ყველაზე ცუდი დღე :|

ღეს 7 დეკემბერია. ამ თარიღს კარგად დავიმახსოვრებ და ვეცდები ასეთი დღე მეორედ აღარ განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ერთი საზიზღარი გამოცდა, თავისი 30 საკითხით, რომლებიც თავის დროზე ვისწავლე, მაგრამ ოჰ ეს წყეული სიბერე.

მოკლედ როგორც ამ პოსტში ავღნიშნე, დღეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოცდა მქონდა. მთელი ორი დღე მოვანდომე 30 საკითხის გამეორებას. მივხვდი რომ აღარაფერი მახსოვდა და ყველაფრის თავიდან სწავლა დამჭირდებოდა.

ბოლოს და ბოლოს რისი სწავლა მოვახერხე არ ვიცი, მაგრამ წუხელ, ღამის 2 საათამდე კონსპექტი მეკავა ხელში და ვკითხულობდი. ალბათ დაახლოებით ათჯერ დავლიე ყავა, მაგრამ მაინც საშინლად მეძინებოდა, უკვე უაზრობა იყო კითხვა. ავდექი და დასაძინებლად წავედი, გადავწყვიტე რაც მომივიდოდა, ყველაფერი საკუთარი სიზარმაცისათვის დამებრალებინა. ჩავიქნიე ხელი, მაგრამ იმის იმედი მაინც დამრჩა, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს.

ადამიანს საკუთარ თავზე სასტიკი მტერი ვერ ეყოლება. რა ძალა მედგა ეს ორი დღე რომ მოვიკალი თავი? მანამდე რას ვაკეთებდი? რასაც ვაკეთებდი ეტყობა ამ ბლოგს.  ნწ ნწ ნწ…

ჰოდა რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით.

ჩემნაირ computer addict-ებს მივმართავ: ხალხო, გამორთეთ ეგ “ეშმაკის დანადგარი”  და მიხედეთ თქვენს საქმეებს, თორემ დაგროვილი საქმის ერთად გაკეთება ძალიან რთულია და სასტიკად მოქმედებს ნერვებზე. დღეს ისეეთი მივედი მაღლივის ბობლიოთეკაში, კატოკს რომ გადაევლო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდი.

p.s. ისე ის გამოცდა იმაზე უკეთესად დავწერე ვიდრე წარმომედგინა, ამ ერთხელ გამომართლა, მაგრამ მეორედ იღბლიანი შემთხვევის იმედზე ყოფნას აღარ დავჯერდები. წავედი ახლა. ხვალ კიდევ ერთი გამოცდა მელის და უნდა ვიმეცადინო.

Posted on 07/12/2009, in me, myself, I and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. აუ მეც ვყოფილვარ ესეთ მდგომარობაში : (

    საშინელებაა…

    კომპიუტერი ძალიან მაცდენს საქმის კეთებაში, ვერ ვცილდები ხოლმე : ს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: