Pet (ოღონდ ნამდვილი)

ულ ერთი თვეც და ახალი წელი მოვა. ჰოდა ვის გაუგია ახალი წელი საჩუქრების გარეშე? როგორც წესი ყოველთვის დიდი ხნით ადრე ვიწყებ საახალწლო საჩუქრებზე ფიქრს და იმაზე ფიქრსაც თუ რა სურვილი მინდა შემისრულონ საახალწლოდ. ძირითადად ეს სურვილი რაღაცეებზე ნების დართვას გულისხმობს(დედაჩემის მხრიდან). მაგალითად წინა ახალ წელს ეს სურვილი იყო, რომ დაქალებთან ერთად ბაკურიანში გავეშვი. პასუხი წინასწარ ვიცოდი, ამიტომ ბევრი არ მიხვეწნია. რა თქმა უნდა არ გამიშვეს… ისე ძირითადად უფრო “რეალურ” რაღაცეებს ვითხოვ ხოლმე.

ახლა უკვე რამდენიმე თვეა ამოჩემებული მაქვს პატარა ძაღლის ყიდვა. “ძაღლს სახლში როგორ გავაჩერებ”-ბევრჯერ გამიგია დედაჩემისგან. ჯერ არ გამიბედავს თხოვნა, მაგრამ ნელ-ნელა ნიადაგს ვამზადებ . მაგალითად დესკტიპზე დავაყენე ძალიან საყვარელი ლეკვის სურათი, მეზობლის პუდელ “ნენსიზე” ლაპარაკით ტვინი მიმაქვს უკვე, რა ჭკვიანია.. რა საყვარელი… =)))

სულ ასე ვიცი, რაღაცას ავიკვიატებ და თუ ვერ მივაღწიე სასტიკად ვწუხვარ. ადრე თუთიყუში მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ეგენი მალე კვდებიან და მაგაზე ნერვიულობის თავი არ მაქვს. ჩემს დაქალს ჰყავდა და ერთ წელში მოუკვდა, არადა კარგად უვლიდა.

რაიმე პატარა ჯიშის, დამჯერი ძაღლი მინდა, ავი რომ არ იყოს ისეთი. ისე კი არ ვიცი როგორ შევძლებ მის მოვლას, მაგრამ მაინც მინდა. ნეტავ დამრთონ ნება…

იმედია იქამდე რამეს მოვიფიქრებ. რა გახდა ერთი ძაღლი. ბოლოს და ბოლოს წავალ და მე თვითონ  ვიყიდი ჩუმად, მაგრამ რომ არ შემომაშვებინონ სახლში, რა ვუყო მერე? თანაც ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი და გარკვეული რანაირი ვიყიდო.

ნეტა შენ, მოგცლიაო – იტყვის ეხლა ვინმე, მარა რა ვქნა? სანამ რომელიმე ეზოში მობოდიალე ძაღლი არ მიკბენს და ძაღლის ხსენებას არ შემაზიზღებს, იქამდე არ მოვისვენებ მაინც😛

Posted on 01/12/2009, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. warnatebebs gisurveb🙂 mec egre voyavi. mamachemma ki momiyvana magram dedachemma uan waagebia :((( magram mewyina😦 mara mere gadamiara dzaaglma🙂 girchevnia rame nivti stxovo me am axal welze IPHONE s myiduloben🙂 maqamde avicheme ginda tu ara saaxalwlo ardagebebze ucxoetshii minda toq da mere IPHONe ze davetanxme😛 leptopze gaqachva mindoda magram vegar😀

  2. ipon არ მინდა, ადრე მინდოდა, მაგრამ მალე მბეზრდება მასეთი რაღაცეები, თან ვიცი ერთ თვეში დამეკარგება ან რამე მოუვა. :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: