საახალწლო განწყობა:)

ალე ახალი, 2010 წელი მოვა. მისი მოახლოება უკვე ყველას და ყველაფერს დაეტყო. ქალაქი უკვე დიდი ხანია მორთულია ილუმინაციებით. ჩვენს ბლოგებზეც საახალო პოსტები მატულობს. დიზაინშიც ცვლილებები შევიტანეთ. მე აგერ უკვე საახალწლო ჰედერიც გავაშანშალე :))))

თინისაგან განსხვავებით ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს. ეხლა რომ დავდგა, ახალ წლამდე უკვე მობეზრებული მექნება.

მინდა მალე გავიდეს ეს წელი. ძაან გადატვირთული და უჩვეულო წელი იყო ჩემთვის. თანაც კარგად ვერ დავისვენე წელს და ასე მგონია 2 წელი გადაება ერთმანეთს და ძალიან დავიღალე.

ახალ წელს ალბათ როგორც ყოველთვის სახლში შევხვდები. კომპიუტერს არ გავეკარები, რადგენ მაგ დროს ინტერნეტში ვირუსების მომატება შეინიშნება და არ მინდა შარშანდელივით დ დისკი გამიხდეს დასაფორმატებელი.

უკვე ძაან საახალწლო განწყობაზე ვარ.  რამდენიმე ფილმიც გადმოვწერე ახალ წელზე და ზამთარზე, ალბათ შემდეგ პოსტში განვიხილავ მათ.

თოვლი მინდა მოვიდეს და ბევრი ვიბოდიალო თოვლიან თბილისში. მერე სახლში მოვიდე, თბილად ჩავჯდე სავარძელში და ჩაი დავლიო. მაგრამ სად მექნება მაგის დრო, მალე ისევ ავადსახსენებელი გამოცდები იწყება😦

სულ რაღაც 2 კვირა დარჩა… ნეტავ რამე თუ შეიცვლება ამ დროში? არ მინდა ეს წელიც შარშანდელივით დამთავრდეს, გული მიგრძნობს ეგრე მოხდება. მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია მეტი უარესი არაფერი მოხდეს…

Posted on 16/12/2009, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. aqac Zalian saaxalwlo ganwyobaa😀 mainteresebs, TbilisSi rogoraa mortuli. iqneb, suraTebi gadageRo quCaSi da dagedo😀

    Zalian momwons Seni blogi da Cagamate Cems blogrollSi.

    • ძაან დიდი მადლობა :* :* თბილისი ძაან ლამაზადაა მორთული, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირი და მისი შემოგარენი. ვერცხლისფრადაა ყველაფერი და მომწონს ძაან რომ აჭრელებული არაა უშნოდ. სურაეთებს სამწუხაროდ ვერ დავდებ, რადგან არც სათანადო ფოტო აპარატი მაქვს და ვერც იმ დროს ვარ იქ ხშირად, როცა განათება ჩართულია.😦

  2. martla saaxlawlo postia =)))) umagres xasiatze davdeqi

  3. ragixariat male 2012 mova😀 😀😀😀😀

    • მოვედეს რა..😛 მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია🙂

  4. ახალ წელთან დაკავშირებული ნებისმიერი პოსტი მახალისებსსსსსს!!!!!!😉

  5. kargi posti iyo, satauri rom wavikitxe vifiqre wuxandeli shishianobas shedegi iyo🙂
    d diskis virusebisagan gasawmend karg xerxs gaswavli tu ginda da daformatebac ar dagchirdeba🙂

    • სად ამოქექე ეხლა ეს პოსტი :)))

      მასწავლე აბა, მაინტერესებს. მეზარება დაფორმატება.

  6. ვინდოუსს როცა გადააყენებ დ დისკი ჯერ არ გახსნა. დაგჭირდება ანტივირუსი nod32-ის ძველი ვერსია. თუცა არც ისე ძველია, ემ ახლაც იმას ვიყენებ. ამ ანტივირუსს დააყენებ, ოღონდ ავტომატური სკანირების ფუნქცია უნდა გამოურტო. როცა გადაარესტარტებ ანტივიტუსი ხელიტ სკანირებაზე ჩარტე. დ დისკიდზნ ვირუსებს ამოგიყრის და წაშალე. სამჯერ დაასკანერე და დ დისკი ახალივიტ იქნება🙂 ეს მხოლოდ ანტივირუსის ძველი ვერსიიტ შეიძლება.
    მარტალია ცოტა ძნელი და საწვალებელია, მაგრამ დისკის დაფორატებას ჯოbia :)

    • გასაგებია, დიდი მადლობა. მოვძებნი ეხლა სადმე ძველ ვერსიას და მივხედავ საქმეს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: