მე-ბლოგერი?

ერთ თვეზე ცოტა მეტია რაც ბლოგერობა წამოვიწყე. თავიდან wordpress-ის სისტემაში გარკვევას მოვუნდი. არც ისე რთული გამოდგა, მერე blogroll.geზეც დავრეგისტრირდი და უამრავი ქართველი ბლოგერის პოსტებს გავეცანი. ყველაზე ხშირი სტუმარი Tiny.ge– ზე და sweet.ge-ზე ვარ. მათი ზოგი პოსტი ზოგჯერ ჩემი ფანტაზიის წყაროც ხდება. ამ მომენტისატვის ჩემი ბლოგი სულ 18 გამოქვეყნებულს პოსტს მოიცავს (ამ პოსტის გარდა). ვცდილობ ხშირად ვწერო, მაგრამ დასაწყისისთვის მგონი ამასაც არაუშავს.

დღეს ბლოგროლში ვბოდიალობდი და ვნახე სვითის ახალი პოსტი დაუწერია თავის ბლოგზე, სახელწოდებით დაშტამპულებო!

შევედი, ვნახე, კომენტარიც დავტოვე და გამოვედი. იმ წუთას არაფერი, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართლა გამაღიზიანებელია ეს “დაშტამპულობა”. მართალია ვეცადე არ გამოვსულიყავი ასეთი “დაშტამპული”, მაგრამ მაინც არ მომწონს შედეგი. არადა ძაან დიდ დროს ვუთმობ ბლოგზე ბოდიალს, ახალი ჰედერიც გავაკეთე ჩემით, ვცილობ საინტერესო და ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც არ არის, რაც საჭიროა. რა გავაკეთო აღარ ვიცი, ბლოგსპოტზეც ვყოყმანობ გადასვლას…

ნეტავ აქვს რამე აზრი ასეთ ბლოგერობას? ნეტავ ტყუილად ხომ არ ვკარგავ დროს? ხომ არ ავდგე და წავიდე ნეტავ? ეჰ სვითი.. როგორ დამიკარგე ბლოგერობის ხალისი, შეილება ითქვას თვალები ამიხილე😀

ხოდა ვიქნები ასე ცოტა ხანი და მერე მოვიფიქრებ რამეს. არადა იმდენი დაუმთავრებელი და გამოუქვეყნებელი პოსტი მაქვს, მენანება კიდევაც…

Posted on 03/12/2009, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. არავითარ შემთხვევაში არ ფიქრო ასე…
    დიზაინი არ არის მთავარი, მთავარია შიგ რა წერია!
    ანუ ზოგადად, წიგნზე მისი ყდის მიხედვით არ უნდა იმსჯელო! ასეა ბლოგის შემთხვევაშიც!
    რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ლამაზად და განსხვავებულად არის მორთული ყველაფერი, მაგრამ ამ
    მორთულ-მოკაზმულობის შეცვლის უპირატესობით მთავრდება ბლოგერის პლიუსები!

    თავად გახლავარ ორივეს მომხმარებელი! და 100% დარწმუნებული ვარ, რომ ვორდპრესი სჯობს!
    ასე რომ, თამამად!
    და ხალისი ტყუილ-უბრალოდ არ დაკარგო ხოლმე…Good Luck!

  2. მადლობა რჩევისათვის🙂 ვეცდები ხელი არ ჩავიქნიო🙂

  3. მთავარი პროდუქტია და არა შეფუთვა
    მე ისევ ამ აზრზე ვრჩები🙂

  4. აბა აბა რა დროს ეგეთებია შედი ჩემს ბლოგზე და ახალი მედიის შესახებ წაიკითხე პოსტები საკმაოდ დამიგროვდა და სწორედ იმისთვის ვწერ რომ უკეთ ავხსნა თუ რა არის ბლოგერობა და რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს მან. ბლოგსპოთს და წორდპრესს შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს გემოვნების ამბავია მე ბლოგსპოთს ვირჩევ სხვა წორდპრესს. ერთადერთი რჩევა შრიფრის ფერი შეცვალე თვალები მეტკინა კითხვისას. ყოველთვის გახსოვდეს მთავარია როგორ წერ და არა რამდენს. ასე რომ იყავი ორიენტირებული არა რაოდენობაზე არამედ შედეგზე პიროვნულ ზრდაზე .და რამდენიმე თვეში თავადაც შეატყობ ამ შედეგს. სვითი გაილახება თუ ერთ ადამიანს მაინც ჩაუქრობს თავისი პოსტებით ბლოგერეობის სურვილს აქამდე პირიქით აკეთებდა და დიდ პატივს ვცემ მაგის გამო მოკლედ გადავხედავ აბა ამ უკვე სკანდალურ პოტს🙂 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მეილზე მომწერე

    • დიიდი მადლობა🙂 გავითვალისწინებ აუცილებლად. არა სვითი არ უნდა გაილახოს, იმიტომ რომ იგი არა მხოლოდ თავისი, არამედ ბევრი სხვა ბლოგის მამოძრავებელი ძალაა.🙂

    • ვაიმე უკაცრავად რა!

      ვისაც ჩემზე მეტი ძალისხმევა დაუხარჯავს ბლოგერების ამოძრავება – განძრევაში და ვისაც ჩემზე მეტი მოუხერხებია, იმან მესროლოს პირველი ქვა!

      ვოტ!

  5. მმმ

    თავიდან ეც ვორდპრესზე ვიყავი, ამრთალია მთავარია შიგნით რა წერია მაგრამ დიზაინს დიდ ყრუადღებას ვაქცევ… მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი ვიყავი ვორდპრესზე და კარგათ მოვთავსდი დიზაინის გამო მაინც გადავწყვიტე გადმოსვლა ბლოგერზე, ჩემებურად თბილად ლამაზად მოვაწყე ყველაფერი : X

    ეხლა უფრო მიხარია ჩემს ბლოგზე შემოსვლა… გულს უხარია ტკბილ სამაყროშ რომ შედის .. მმ….

    თუ მართლა გაწუხებს დიზაინის პრობლემა, გირჩევ გადახვიდე ბლოგერზე, ბევრად უფრო ადვილად მოაწყობ ყველაფერს შენებურად : >

  6. სიტყვები ცოტა არეულად დამიწერია, სწრაფად ვწერდი, მე მაპატიეთ :უსერ:

  7. რას ამბობ გოგო! არავითარ შემთხვევაში არ დაანებო თავი ბლოგერობას.

    მე მხოლოდ ის ვიგულისხმე, როდესაც ორ ბლოგს ზუსტად ერთნაირი დიზაინი აქვს და არ ცდილობენ რაიმეთი განსხვავებულები იყონ.

    შენ კიდევ უნიკალურად მოგიწყვია აქ ყველაფერი.

    ძალიან ლამაზი და საინტერესო ბლოგი გაქვს და ახლა იძახი რომ ხალისი დაგეკარგა?

    Noway! პირიქით, ეცადე მეტი ბლოგო.

    p.s. ძალიან მომწონს ის სურათები რთაც აფორმებ პოსტებს. ძალიან ორიგინალურია!❤

    • ძაან დიდი მადლობა. მივხვდი შენ რაც იგულისხმე იმ პოსტში, მაგრამ მე თვითონვე არ მომწონდა რაღაც. ახლა ვხვდები რომ თავიდანვე მაგარი ვერ იქნები, ჯერ საკმარისად უნდა იშრომო რომ რამეს მიაღწიო. შენი ბლოგი ძაან დიდი სტიმულია ჩემთვის. :* :* :*

  8. მმმმ

    თოვლი მოსულა შენს ბლოგზე :წუბ:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: