გამოცდები… გამოცდები…

კვე კვირაზე მეტია მაღლივი შუალედური გამოცდების ციებ-ცხელებაშია. ყველა რაღაცას არკვევს, ქსეროქსზეც წყვეტაა. (ქსეროქსთან დაკავშირებით ერთი მზაკვრული ბიზნეს-გეგმაც შევადგინე გუშინ :)))))რაც აქამდე არ უსწავლიათ, ყველა ახლა სწავლობს და აქსეროქსებს ყველაფერს. სამი გამოცდა უკვე მოვიშორე, ახლა ორი, ყველაზე უსაზიზღრესი  საგნის გამოცდა დამრჩა და მერე Freedom სემესტრულ გამოცდამდე.

დღეს 11:30AM ინფორმატიკაში მქონდა გამოცდა. 10 საათზე ძლივს ავაწიწკნე ბალიშს თავი, ნახევარ საათში მოვემზადე (ჭამა ვერ მოვასწარი, რა თქმა უნდა) და უდრტვინველად გავეშურე მარშუტკის გაჩერებისაკენ. გაბლატავებული ვიყავი, ყველა საკითხი მაგრად მქონდა დამუღამებული. მარშუტკაც მალე მოვიდა და არხეინად წავედი. წავედი მაგრამ ვაი ამ წასვლას. 45 წუთი მყოფნის საერთოდ გზაში, მაგრამ ქვა აღმართზე რომ მოგეწევა ეგრე არის ჩემი საქმე. პეკინის გამზირზე საცობში იყურყუტა ნახევარი საათი, ისედაც კატასტროფულად ნელი სიჩქარით მივდიოდით. უკვე ცოტაც და გამოცდა უჩემოდ დაიწყება… მაინცდამაინც ამ გამოცდაზე უნდა დამაგვიანდეს? არა, ამას არ დავუშვებ… -ამ ფიქრებიში ვიყავი როცა საცობი დამთავრდა და მეგონა მეშველა. არა, მაინც ნელა მიდის… ამ მძღოლს გავლახავ… “ცოტა ჩქარა რა… დამაგვიანდა გამოცდაზე…” ჩემდა გასაკვირად აღმომხდა, უაღრესად დაძაბული ხმით. ვა ეს მე ვიყავი? რა გინდა, სიჩქარეს აშკარად მოუმატა… 3 წუთი დარჩა… ვერ მივასწრებ… 5 წუთი მაინც დამაგვიანდა. მარშუტკიდან გადმოვხტი და  სირბილით გავექანე RC 3-სკენ. გამოცდა დაწყებულია, ყველა ადგილი დაკავებული… რაღა ვქნა? მერე კურატორმა (თუ ვინც არის) თავის კომპიუტერთან დამსვა. მგონი გადავრჩი… რა ადვილებია… ყველა კითხვას ვპასუხობ… აი დავამთავრე… მოვიდა ლექტორი, შეფასება უნდა ვნახოთ. “Error” ეს რაღა მოხდა? ჯანდაბა.. ვინ დამთარსა ასე… უკვე სადაცაა კივილს დავიწყებ. მერე როგორც იქნა ვირაცას დაუძახეს პროგრამის გასასწორებლად. ცოტა ხანი იჩალიჩა და როგორც იქნა მეშველა. მაქსიმალური შეფასება, 20 ქულა მიმიღია. ამაში მაინც გამიმართლა. იმ კომპის გაჭედვა ბოლო დათარსულობა იყო დღეს. როგორც იქნა წამოვედი, მარშუტკიდან ადრე ჩამოვედი და 2 კილომეტრი ფეხით ვიარე სახლამდე, ასე ვვარჯიშობ ხოლმე :)) შემდეგი გამოცდა ორშაბათს მაქვს, ხვალიდან მაგისთის  ვიწყებ მეცადინეობას და აქ დასაპოსტად ალბათ აღარ მეცლება შემდეგი სამი დღის განმავლობაში. იმედია შემდეგ გამოცდებზე მსგავსი ამბები აღარ გადამხდება თავს.

P.S: ვისაც გამოცდები გაქვთ, ყველას მაქსიმალურ ქულებს გისურვებთ.

Posted on 04/12/2009, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. uf, me am kviras movrchi am wlis bolo gamocda. awi mxolod 4 seminari damrcha da egaa.

    warmatebas gisrveb!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: