ძირს ინტერნეტი!!!

ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ კომპიუტერთან ძალიან ბევრ დროს ვატარებ. გამოცდების შემდეგ ფაქტიურად მეტი საქმე არც მქონია. სამეცადინო დამთავრდა, გართობისა და დასვენებისათვის უამრავი დრო გამომიჩნდა, მე კი რატომრაც ეს “ეშმაკისეული დანადგარი” ამოვარჩიე გასართობად.  დრო გადის…  თანდათან მითრევს უსასრულო www. დაახლოებით ორი თვის წინ, ერთი დღის განმავლობაში 13 საათი ვიჯექი კომპიუტერთან და იმ დღის შემდეგ გავაცნობიერე პირველად მისი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. მხედველობის აშკარა დაქვეითება, გულგრილობა ყველაფრის მიმართ, უყურადღებობა, მეხსიერებაც ვერ მაქვს სათანადო დონეზე როგორც ვატყობ. სამაგიეროდ არ მაქვს დატოვებული ფორუმი სადაც არ ვარ დარეგისტრირებული, ყოველთვის წინასწარ ვიცი 1 კვირის ამინდის პროგნოზი…

ამას კიდევ რა უჭირს, სოციალურმა ქსელებმა მთლად დამღუპა. გაგეცინებათ და 100 ლარი ჩემთვის 3 თვისა და 10 დღის ინტერნეტის გადასახადს ნიშავს და  თუ გაითიშა, სახლში გლოვას ვაცხადებ.

ეს უკვე ნორმალური არ არის. განგაში გამოვაცხადე და სასწრაფო ზომები მივიღე. ისევ ინტერნეტი დამეხმარა ამ რჩევების მოძიებაში. ვინმე თუ ჩემს დღეში ხართ (ვიცი ბევრს აწუხებს ეს პრობლემა)  აუცილებლად გამოგადგებათ:

“უკიდურესად სასურველია ინტერნეტი მხოლოდ საქმისათვის გამოიყენოთ.
ინტერნეტის საშუალებით მაშინ გაერთეთ, როცა ყველა საქმე მოგვარებული გაქვთ.
შეზღუდეთ ინტერნეტში “სეირნობის” დრო. ჩართეთ ტაიმერი! ერთი საათი ან საათნახევარი სავსებით საკმარისია საღამოს. შემდეგ კი გამორთეთ ეს “ჯოჯოხეთის” მანქანა და გადით სუფთა ჰაერზე, ისუნთქეთ, გაავარჯიშეთ სხეული.
თუ ამჩნევთ, რომ უსაფრთხოების ზომების მიუხედავად მაინც ეჯაჭვებით ინტერნეტს, ერთად-ერთი გამოსავალია უბრალოდ გამორთოთ სახლში კომპიუტერი და აღარ გაეკაროთ 2 კვირის განმავლობაში. საერთოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა დაგჭირდებათ მეგობრებთან დარეკვა და საშველად ხმობა.”

ოხ რა მალე გადის დრო… ახლა დრო მაქვს დანიშნული. წესით 16 წუთში კომპი უნდა გამოვრთო და დასაძინებლად წავიდე. იმედია უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შევძლებ ისევ ნორმალურ ბავშვად გადავიქცე.🙂

Posted on 17/11/2009, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ადრე ვიყავი რასაც ქვია ინტერნეტ ”მიჯაჭვული” და არავის ვუსურვებ ეგრე ყოფნას : D ყველაზე ადვილი ინტერნეტს რო მოვშორდეთ რაიმე საქმით დაკავებაა, როცა გარეთ ხარ, და საქმე გაქვს ძალაუნებურად ინტერნეთთან ვერ ჯდები და არ განიცდი მისგან შორს ყოფნას : )

  2. au, chemi kompi tviton zrunavs am problemaze da roca sachirod ar tvlis, netis driver-i ishleba, ar aris neti, ar maqvs chartuli kompi, ase ki sakmaod xshirad xdeba. aseti mzrunveli kompebi unda gyavdet (da ara gqondet)😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: