თსუ (თბილისის სირაქლემათა უნივერსიტეტი)

ერთ ცუდ რამეს  მივეჩვიე: ყოველთვის ვცდილობ თვალი ავარიდო ისეთ ფაქტებს, რომლებიც ცუდად იმოქმედებენ ჩემს გუნება-განწყობაზე. ამიტომ, იშვიათად ვლაპარაკობ ისეთ თემებზე, რომლებიც რეალურად ძალიანაც მაწუხებს, მაგრამ მირჩევნია ხოლმე, რომ ჩემ მაგივრად სხვები შეწუხდნენ. (ეს ალბათ ადამიანური თავდაცვის მექანიზმის ერთგვარი ნაწილია, რომელიც განსჯის უნარის დაქვეითებას და საბოლოო ჯამში კი პიროვნულ დეგრადაციას იწვევს)

shutterstock_58909777 [Przekonwertowany]

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს 2016 წლის 30 მარტია.  დღეს პირველად მრცხვენია, რომ იმ უნივერსიტეტში ვსწავლობ, რომლის სტუდენტებმაც აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას თანამდებობის დატოვება აიძულეს. საერთოდ არ მინდა რაიმე საერთო მქონდს ადამიანების იმ მასასთან, რომელსაც მცირეოდენი წვლილი მაინც მიუძღვის ამ ამბავში. საერთოდ, არც არაფრის თქმა არ მინდა მათ შესახებ.
ჩვენ კი, დანარჩენები, როგორც ყოველთვის, მშვიდად განვაგრძობთ ცხოვრებას, მოღვაწეობასა და სწავლას, ვითომც არაფერი მომხდარა. ყველაფერი მალე დაგვავიწყდება :)
ვაი ჩვენს პატრონს, მეგობრებო. ვაი ჩვენს პატრონს!

რასა ვიქმნ (01.2016)

რადგან არც გასული წლის შეჯამება დამიწერია, არც მომავლ გეგმებზე მითქვამს რამე, ისევ  “რასა ვიქმნ” პოსტებით დავიწყებ წელს.

shtativi2015 წელი როგორც მოვიდა, ისე წავიდა. ახალი არც არაფერი მოუტანია, არც წაუღია. 2014-საგან განსხვავებითი, სრულიად ცარიელი და არაფრისმთქმელი გამოდგა. ერთადერთი, რაც მისგან მემახსოვრება, სექტემბრის თვეში გადატანილი ოპერაციაა, რომლის მეშვეობითაც, ჩემს ცხვირს ფილტვებისათვის ჟანგბადის დაუბრკოლებლად მიწოდების საშუალება მიეცა.

2016 წელი კი თავიდანვე განსხვავებულად დაიწყო – საახალწლო სუფრაზე “ოლივიე” სალათი არ გვქონია! ფაქტობრივად, ტრადიციას ვუღალატეთ. ან შეიძლება გვქოდა კიდევაც, მაგრამ არ მახსოვს, რადგან ახალ წელს  მძინარე შევხვდი – ესეც მეორე საახალწლო ტრადიციის დარღვევა. და კიდევ, სამსახურში კიდევ ცოტა ხანს რომ დამჭირვებოდა ყურყუტი,  ახალი წლის სახლში შეხვედრის ტრადიციის დარღვევაც მომიწევდა.

გასულ კვირას, მაგისტრატურის ბოლო ლექცია მქონდა. რადგან ლექციების გარეშე  ჩემი ცხოვრება სამსახურში “გადაცხოვრების” და თანატოლი ადამიანების გარემოცვის გარეშე ყოფნის წინაპირობაა, სემესტრის დასაწყისშივე წინასწარ ვგლოვობდი ამ ამბავს და გამოსავლის ძებნაც დავიწყე. რამდენიმე საქმეა, რომელიც წელს უნდა მოვასწრო:

  • მესამე სემესტრის ფინალური გამოცდები
  • ინგლისურის სერტიფიკატი
  • სადიპლომოს დაცვა
  • სამაგისტრო გამოცდა (ამაზე მერე ვიტყვი)
  • ცურვის სწავლა (ამას ყოველ წელს ვამბობ)
  • ვიოლინოს გაკვეთილები

სულ ეს არის ჩემი წლევანდელი To Do სია, რომელსაც, როგორც წესი იანვრის დასაწყისში ვადგენ ხოლმე. დეკემბერში კი გადავამოწმებ, რამდენად ზედმიწევნით შევძლებ  შესრულებას.

 

thelittleprincetrailer-0

გუშინ ახალ “პატარა პრინცს” ვუყურე. არ მეგონა თუ მომეწონებოდა, მაგრამ შევცდი.  ძალიან მომეწონა. როგორც ყოველთვის, ისევ ვიტირე, როგორც წიგნზე, მიუზიკლზე, ილუსტრაციებზე, სტატიებზე. ყოველთვის მეტირება, როცა მახსენდება, ვისი თანდასწრებითაც და სადაც არ უნდა ვიყო. სანამ ასეა, ყველაფერი რიგზეა.

ძალიან მიკვირს, რატომ არ იცის ყველამ მის შესახებ. ან თუ იციან, რატომ არ ეტყობათ?

BB-atumi

“ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება”

(C) მარკესი

უცნაური რამეა ეს ცხოვრება. არასოდეს იცი, როდის არის კარგ ხასიათზე და როდის – არა. უდროო დროს უყვარს ხოლმე სიურპრიზების მოწყობა. ხანდახან მაშინ გამოანათებს, როცა უკვე იმდენად დაიღლები, რომ საერთოდ აღარ გესიურპრიზება და არც აღარაფერი გინდა მისგან.

2 წლის წინ, როცა სექტემბრის დასაწყისში, კინაღამ ნემსის ყუნწში გავძვერი,ოღონდ ბათუმის კინოფესტივალზე წასასვლელად როგორღაც 1 კვირიანი შვებულება ამეღო, აზრადაც არ მომივიდოდა თუ ოდესმე  მივლინებით მომიწევდა ბათუმში ყოფნა BIAFF-ის დროს. და ვერც იმას წარმოვიდგენდი, თუ ბლოგერის ბეიჯით აპოლოში წამოსკუპება და საავტორო კინოს ყურება საერთოდ აღარ მომინდებოდა.

მოკლედ, ბათუმში გამზგავნეს, მივლინებით. მეც სიხარულით წავედი.  ბათუმი იმიტომ მიყვარს, რომ ის შორსაა ყველაფრისგან, რაც ჩემს თავისუფლებას ზღუდავს. პირველად იქ გავიაზრე როგორია, როცა თავად ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. ახლა კი, 5 დღით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებამაც მომიწია იქ.

20150919_181807

ჩემი “დროებითი სამსახური”

მშვენიერი უნივერსიტეტი ყოფილა. შენობაც ძალიან მომეწონა და პერსანალიც. მაგრამ სჯობს რამე უფრო საინტერესოზე გადავიდე.

თუ არის ბათუმში რამე, რაც არანაირად არ მაინტერესებს, არის ზღვა. ამიტომ, ძვირფას დროს პლაჟზე წოლაში არასოდეს დავხარჯავდი. სამაგიეროდ, მწვანე ველოსიპედები მეგულებოდა საინტერესო და სასარგებლო გასართობად. თუმცა, მანდაც ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ აპარატი მუშა მდგომარეობაში დაგხვდეს. უმრავლესობას კი ასეთი წარწერა ამშვენებდა.

20150920_153522

ჰოდა ასე დავქროდი ველობილიკებზე, სანამ დროის შეგრძნება არ დამიბრუნდებოდა და დაქანცული მივლასლასდებოდი სასტუმროში.

IMG_4085

მთავარი, რის შესახებაც მინდოდა დამეწერა, ბიბიკოა. ბიბის გარეშე, ის რამდენიმე დღე საერთოდ არ გამახსენდებოდა მხიარულად. უფრო მეტიც. ალბათ, ძალიან მოვიწყენდი. თვითონ კი უფრო მეტი ფილმის ნახვას შეძლებდა ჩემ გარეშე, მე კი უტიფრად მივადგებოდი ხოლმე და პირდაპირ კინოთეატრიდან ვიტაცებდი😀 კარგად რომ გავხდები (ამაზე მერე დავწერ), ალბათ კიდევ ბევრს ვისეირნებთ, ამჯერად უკვე თბილისის ქუჩებში, კიდევ ბევრ მხიარულ ფოტოს გადავიღებთ და არც შოკოლადიანი ბლინების ჭამას მოვერიდებით რომელიმე კაფეში.

IMG_4281

IMG_4222

IMG_4349

IMG_4295

IMG_4364

IMG_4367

რასა ვიქმნ (07.15)

imagesისევ “რასა ვიქმნ” პოსტების სერია უნდა გავაგრძელო, თორემ სხვა საშველი არ არის.

მოკლედ, ივლისია და გამოცდები მაქვს. სხვანაირი ივლისი არც მახსოვს 2008 წლის შემდეგ. ჰოდა, მეც უაღრესაც ტანჯული ადამიანის იერი მაქვს მორგებული და დავდივარ ასე, აღმა-დაღმა. ვინმე თუ რამეს მკითხავს, ისეთს ვუპასუხებ, ცხოვრებაზე ხელს ჩავაქნევინებ. “დამტოვეთ ჩემს პრობლემებთან მარტო”,  “თქვენ რა გესმით”, “სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი” და მსგავსი ტიპის ფრაზები მიტრიალებს თავში.

ცოტა ხნის წინ, სამსახურიდან წამოსვლაზეც დავფიქრდი. ისე, სადმე რომ სამართალი იყოს, ასეც უნდა ვიქცეოდე, მაგრამ რომ წამოვიდე, სად წავიდე, მაგას ვფიქრობ. რამდენიმე კომპანიაში გავაგზავნე CV, მაგრამ ალბათ არ მიუვიდათ (აბა რა, აბა რა…). იმ ქალივით ვარ, ქმართან განქორწინება რომ უნდა,  მაგრამ გასაქცევი არსად აქვს და მედგრად უძლებს! ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვუძლებთ. გამონაკლისის არსებობა კი მხოლოდ წესს ამტკიცებს. ასე რომ, გაძლება ატრიალებს დედამიწას, დომენიკო! ესეც ასე! ფული მექნება, დასვენება – არა.

დასვენებაზე გამახსენდა: წესით და რიგით, 3 დღეში უნივერსიტეტიდან გვითხოვენ, რაც იმას გულისხმობს, რომ აწი სამსახურიდან პირდაპირ სახლში მომიწევს ხოლმე მოსვლა. რა თქმა უნდა, ნერვებიც დაწყვეტაზე მექნება და მთელს ჯავრს მათზე ვიყრი, ვინც წინ გადამეღობება (კიდევ კარგი, რომ არავინ გადამეღობება). ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩემს ახალ აკვარიუმში სიკვდიალიანობის ტენდენციას აქვს ადგილი, მაგრამ ამაზე აღარ ვბრაზობ. ადრე გამაფრთხილეს, შენი თევზები მაინც მოკვდებიან და შენი ბრალი იქნებაო. ჰოდა, მაგის მერე აღარ ვტირი ხოლმე თევზების დაღუპვაზე. ისიც ეყოფათ, რომ ასე გაუმართლათ, ზოომაღაზიის ბინძურ ტაშტში რომ არ ამოხდათ სული.

მეტი არაფერი. არც არაფერი. ახლა მეჩვენება, რომ ასეთი პოსტი სადღაც უკვე მეწერა, მაგრამ არაუშავს. მაინც დავაფაბლიშებ. წლების მერე მეცოდინება, რა სულელი ვიყავი ადრე.

მე და წიგნები

vectorgirl213წიგნის ჭია არასოდეს ვყოფილვარ. არა, განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც ძალიან მეზარება წიგნი ხელში ავიღო და ინტერესით ვიკითხო:

1. ყურადღების გამახვილების პრობლემა მაქვს. თუ წიგნი ძალიან საინტერესოდ არ დაიწყო, საერთოდ ვერ ვუდებ გულს.

2. არ შემიძლია კითხვა, როცა ირგვლივ სიწყნარე არ არის.

3. სულ მეძინება, ამიტომ ერთ საათზე მეტს ჩემი თვალები ვერ უძლებენ და თვითნებურად იხუჭებან.

4. სხვა გასართობებს უფრო მეტი დრო მიაქვს.

გაგკვირდებათ და არასოდეს დამიმალავს და არც  არასოდეს დავიჩემებ, რომ დოსტოევსკის, ჯოისის, თომას მანის და კიდევ ზოგიერთი “სავალდებულო” მწერლის შემოქმედება სულ ზეპირად ვიცი.

ამიტომ, ბოლო 10 წლის განმალობაში, ჩემს “სამკითხველო დარბაზს” საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. ჩანთით დავატარებ ნებისმიერ წიგნს, ზოგჯერ ერთზე მეტს, ხასიათის მიხედვით. მოხერხებულად მოვკალათდები და შესაბამისი მუსიკის ფონზე ვკითხულობ. მუსიკა აუცილებელი პირობაა. კონცენტრაციაში მეხმარება, რომ ჩემი ძვირფასი ყურადღება ქუჩის ხმაურმა არ მიიპყროს.

ჰოდა, 1 თვის წინ, ჩემს საყვარელ sms.tsu.ge-ზე შეტყობინება მომივიდა, სტუდენტური კონკურსის შესახებ. წესები მარტივია. უნდა წაიკითხო წიგნი, რომელსაც დაგავალებენ და შემდეგ წერო ტესტი ამ წიგნის  შესახებ. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჰუმანიტარებს შევეჯიბრებოდი მხატვრული ლიტერატურის კითხვაში. პირველკურსელი ჰუმანიტარები VS. მაგისრანტი მაღლიველი. რაც არის – არის. სანამ საკურსოს წერას დავიწყებდე, მშვენიერი გასართობი ვიშოვე. მთლად ბოლო ადგილზეც არ გავალ. Wish me luck😉

My favorite things

ყოველდღიურობაში ბევრი ისეთი წვრილმანია, რომელსაც არც კი უკვირდები. მაგრამ, საკამრისია ცოტა ხნით მოგაკლდეს, რომ მაშინვე მიხვდები, როგორ  გიყვარს. მეც მაქვს ასეთი წვრილმანები, რომლებიც ძალიან მიყვარს და როცა თავს ცუდად ვგრძნობ მაშინვე მათ ვიხსენებ.

ფანჯარასთან ჯდომა და ყავის სმა. ზოგს ხომ უყვარს მყუდროდ დაჯდომა და სიგარეტის მოწევა. მე არ ვეწევი, ამიტომ ფანჯარასთან ვჯდები და სიგარეტის კვამლის ნაცვლად ყავის ორთქლს შევისუნთქავ.

10391446_869465843098458_7592333376124112231_n

გამწვანებული “თოლიები” ბაზაში. უბრალოდ, sms.tsu.ge-ზე შევალ ხოლმე, ჩემ მიერ დაგროვებულ კრედიტებს შევხედავ და ვმშვიდდები. არ ვიცი, თვითშეფასებას მმატებს თუ რა ხდება, მაგრამ საათობით შემიძლია ვუდარაჯო ჩემ მიერ დაგროვებულ ქულებს. თანაც, თითოეული მათგანის მოპოვების ისტორია სულ ზეპირად მახსოვს. ვაღიარებ, იგივე მემართება ინტერნეტბანკინგის გვერზე, ახლადჩარიცხულ ხელფასს რომ ვხედავ.

10982113_945937345451307_3043961859969369182_n

თუ სადმე ქაღალდის პატარა ყვავილს იპოვნით, ე.ი. ცოტა ხსნის წინ, იქ მე ვიყავი! ყოველთვის როცა ვღელავ, ან რამეს ველოდები ან უბრალოდ, არ ვიცი რა გავაკეთო, ვიღებ ფერად ფურცლებს და ასეთ ყვავილებს ვაკეთებ. მერე ყველას ერთად ჩავაწყობ და მომწონს რომ ვუყურებ.

1010465_706505822727795_36726196_n

ძაფები. კარგ დიასახლისს რომ მაცივარში პროდუქტები აქვს მომარაგებული, იგივე მჭირს ძაფებზე. საქსოვი ძაფების ყიდვა ყველაზე მეტად მიხარია. დიახ, ყველაზე მეტად.

1474393_679822688729442_1411688274_n

ველოსიპედიანი აქსესუარები. ხატვა რომ ვიცოდე, პირველ რიგში, ველოსიპედს დავხატავდი. საოცრად პოზიტიური განწყობა მოაქვს და ყველა ნივთი მომწონს, რომელზეც ველოსიპედია გამოსახული. ამიტომ, ვცდილობ შევაგროვო.

10305411_878766878835021_6293190225272502557_n

ილუსტრაციების თვალიერება. ჩემს ბლოგს ეტყობა, ალბათ, რომ ილუსტრაციები ძალიან მიყვარს, კომპიუტერში მთელი არქივი მაქვს სავსე, წლების განმავლობაში, სხვადასხვა საიტზე ნაგროვები ილუსტრაციებით. მათს უმრავლესობას “წყლის ნიშანი” მოყვება, იმიტომ რომ გადმოწერა ფასიანია. როცა არ ვიცი, რით გავერთო ან ბლოგზე რა დავწერო, ინსპირაციისთვის ვათვალიერებ ხოლმე. ოდესმე მეც რომ ვისწავლი ხატვას, ბლოგს მხოლოდ საკუთარი ილუსტრაციებით გავაფორმებ🙂

AYI0402449_Veer

დანარჩენი მერე🙂

რატომ ვიწერთ გამოცდებს

downloadსტუდენტობის უკვე მეხუთე წელს ვითვლი და მიუხედავად ჩემი დიდი სიზარმაცისა, წუწუნისა და მოთქმა-გოდებისა, მგონია, რომ ძალიან კარგი და წესიერი სტუდენტების რიცხვს მივეკუთვნები. დიახ, მე ვარ პატიოსანი სტუდენტი, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. არასოდეს მიმიტანია ლექტორისთვის სხვისი გაკეთებული რეფერატი და პრეზენტაცია (მცდელობა მქონია, მაგრამ არსად მინახავს ისეთი პრეზენტაცია, რომელზე უკეთესსაც მე ვერ გავაკეთებდი. ამიტომ ყოველთვის დამოუკიდებლად ვირჯები).

2. არასოდეს მითხოვია ლექტორისთვის ქულის მომატება. ყოველთვის იმ ქულას ვჯერდებოდი, რასაც დამიწერდნენ (თუნდაც საერთოდ არ დაეწერათ) თანაც, ქულების დაწერის დღეს, სემინარებს ყოველთვის ვაცდენდი, უხერხული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.

3. არასოდეს მითხოვია გაცდენების საპატიოდ ჩათვლა, სამსახურის მიზეზით და არასოდეს დამიძრავს კრინტი სამუშაო ადგილის შესახებ (ჩემს ადგილას, ბევრი ამით ბოროტად ისარგებლებდა).

4. მიუხედავად რამდენიმე დარჩენილი საგნისა, ბაკალავრიატი მაინც დროულად დავამთავრე, თანაც 240-ის ნაცვლად 245 კრედიტით.

ეთიკის ნორმებზე და ა.შ. არაფერს ვამბობ.

რამე ხომ არ გამომრჩა? ჰო, გამოცდები არ მიხსენებია. დიახ, ბევრი ჩემი კურსელი დიდხანს ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ცხოვრებაში არასოდეს გამოუყენებიათ “შპარგალკა”. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ამას ვერასოდეს გააკეთებს, იმიტომ რომ სახეზე შეეტყობათ (ნურას უკაცრავად. ახლა ისე იწერენ, ყველაზე გამოცდილი დამკვირვებელიც ვერასოდეს გამოიჭერს). მოკლედ, ასეა. ავად თუ კარგად, მაინც ყველა რაღაცას იწერს. პირადად ჩემთვის, გადაწერა ყოველთვის დიდ ტანჯვასთან ასოცირდება: უნდა დაწერო ფურცელზე, მერე მოიფიქრო, სად დამალო, მერე დამკვირვებელს უყურო, ხომ არ მოდის და ამასობაში გამოცდა წერო.. საშინელებაა! ერთ საათზე მეტ ხანს ვერც ერთ გამოცდაზე ვერ გავჩერჩები. გამორიცხულია გადაწერო საკითხი, რომელიც საერთოდ არ იცი. მაგრამ ხომ არის რაღაც მომენტები, რომლის დამახსოვრებაც გიჭირს. მაგალითად, გიჭირს წლების დამახსოვრება, ან ვერ იმახსოვრებ მრავალმოქმედებიან ფორმულებს. შეიძლება ისწავლო კიდევაც, მაგრამ ერთმა არასწორად დასმულმა მოქმედების ნიშანმა შეიძება მთელი ამოცანა დაღუპოს. არასოდეს მესმოდა რატომ იყო სავალდებულო ფორმულების დაზეპირება. დავიჯერო, ვინმეს ჰგონია, რომ გამოცდისთვის ნასწავლი ფორმულა 1 წლის შემდეგ შეიძლება კიდევ გახსოვდეს?

14576590-Cartoon-Illustration-of-Pupils-writing-Difficult-Test-or-Exam-Stock-Vector

და მაინც, რატომ/როდის ვიწერთ სტუდენტები გამოცდებს:

1. როცა სასწავლო მასალა იმდენად დიდია, რომ გამოცდებს შორის მოკლე  ინტერვალში ერთხელ გადაკითხვასაც ვერ მოასწრებ, თუნდაც გადამეორების მიზნით.

2. როცა გამოცდაში იმაზე მეტი საზეპირო თეორიული საკითხი შედის, ვიდრე პრაქტიკული. (ტექნიკურ სპეციალობებს ეხება)

3. როცა საგამოცდო საკითხები რაოდენობაზეა ორიენტირებული ხარისხის ნაცვლად. დიახ, როცა 60 საკითხი შეგაქვს, უნდა ელოდო, რომ სწავლის ხარისხი 90 პროცენტში მხოლოდ მინიმალურ ბარიერამდე თუ მიაღწევს.

4. როცა გადაწერის საშუალება გვაქვს.

როდის აღარ გადავწერთ სტუდენტები გამოცდებს:

1. როცა საკითხების რაოდენობა უპტიმალურ ზღვარს მიაღწევს და კათედრები ერთმანეთს აღარ შეეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტის აკითხი დადო.

2. როცა საზეპირო ნაწილი შემცირდება მეტი ყურადღება ანალიზურს დაეთმობა.

3. როცა გამოცდებს შორის დროის შუალედი სამეცადინოდ თუ არა, ამოსასუნთქად მაინც იქნება საქმარისი.🙂

DSLR

ტექნიკა ჩემი სისუსტეა. ბავშვობიდან ასე ვარ. შეიძლება არ მომინდეს ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ან რამე აქსესუარი, მაგრამ როცა საქმე ტექნიკას ეხება, ჩემი განკარგვადი შემოსავლის ფარგლებში, არაფერს დავიშურებ.

5 წლის წინ, პირველ კურსზე რომ ვიყავი, გამოცდების წარმატებით დამთავრების შემდეგ დედამ საჩუქრად ციფრული ფოტოაპარატი მიყიდა. მას შემდეგ, ეს ნივთი იყო ჩემი ყველაზე ერთგული თანამგზავრი. სადაც წავიდოდი, ყველგან თან დავატარებდი. რამდენჯერმე რთული სიტუაციებისგანაც მიხსნა (ფინანსური აღრიცხვის გამოცდაზე რთული რა უნდა ყოფილიყო). ჰოდა ასე დავდიოდი და ყველა ხეს, ყვავილს, ცხოველს თუ ფრინველს ფოტოებს ვუღებდი და საგულდაგულოდ ვინახავდი დისკებზე. მეგობრებიც შევაწუხე ამდენი ჩხაკუნით და მეხვეწებოდნენ, თავი დამენებებინა.

ფოტოები არ ვიცი როგორი გამომდიოდა, მაგრამ მე კი მომწონდა. განსაკუთრებით, ყვავილები და პეიზაჟები. (მერე მზის ჩასვლა-ამოსვლის გადაღებაზეც გადავედი, მაგრამ ეგ უფრო რთული აღმოჩნდა).

302843_496578817053831_709684152_n (1)425805_469958979715815_1345515080_n

ჰოდა, ასე გრძელდებოდა ჩემი გართობა, სანამ ახალი DSLR კამერის ყიდვას ავიჩემებდი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ყველაფერი ასე მოხდა: დაახლოებით, ერთი წელი შევალიე ინტერნეტში სხვადასხვა კამერების რევიუებისა და შედარებების კითხვას. საბოლოო არჩევანი NIKON D3200-ზე შევაჩერე. მერე ისე მოხდა, რომ საქართველოში ტექნიკის ბაზრის შესწავლაც დამჭირდა, სანამ იმ მაღაზიას მივაგნებდი,სადაც ეს ფოტოაპარატი საწყობში ექნებოდათ და არა დახლზე გამოფენილი საუკუნოდ. ამ მხრივ სავალალო სიტუაციაა. ზოგიერთ მაღაზიაში შეიძლება აპარატი ობიექტივის გარეშე მოგყიდონ, სრული კომპლექტის ფასად.  ბოლოს ერთ-ერთ მაღაზიაში მივაგენი და ვიყიდე, მაგრამ ჩემი ბედნიერება მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა, რადგან ჩემი ოცნების ფოტოეპარატი, რომლის მოსაპოვებლადაც ამდენი ვიტანჯე, წუნიანი აღმონდა. ჰოდა, გადავწყვიტე, ისეთი კამერა მეყიდა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენელი გააჩნია და ახლა CANON EOS 1200D მაქვს. მართალია იმ ნიკონთან შედარებით პლასტმასის სათამაშო მგონია, მაგრამ, რაც მთავარია გადაღების სასწავლად მაინც გამომადგება. საწყის ეტაპზე ყველაფერი რთულადაა. ძალიან მიჭირს ექსპოზიციის გასწორება. ხან მგონია, რომ ვისწავლე, მაგრამ მაინც არაფერი არ ვიცი. მხოლოდ ბაბუაწვერებისგან გამოდის რაღაც.

IMG_1039

ოდესმე, თუ დრო მექნა, ფოტოგრაფიის კურსებს გავივლი და ყველაფერს უცებ ავითვისებ. მანამდე კი ისევ ავტომატური რეჟიმით განვაგრძობ “ჩხაკუნს”.

I am back!

Mom-on-computer-smallგადავწყვიტე, დავბრუნდე! რამდენიმე თვეა, ვცდილობ მოვიფიქრო, როგორ დავუბრუნდე ბლოგს. ჯერ ახალი ბლოგის დარეგისტრირება მომინდა (რა ბავშვური საქციელია), მაგრამ სახელი ვერ მოვიფიქრე. მერე მოვიფიქრე, მაგრამ ახალი დიზაინის შერჩევა ერთობ მოსაწყენი და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. ჰოდა, გადავწყვიტე, ისევ ძველ სახლში გავაგრძელო მოღვაწეობა. დავწერ ხოლმე ყველაფერზე, რაზეც ვწერდი და რისი დაწერაც მინდოდა, მაგრამ მეზარებოდა…

ძილისპირული მიმოხილვა

romantic17მოვედი აქ, ჩემს მწვანე ჩრდილში უნდა შევაფარო თავი. ცოტა ხნით ახალი პოსტის ფანჯარასთან წუწუნითა და გულის მოოხებით გავერთობი. მერე ისევ წავალ, ყავის  მორიგ დოზას მივიღებ და დაველოდები, როდის გამომაფხიზლებს. ამასობაში 12 საათიც გახდება და მივხვდები, რომ განა ვფხიზლდები, თანდათან ისე მეძინება, რომ 1 აბზაც “მიკროეკონომიკასაც” ვეღარ ვისწავლი.

ჰო, უკვე მაგისტრანტი ვარ.  წუწუნისა და მოთქმა-გოდების ვადა კიდევ 2 წლით გამიხანგრძლივდა. არადა, ყოველდღე ვპირდები თავს, რომ დღესაც და მორჩა.. ხვალიდან შევეშვები მაზოხიზს, სავარძელში მოვიკალათებ და ერიკ-ემანუელ შმიტის წიგნების კითხვით გავერთობი. მაგრამ უნივერსიტეტში გადახდილი ფულიც მენანება და ეს შმიტის წიგნებიც რავიცი სადამდე მეყოფა. თითქმის ყველა მაქვს (ერთის გარდა) რაც ქართულად გამოვიდა და ცოტაღა დამრჩა წასაკითხი. გამომცემლობას შევეხმიანები, იქნებ სხვებიც თარგმნონ. (რა სარეკლამო პოსტივით ვწერ).

კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ჰო, ის უნდა მეთქვა, რომ ძალიან მომნატრებია აქ წერა. კიდევ ჩემი ნაწერების კითხვა მომენატრა, მაგრამ მაგისი დროც არ მაქვს. ამიტომ დავდგები ხოლმე და საკუთარ ძველ ფოტოებს ვათვალიერებ. ძველს, იმიტომ რომ ახლები არ მაქვს და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ მექნება. აი ასე! მეყო შარშანდელი გართობა. სამაგიეროდ, მაგარი გასართობი გამოვნახე. დავაცხრები ონლაინ მაღაზიებს და რაც  მომეწონება, ყველაფერს გამოვზიდავ (განკარგვადი შემოსავლის ფარგლებში). მერე ამ ყველაფერს სახლში მომიტანენ, კარადაში შევალაგებ და დევს ასე, სანამ ვინმეს არ ვაჩუქებ. სულ მიკვირდა, რაში სჭირდებოდათ ადამიანებს ამდენი ძონძები. თურმე მოწყენილობის გასახალისებლად არის მისწრება!

რამდენს ვლაპარაკობ, ნეტავ არავინ წაიკითხავდეს.. აი, უკვე 12 ხდება. წავალ, ყავას დავლევ და დავიძინებ. დილით უფრო ფხიზად ვიქნები🙂

5 წელი

5პაროლი აღვადგინე და შემოვედი…

ალბათ, გულმა მიგრძნო, რომ სიურპრიზი მელოდა😀

დიახ, ჩემი ბლოგი 5 წლის გახდა და ვორდპრესმა კეთილი სურვილებით მომილოცა.

მალე დავბრუნდები🙂

My Wishlist

“ძალიან ადვილია გაიგო, “რა სურთ ქალებს”. უბრალოდ, მათი ვიშლისტი უნდა დაათვალიერო amazon.com-ზე”

wishlist1თუ გინდა, ადამიანს იცნობდე, ჯერ მის სურვილებში უნდა გაერკვე კარგად. ოღონდ, ეს სურვილები ოცნებებში არ უნდა აგერიოს. მართალია კოსმოსში გაფრენაც ძალიან მრავლისმეტყველი ოცნებაა, მაგრამ მხოლოდ ზოგად წარმოდგენას თუ ჩამოგიყალიბებს ვინმეზე. უფრო კონკრეტულ სურვილებს უნდა მიაქციო ყურადღება. აი, მაგალითად, ჩემი ერთი Facebook მეგობარი, უკვვე სამი წელია, კელვინ კლაინის ფეხსაცმელების სურათებს პოსტავს თავისი ვიშლისტის ალბომში. კიდევ, დიორისა და პრადას რამდენიმე ჩანთაც აქვს ჩამონათვალში. ზოგი იყიდა კიდევაც. ზოგს ჯერ კიდევ ელოდება, როდის დააკლდება ფასი, რომ მაშინვე გამოიწეროს. ასეთები არიან მოდის მიმდევრები😀

დღეს, მეც შევიხედე ამაზონზე, ჩემი  ვიშლისტის გადასახედად, რომელიმე ნივთი ხომ არ დასეილდა მეთქი და ცოტათი გამიკვირდა, ისეთი რამეები აღმოვაჩინე: Read the rest of this entry

Unfriend

მეგობრების შერჩევისას ძალიან ცოტა კრიტერიუმს ვიყენებ:

  • არ მაინტერსებს, როგორი   არის ის ზოგადად
  • მაინტერესებს, როგორი არის იგი ჩემთან მიმართებაში

unfriend

რადგან პოტენციური მეგობრების სიმაღლე-სიგანით, წარმომავლობით, მავნე ჩვევებითა და სხვა ზოგადი საკითხებით არ ვინტერესდები, მხოლოდ ისიც მყოფნის, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები არ გააჩნდეთ, სიტყვა “მეგობრის” სათანადოდ გააზრება შეეძლოთ და თავისებურად მაინც ვუყვარდე. აი, ასე მარტივად არის საქმე.  აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც ჩემთვის არასოდეს სცალია, ჩემს საქციელს ვერასოდეს აღიქვამს სერიოზულად, არაფრად აგდებს იმ ღირებულებებს, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და თვეში ერთხელ, მხოლოდ ჩემი ჯანმრთელების მდგომარეობის გასაგებად მირეკავს, აღარასოდეს მომინდება გვერდით მყავდეს.

აი, ასე! 2014 წელი დაიწყო, ერთით ნაკლები მეგობრით.

2013 review

romantic81ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილები ყოველთვის მისრულდება ხოლმე. არ გჯერათ? ძალიან ადვილია. როგორც კი საათის ორივე ისარი 12-ს მიუახლოვდება, ჩემი ოთახის ფანჯარასთან დავდგები და საკუთარ სურვილებს ჩუმად ვიმეორებ. ხმამაღლა რომც დავიძახო, ფეიერვერკევის ხმის ფონზე მაინც ვერავინ გაიგონებს. თავიდან არ მჯეროდა, ახლა კი პირველად შევამჩნიე, რომ არასოდეს ჩამიფიქრებია სურვილი, რომელიც არ ამსრულებია, თუნდაც სუბიექტური გაგებით. ჰო, ასეა. სურვილები კი სრულდება, მაგრამ თავისებურად. ეტყობა, ჩემმა თოვლის ბაბუამ ქართული კარგად არ იცის, ან ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის. წელს ორი ვარიანტი მაქვს. ან არაფერი არ უნდა ჩავიფიქრო, ან საკუთარი სურვილები იმდენად უნდა დავაკონკრეტო, რომ გაუგებრობას აღარ ჰქონდეს ადგილი.

