Blog Archives
google და Belle
ამ შუაღამისას რომ პოსტის წერა დავიწყე, ესეიგი რაღაც ‘ისეთი’ უნდა მომხადარიყო. ვზივარ და სიცილით ვიგუდები.
ახლა რა ხდება. წეღან katiee.ge-ზე ვნახე ახალი პოსტი. არა, იმ პოსტზე კი არ ვიცინი. უბრალოდ იქ ეწერა, რომ გუგლმა ქართული ენაც ჩაამატა translate-ში, ხოდა ეგრევე შევვადრი, თან Belle-ს ფრანგული ტექსტიც შევაყოლე, წინასწარ დაკოპირებული. ხოდა აი როგორ გადამითარგმნა. მხოლოდ დასაწყისს დავწერ, დანარჩენს ვეღარ უძლებს ჩემი გული
Read the rest of this entry
დამიბრუნეთ “Belle” (სასოწარკვეთილი პოსტი)
რას ვაკეთებ ახლა საერთოდ კომპიუტერთან, როცა ხვალ გამოცდა მაქვს. მაგრამ არა, მე ხომ ყველაფერი ბოლო წუთს უნდა მოვასწრო და მთელი დრო დაუნდობლად ვფლანგო.
დილით მოვინდომე D დალაგება-დასუფთავება. ყველაფერი წესიერად დავახარისხე და ზედმეტი ფაილები წავშალე. ახლა შევამჩნიე, რომ თურმე მთელი მიუზიკლების ფოლდერი წამიშლია, სადაც ელაგა “მუსიკის ჰანგებიდან” დაწყებული, “სვინი ტოდით” დამთავრებული ყველა ჩემი საყვარელი მიუზიკლი. ლამისაა წნევამ დამარტყას. ზოგს კი გადმოვწერ თავიდან, მაგრამ სად ვიპოვნო ჩემი “Notre Dame de Paris”? ახლა, როცა ვიცი რომ აღარ მაქვს, ათასჯერ უფრო მეტად მომინდა მისი ყურება. თან ბრაზი მომდის ჩემს თავზე, რატომ არ გადავწერე დისკზე.
Read the rest of this entry
Belle-Notre Dame de Paris (Tutorial)
Notre Dame de Paris- ამ მიუზიკლის შესახებ დავპოსტე სადღაც ორი თვის წინ. ვინც მიცნობს იცის, რომ ძაან ვიცი ხოლმე რაღაცეების ამოჩემება და უკვე რამდენინე წელია, სასტიკად მაქვს ამოჩემებული სიმღერა -Belle (Garou, Deniel Lavoie, Patrick Fiori) ამ მიუზიკლიდან. რამდენიმე წელია უკვე რაც ამ სიმღერას ყოველდღე ვუსმენ და არ მომბეზრებია ჯერ. ყველა ენაზე მაქვს მოსმენილი, მაგრამ ძირითადად ფრანგულ, ორიგინალ ვერსიას ვანიჭებ უპირატესობას. ძაან ლამაზი მელოდიაა და ძალიან ბევრ რამეს მახსენებს.







