Twilight saga-New moon

დაახლოებით ერთი წლის წინ Youtube-ზე ერთი ფილმის ტრეილერს წავაწყდი. არ მახსოვს რას ვეძებდი, ალბათ რაიმე სხვა ფილმის თრეილერს. ხოდა ამოვარდა ეს ვიდეო.

უცნაურად მომეჩვენა და ეგრევე დავინეტერესდი , უცნაურობები მიყვარს საერთოდ. ლინკი ჩავინიშნე და რამდენიმე დღის შემდეგ სათაურით დავუწყე ძებნა ქართულ საიტებზე, მაგრამ რას ვიპოვნიდი, ჯერ ტორენტებზეც არ იდო.

ერთი თვეც არ გასულა ამის შემდეგ და ატყდა ბუმი ამ ფილმზე. ყველა ფორუმზე, ჩატში, სკოლაშიც კი ყველას განხილვის ობიექტი იყო Twilight. ზოგს მოსწონდა, ზოგს არა, მაგრამ უმრავლესობას ნანახი ჰქონდა (მე პირადად რამდენჯერმე მაქვს ნანახი. დამცინეთ, არაა პრობლემა =))) )ერთი სიტყვით საკმაოდ წარმატებული ფილმი გამოდგა ეს ჩვენი “ბინდი”. ყველაზე მეტად რისი დამსახურებაა ეს ამხელა დაინტერესება არ ვიცი, მაგრამ ფაქტი აშკარაა. მერე ფანებმა წიგნიც გამოჩხრიკეს ინტერნეტში, რომლის მიხედვითაცაა ფილმი გადაღებული. არ წამიკითხავს მაგრამ ამბობენ წიგნი ბევრად ჯობიაო. ისღა დამრჩენია სიტყვაზე ვენდო, რადგან ამის წამკითხავი არ ვარ მე კომპიუტერის მონიტორზე (პრინტერი არ გამაჩნია სამწუხაროდ,  რომც მქონდეს არ მგონია ამომებეჭდა).

ხოოდა რისი თქმა მინდოდა ამით.  დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა გამოვიდა საგის მეორე ნაწილის, “New Moon”-ის ეკრანიზაცია. კინო-თეატრებში წყვეტა იყო ბილეთებზე. მე, რა თქმა უნდა, მშვიდად ვიჯექი და ველოდებოდი როდის დადებდნენ რომელიმე ქართულ საიტზე DVD-Rip ვერსიას, მაგრამ ვინ გაღირსა? იძულებული გავხდი ისევ Cam-rip გადმომეწერა და ხარვეზებისათვის ყურადღება არ მიმექცია.

ეჰ არადა თრეილერი როგორ მომწონდა… ყველაფერზე ასე იციან, ჯერ კარგად დაიწყებენ, დაგაინტერესებენ და მერე…

არანაირი სურვილი არ გამჩენია ამ ფილმის დისკზე გადაწერის, თუნდაც D დისკზე შენახვის… მეორედ ყურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არ ვიცი ფანების აზრი, მაგრამ მე უაზროდ მომეჩვენა. არადა ბევრად უფრო მაღალბიუჯეტიანია ვიდრე პირველი ნაწილი. წიგნი იყო უაზრო თუ ფილმი გადაიღეს ასე არ ვიცი მაგრამ იმედი გამიცრუვდა.

Posted on 30/11/2009, in Movies and tagged , , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. “ახალი მთვარე” მართლაც ცოტა უცნაური გამოვიდა… ისე, რომ მე მიჭირს გადაჭრით კარგის ან ცუდის თქმა… : )

  2. wigni rom ar wagikiTxavs, etkoba imitom ar mogewona. pirveli nawilisagan gansxvavebiT, es wignis Sinaars ufro miyveba da efeqtebic ukeTesia, cemi azriT.

    • ხო, ეფექტები და ხარისხი მართლა კაია, მარა მაინც ვერ არის ისეთი. მე მაინც პირველი მირჩევნია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: