ინტერნეტ სამყარო+eva.ge/forum

ამდენიმე პოსტის წინ განვიხილე ცხოვრება ინტერნეტის გარეშე, როგორ ვერთობით კომპიუტერით, როცა ინტერნეტი გათიშულია. ახლა ინტერნეტ ცხოვრების ნიუანსებსაც შევეხები.

ყოველდღე ყველა ჩვენგანი უამრავ ვებ საიტს ვათვალიერებთ, ინფორმაციის მოძიების ან გართობის მიზნით. როგორ ფიქრობთ, რამდენია ისეთი საიტი, რომელსაც ყოველდღე სტუმრობთ? მე ყოველდღე ვგებულობ ამინდის პროგნოზს, შემოვდვარ ჩემს ბლოგზე, ბლოგროლზე, სოციალურ ქსელში და eva.ge-ს ფორუმზე. აი ესაა იმ საიტების ჩამონათვალი, რომლებსაც ნებისმიერ შემთხვევაში ვსტუმრობ.

ფორუმებმა უკვე დიდი ხანია გამიტაცეს. თითქმის ყველგან ვარ დარეგისტრირებული და უამრავი ნიკია ჩემთვის ნაცნობი, მართალია მათგან რეალში  მხოლოდ 3-ს თუ 4-ს ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ ერთი ფორუმისთვის არც ისე ცოტაა.

2008 წლის 1 თებევრლიდან ვარ eva.ge- ს ფორუმის წევრი. რიგით მე-16. მახსოვს ევას პორტალი რომ გაიხსნა, ფორუმის მოდული ჯერ კიდევ არ იყო გააქტიურებული. გული დამწყდა. სწორედ მაშინ ახალი გაუქმებული იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფორუმი და ახალს ვეძებდი. რამდენიმე დღე ვიყავი ჩასაფრებული, ბოლოს როგორც იქნა გაიხსნა და დავრეგისტრირდი. თავიდან კარგად არ მუშაობდა მახსოვს. ხშირად ჭედავდა და სისტემიდან მაგდებდა. მერე მოდერატორები დაინიშნა. სხვათა შორის ერთ-ერთ განყოფილებაში რამდენი მოდერიც დანიშნეს, ყველამ დატოვა ფორუმი. ახლაც ერთი მათგანი ძლივს დავიბრუნეთ.

მე, როგორც  ვეტერან წევრს, ბევრი რამ მახსოვს ამ ლამაზ ფორუმთან დაკავშირებით. უამრავი კამათი, საქმის გარჩევა, ფორუმის დემონსტრაციულად დატოვება უკვე მისი ისტორიის ნაწილია. მერე ახლებიც მოდიოდნენ და იქაურობას ახალი თემებითა და პოსტებით ახალისებდნენ.

მოკლედ მთელი აბიტურიენტობა მანდ გავატარე. ჩემს ყველაზე ეფექტურ გასარობად იქცა და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს.

ამ დროისათვის ფორუმს 3,971 დარეგისტრირებული წევრი ყავს, რომლებმაც ჯამში 109,742 პოსტი დაწერეს. იმედია ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება.

აი ასეთია ჩემი ინტერნეტ ცხოვრების ძირითადი ნაწილი.  იმედია ძალიან მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ.

Posted on 13/12/2009, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. =) ra damtxvevaaaa :))))

  2. ui mec var eva.ge0s forumze daregistrirebuli, da ramodenime users vicnob kidevac….shen ra usernameit xar? me sofa var🙂

  3. ui gicnob, piradad ara magram sheni postebi vici🙂 sasiamovnoa shen blogs rom mivageni😉

    • აა…გამახსენდი მეც🙂 შენ არ გაქვს ბლოგი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: