(:Schoool:)

რ ვიცი რამდენი ადამიანი დადის ქვეყნად, რომელსაც ჩემსავით უყვარს სკოლა, მაგრამ ის კი ვიცი რომ ჩემი სკოლა არავის უყვარს ჩემზე მეტად. ლამაზი და თბილი მწვანე შენობა, სადაც ყველა და ყველაფერი ნაცნობია და ყველას უყვარხარ (ვიმედოვნებ რომ ასეა =))) ). ჰოოდა ეხლა რამ მაიძულა ამ პოსტის წერა…

უნივერსიტეტში სადაცაა შუალედური გამოცდები დაიწყება, მაგრამ მათემატიკაში რაღაც საკითხები ვერაფრით ვერ გავიგე. ლექციაზე ფიზიკურად შეუძლებელია ყველა საკითხის გასაგებად განხილვა, კონსულტაციაზე- შენთვის არავის სცალია. რა მექნა? ისევ მშობლიური სკოლის ერთგული მასწავლებელი თუ გიშველის ასეთ დროს. ჰოდა დღეს ავდექი და ნაცნობ გზას გავუდექი. კარი რატომღაც ღია დამხვდა, არც დარაჯისათვის დამჭირდა ახსნა-განმარტებები. მუდამ ცარიელი ფოიე… დიზელის საწვავით გაჟღენთილი იატაკის სუნი (რომელიც გამომყვა კიდევაც :D)… ოჰ როგორ მომნატრებია… რამდენი რაღაც გამახსენდა…  ვეცადე ყველაფერი დამევლო, მაგრამ ჩემს კლასში მაინც ვერ შევაღწიე (ეგ სხვა დროს იყოს).

მართლაც რომ დიდი პრიკოლია ეს ცხოვრება. იქიდან ყოველთვის დაღლილი და ცხოვრებისხალისდაკარგული მოვდიოდი, ახლა კი ვზივარ და სულელივით მიხარია რაღაც.  ბოლოს და ბოლოს გავარკვიე რაც მაინტერესებდა და სახლში უაღრესად ბედნიერი დავბრუნდი (ზოგჯერ რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისათვის…) ჰოდა მართალია ახლა ჯერ კიდევ შუადღეა, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მაგარი დღე იყო.🙂

Have a nice day!🙂

Posted on 25/11/2009, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ვაი, ჩემი სკოლაც სალათისფერია ^_^
    აუ ეგ დიზელის სუნი, ეხლაც მახსოვს :დ
    მევასება :დ

    • ხო, მაგარი სუნია ძაან :)) ძაან საყვარლად ედება მერე თმას და ტანსაცმელს :დ რავი მომწონს მაინც

  2. ra kargia, rom shemidzlia dagetanxmo🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: