"მაღლივი"

მაღლივი… რატომღაც ამ თემაზე ლაპარაკი მომინდა (ვეცდები ლაპარაკი წუწუნად და ჯუჯღუნად არ ვაქციო) . თითქმის უკვე ორი თვეა რაც სტუდენტი ვარ. ასე მოსაწყენი თუ იქნებოდა არ მეგონდა. ყველაფერი უაზროდ მეჩვენება, მაგრამ სამაგიეროდ რაც ამდენი ხანი ზოოპარკში არ ვყოფილვარ, უკვე ავინაზღაურე ჯგუფთან ერთად. რაც თბილისში სახინკლე არსებობს, ყველა დავიარეთ (ერთი ექსკურსიაზე არ ვყოფილვარ)…

4108384733_14008d115f_o

ამის მერე დიდი დაბნეულობის პერიოდი დაიწყო. დილაუთენია გაღვიძება… ყავით გამოფხიზლება, მერე გაქანებულ “მარშუტკაში” ახტომა… 1 საათი გზაში. გაურკვევლობა, უცნაურობა… არ ვიყავი მიჩვეული ასეთ გარემოში ყოფნას.

მერე “საინტერესო” სიტუაციებიც დაიწყო. ლიფტში გაჭედვა (ძლივს გავრისკე ლიფტში შესვლა და ეგრევე გავიჭედე), იმის მერე 2 კვირა ფეხით ავდიოდი მეათე სართულამდე. ოჰ რა ძნელი ყოფილა პირველკურსელობა… ყველაფერი რთული და განსაკუთრებული გეჩვენება.  ყველაზე მაგარი მაინც  ცეცხლმოკიდებული ავტობუსის ამბავი იყო. მთელი ლექცია იმის ჩაქრობას მივჩერებოდით მეექვსე სართულიდან   :))) კიდევ ერთი ასეთი ავტობუსი  და გასართობი გვაქვს მაღლივში მეთქი ვიტყვი =))))))

ეხლა კიდევ კოლოქვიუმებიო… ლექციას არავინ აკლდება, მაგრამ მაინც არავინ უსმენს. გასკდა თავი… ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება. დღეს ამ მხრივ გამიმართლა. უკვე დაძინებას ვაპირებდი ეკონომიკის ლექციაზე კარი რომ გაიღო და ყველანი ეზოშიო გვითხრეს. თურმე პარტიარქის კურთხევით ხეები უნდა დაგვერგო ბიბლიოთეკის წინ. დიდისამბით წავედი, მაგრამ ლამის მეთვოთონ ჩავირგე ტალახში. მუხლამდე ამოვიგანგლე, მაგრამ ხე მაინც ვერ დავრგე. ძაან ბევრი ხალხი იყო , ყველა ტალახიანი და დასვრილი. ლექტორები იყვნენ მაგარი სანახავები ნიჩბით ხელში, მერიის ნაჩუქარი მწვანე ქუდებიღა აკლდათ. მაგ ქუდებზეც ერთი ამბავი ატყდა, მოთხოვნა აშკარად აჭარბებდა მიწოდებას =))))))) ეტყობოდა რომ ფასიანი არ იყო. 2 საათი ვიყავით და მერე წამოვედით. ახლა ისევ კოლოქვიუმის საკითხები… მომეცით ორი აგური!

Posted on 16/11/2009, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. მარი, ნუ იწუნებ მაღლიველობას , ჯერ მაინც ნუ იწუნებ😀 რადგან ჯერ ყველაფერი წინ გაქვს ჩემო კარგო😛
    ჯერ ხომ არ მიყინვიხარ ოდნავ მბჟუტავ რადიატორებს და არც ქარის “სასიამოვნო” სტვენა მოგისმენია აუდიტორიებში, ძვალსა და რბილში რომ ატანს😀 ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს😛 და ნაადრევად არ დაყარო ფარ-ხმალი :* :* :*

  2. მე მისალოცი ადამიანი ვარ, რადგან ეგ ბედნიერება ჯერ კიდევ წინ მაქვს ხო? :))) კაი, არ დავყრი ფარ-ხმალს, აგურს მაინც ეგ ჯობია :)))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: