორი პერიოდი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. მთავარია დილის 7 საათზე გაღვიძება არ მომიხდეს და ყველაფერი რიგზეა. 6-დან 5 საგანს იოლად ვსწავლობ.

მაღლივის მისადგომებთან

სად არის სწავლის პროცესი ისე სახალისო, როგორც 135 ნომერ მარშუტკაში? თანაც თუ 1 საათის გზა გელოდება წინ. ეს გზა უფრო ადვილი გასავლელია, ვიდრე ის 100 მეტრი, გაჩერებიდან (რომელიც გორაზეა განთავსებული) შენობის ცენტრალურ შესასვლელამდე რომ გელის. თუ ქარმა დაუბერა, შეიძლება 100 მეტრი ერთ კილომეტრად გექცეს, ამიტომ, ყოველი შემთხვევისათვის, სასურველია 1-2 მძიმე ქვა იქონიო თან.

ესეც ასე. იმედია ახლა ცოტა ხანს მაინც აღარ შემაწუხებს სინდისის ქენჯნა, რომ მაღლივი მივივიწყე და აღარ ვახსენებ.

რჩევები აბიტურიენტებს

დღეს “ეროვნულები” დაიწყო. სულ მალე გამოცდების მოლოდინში მყოფი აბიტურიენტების ტანჯვა-წამებას ბოლო მოეღება.

სულ ერთი წლის წინ ვიყავი აბიტურიენტი და კარგად მახსოვს ყველაფერი რაც გამოცდებთანაა დაკავშირებული. ვეცდები რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ.

გამოცდების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია. ეს საკმაოდ დიდი დროა შენი ცოდნის სათანადოდ გამოსაყენებლად. ასევე 3 საათი ძალიან ბევრია იმისათვის რომ სკამზე გაუნძრევლად იჯდე და წერო, მე პირადად მიჭირს ამდენ ხანს ერთსა და იმავე საგანზე ყურადრების გამახვილება. მახსოვს პირველი  გამოცდიდან როგორ მინდოდა გამოქცევა და აღარ დავეძებდი 10 ქულით მეტს მივიღებდი თუ ნაკლებს.

გამოსავალი: გამოცდის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათი მოგიწევს საგამოცდო სექტორში უსაქმოდ ჯდომა და ლოდინი. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს  და თუ სწორად გამოიყენებ, მომავალი 3 საათი გაუსაძლისი აღარ იქნება. არ იფიქრო მომავალ საგამოცდო საკითხებზე. ისეთი არაფერი შეგხვდება, რაც ნასწავლი არ გაქვს, ასე რომ ტვინის ჭყლეტვას მოეშვი. ადგილზე ნუ იჯდები და ნერვებს ნუ აყვები. ადექი და აქეთ-იქით გაიარ-გამოიარე. აგრარული უნივერსიტეტის ლაბირინთები საკმაოდ საინტერესო მომეჩვენა. ნუ მაღლივში დიდი არაფერია დასათვალიერებელი, მაგრამ შეგიძლია ხედებით დატკბე.

დაელაპარაკე სხვა აბიტურიენტებს, ოღონდ შიშისა და ნერვიულობის თემაზე კრინტი არ დაგცდეს. იფიქრე იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გამოცდის დაწყების შემდეგ არ მოგერიდოს ტექნიკურ საკითხებზე დამკვირვებელს სთხოვო დახმარება. მაგალითად თუ პასუხების ფურცელი გაგიფუჭდა, გადაგეკეცა ან დაგესვარა, არ ინერვიულო, მაშინვე კურატორს მიმართე. უფლება გაქვს მოითხოვო გაფუჭებული პასუხების ფურცლის შეცვლა.

წერის დროს არ იყურო აქეთ-იქით. რაც არ უნდა გიჭირდეს, არავის ნაშრომში არ გადაყო ცხვირი. ნებისმიერი საეჭვი საქციელი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. ყველაზე მოხერხებულებსაც არ გაუვათ ეროვნულ გამოცდებზე ეშმაკობა. იჯექი შენთვის, ვითომ გარშემო არაფერი არსებობს. არ იფიქროთ იმაზე, რომ ამ გამოცდაზე შენი მომავალი სტუდენტობის საკითხია დამოკიდებული, იფიქრე რომ აბიტურიენტობა მთავრდება და კიდევ ერთ გამოცდას იშორებ.

რაც  მეტ ნერვებს დაზოგავ, მით მეტი დაგრჩება უნივერსიტეტის სემესტრულ გამოცდებზე დასახარჯად.

წარმატებებს გისურვებთ :)

არდადეგები დასრულდა!

ღეს არდადეგების ბოლო დღეა. ხვალიდან ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდები, დილით ადრე გაღვიძებით, მეცადინეობით, 2 საათიანი მგზავრობით… ეს ყველაფერი ახალი სულაც არ არის. მხოლოდ ის განსხვავება იქნება, რომ ხვალიდან გაზაფხული იწყება და გაზაფხულზე არასოდეს ვყოფილვარ უნივერსიტეტში :)

პირველმა სემესტრმა დიდი დაძაბულობით, მაგრამ მაინც ნორმალურად ჩაიარა. რაც მთავარია არც ერთი საგანი არ შემრჩენია და მეორე სემესტრში ჩვეულებრივად გავივლი 6 საგანს. ახალი ცხრილი უკვე კაი ხანია შევადგინე და რეგისტრაციაც გავიარე. სამწუხაროდ ძველ ჯგუფელებთან ერთად ვეღარ ვისწავლი, ამიტომ ახალი ცხრილი ისე შევადგინე, რომ ყველა საგანი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად მქონდეს.

რადგან დღეს არდადეგების ბოლო დღეა, გადავწყვიტე მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომაში და სახლში ბორიალში არ გამეტარებინა. დილით ადრე გავირვიძე და მთელი დღე და დავგეგმე.

დიდი ხანია არ მიშოპინგია, ასე რომ პირველ რიგში ეს გამახსენდა. ისე დიდად არ მიყვარს შოპინგი, ძალიან მღლის და დიდი დრო მიაქვს, მაგრამ თან თუ ისეთი დაქალი გახლავს, როგორიც ანაა, ბევრი ფიქრი არ დაგჭირდება არაფრის ყიდვაზე. ერთი შეხედვისთანავე იცის მომიხდება თუ არა რაიმე სამოსი. ორი საგაზაფხულო ზედა მაყიდინა დაჟინებული თხოვნით. მე ქვედა ბოლოს ყიდვა მინდოდა, მაგრამ მერე არჩევანი შავ, სწორ შარვალზე შევაჩერე. სულ ჯინსები მაქვს და არ უხდება ყველაფერს, ამიტომ ნამდვიალდ აუცილებელი იყო. კიდევ რაღაც სისულელეები ვიყიდე, რაში გამოვიყენებ არ ვიცი, მაგრამ იყოს მაინც :)

დამღლელი ბოდიალის მერე თმის დასავარცხნად სილამაზის სალონში წავედით. ანამ თქვა ერთი კაი სალონი ვიციო და წავყევი. მართლა კარგი გამოდგა, 3 დღის წინ დაყრილი თმები არ ეყარა იატაკზე და სტილისტები სიგარეტს არ მაბოლებდნენ სახეში. მოწესრიგებული და სასიამოვნო. ეტყობოდა რომ სილამაზის სალონი იყო და არა სიმახინჯის, რომლებიც მრავლადაა თბილისში.

ჩოლკა დავამოკლებინე და თმა დავავარცხნინე. ამ პროცედურას სასტიკად ვერ ვიტან, რადგან თითქოს ვგრძნობ როგორ იწვება ჩემი თმა ფენით.  თავიდან სტილისტს ეგონა რაღაც ვარცხნილობის გაკეთებას ვაპირებდი და ყურადღებით მათვალიერებდა. მერე რომ გაიგო რისთვისაც ვიყავი მისული, მეხვეწებოდა თმას მაინც შეგჭრი, რათ გინდა მაგხელა თმაო. ბოლოს მხოლოდ ჩოლკის შეჭრას დასჯერდა, მთელი თმა ვერ დავთმე.

უაღრესად დაღლილი დავბრუნდი სახლში. ახლა ხვალინდელზე ვფიქრობ. იმედია კარგი დღე იქნება და რამე ხიფათს არ გადავეყრები. წავედი ახლა, დილით ადრე უნდა ავდგე.

მის უთორმეტსართულიანესობა!

მაააღლივი –  ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დააარდიაა… ლალალალალააა…

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა :) ) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე  ახლავე გეტყვით.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 267 other followers