როგორ მინდა, ამ პოსტის დასრულება არ დამეზაროს…

ფეისბუქი ჩემი მეხსიერებაა. მის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგამ, ყველაფერი სათანადოდ მაქვს ჩანიშნული, ფოტოებისა და სტატუსების სახით. ახლაც შევალ და მთელი წლის ღირსშესანიშნავ ამბებს გადმოვაკოპირებ.

2013

იანვარი, როგორც ყოველთვის, გამოცდებით დაიწყო. გამოცდები და სამსახური, სწავლა და მუშაობა.. ცხოვრებაში პირველად შემეპარა ეჭვი ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში, როცა  10 ხმაურიანი ადამიანის გარემოცვაში ვერაფრის სწავლას ვერ ვახერხებდი. სიცხიანსა და ავადმყოფს რომ სამსახურში გიწევს მისვლა, მაშინ აცნობიერებ, რომ უკვე დიდი ხარ და აღარაფერი გეპატიება. მოკლედ, რაც აქამდე ხახვივით შემრჩა, წელს ყველა ვალი გავისტუმრე.

8f0f3cba33609580bdfc52d3b7c144d9შემდეგ იყო რამდენიმე ახალი გატაცება: ფაზლი, თევზები და ქინდლი. ამაზე ლაპარაკით უკვე ტვინი წავიღე. როცა გარეთ სიარულისა და მეგობრებთან ერთად გართობის დიდი მოყვარული არ ხარ, უნდა არსებობდეს რამე, რითაც თავისუფალ დროს თავს შეიქცევ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგემართება ის, რაც ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს – გამოფიტვა.

სწავლის ამბავში საკუთარ თავს მეტს ვერაფერს მოვთხოვდი. უნივერსიტეტი დავამთავრე, ნანატრი graduation party მეღირსა და ჩემი ბაკალავრის დიპლომიც პირველი კორპუსის რომელიღაც ოთახში მელოდება. სწორედ ახლა ვაპიებ მასზე “ნადირობის” დაწყებას. ხნობები მაქვს ასაღები ბიბლიოთეკიდან და საფინანსო განყოფილებიდან.  ყველაზე მეტად, სულ ბოლოს დავუახლოვდი ჯგუფელებს. როცა ვახერხებ, ვცდილობ ყველა ვნახო და მათთან ერთად სადმე წავიდე ხოლმე გასართობად. მაგისტრატურასა და კვალიფიკაციის ამაღლებას რაც შეეხება, ეგ მომავალი წლისთვის შემოვინახე. ახლა მხოლოდ პატარ-პატარა ტრენინგებს ვჯერდები და საქაღალდეში სერტიფიკატებს ვაგროვებ.

2008053118003908555 ახალი წევრი ოჯახში. 4 თევზი და ერთი თუთიყუში. მართალია, დიდი კომუნიკაბელურობით ვერ გამოირჩევიან, რადგან თევზებს წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული, თუთი კი ჯერ ვერ მოვიჩვიე, მაგრამ ხელის ჩაქნევას მაიც არ ვაპირებ, რამდენიც არ უნდა მკორტნოს თავისი ციცქნა ნისკარტით.

დასვენებას რაც შეეხება, სრული შოკი იყო. აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემმა მეგობარმა მარიმ ხელები ჩავკიდეთ და ოზურგეთის მატარებლით ბათუმში გავემგზავრეთ😀 ამაზე საინტერესო მგონი ცხოვრებაში არაფერი ჩამიდენია. სრულიად უცნობ ადგილებში გზის გაგნება რომ ჩემი ჰობი იყო ვიცოდი, მაგრამ დილის 5 საათზე, ურეკიდან ბათუმში მიმავალი ტრანსპორტის ძებნას თუ რამე მაიძულებდა, აზრზე არ ვიყავი. სამაგიეროდ, მერე ჭკუა ვისწავლე და Biaff-ზე სულ მარტო წასვლაც გავბედე. ამაზ წერა მეზარება, ამიტომ წინა პოსტი ნახეთ.

სამსახურშიც არაფერია ახალი იმის გარდა, რომ თავი მომთაბარე ტომის ბელადი მგონია. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე, ფრიად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მისიით. იმედია, ამ საქმიდან რამე გამოვა და ჩემი ტანჯვა-წამება უკვალოდ არ ჩაივლის.

მგონი მორჩა. “პირადი ცხოვრების” სიახლეებზე და ა.შ. ხმის ამომღები არ ვარ, ისედაც ყოველ წელს ერთი და იგივეს თქმა მიწევს და ვისაც არ ეზარება, ყველა ტვინს მიბურღავს, ეგრე როგორ შეიძლებაო.

ესეც ასე. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ყველაზე კარგი წელი მიილია.  უკეთესი დაიწყება 4 დღეში  ;)

%d bloggers like this: