Let it snow…

ოლო დროს სულ თოვლს ველოდები. სულ მგონია რომ მალე ითოვებს. რათ მინდა ეს თოვლი ასე ძაან ვერ გავიგე, მაგრამ აბა ტყუილად ხომ არ მოვიდა ზამთარი? საერთოდ თოვლი როცაა, ყოველთვის მეზარება გარეთ გასვლა.

ამაზე გამახსენდა ახლა. ოქტომბრის მერე უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ვიყავი მისასვლელი რაღაც საქმზე და მეზარებოდა, ბოლოს დედაჩემმა მითხრა, თოვლის მოსვლას ელოდები, თუ რატომ არ მიდიხარო.


თოვლი არ მოსულა, მაგრამ გუშინ ვაიძულე თავი ავმდგარიყავი და ლექციების დაწყებამდე წავსულიყავი. ტყუილად ნამდვილად არ მეზარებოდა, ნახევარი საათი ტრანსპორტს ველოდე, იქ “მარშუტკები” არ დადიან, ჩემგან კი  ერთადერთი ნომერი ავტობუსი აღწევს ჭავჭავაის გამზირამდე. როგორც იქნა მივაღწიე, გზაში რაც ვიტანჯე იმეებს აღარ ვიტყვი. დიდი ხის კარი გამოვარე და მივხვდი რომ მართლა უნივერსიტეტში ვიყავი, მაღლივში ეს შეგრძნება არ მაქვს ხოლმე რატომღაც, აქამდე უნივერსიტეტის მხოლო მეათე კორპუსში ვიყავი ნამყოფი. ძაან სასაცილო სანახავი ვიქნებოდი ალბათ, ჩემი აღფრთოვანებული თვალებით, მაგრამ 1 წუთში დავეშვი მიწაზე, როცა შესასვლელში მჯდომ (მათი ფუნქცია ვერ გავიგე) ორ ქალს ვკითხე, კანცელარია სად არის მეთქი. “სტუდენტი ხარ?” ეგრევე “კონტრშეკითხვა” მომაგებეს. დადებითი პასუხი რომ მიიღეს, “რომ შეხვალ მარცხნივ” და ეს იყო სულ. ეგ არაფერი, მაინც მივაგენი. იმ კანცელარიაშიც ერთი ამბავი იყო, რამდენიმე ქალი იჯდა. ერთი ტელეფონზე ლაპარაკობდა, ერთთან რამდენიმე სტუდენტი იდგა და რაღაცას ედავებოდნენ. მივედი ერთ-ერთთან, ვკითხე რაც მაინტერესებდა, ამაგზავნა მეორე სართულზე, ეგ საქმე მე არ მეხებაო. ავედი  მეორეზე, ძლივს მივაგენი. იმან მითხრა, საფინანსო განყოფილებაში მიდი, პირველ კორპუსშიო. თურმე ეს განყოფილება პირველ კორპუსში კი არა, სადღაც მახლობლად ყოფილა, როგორც ერთმა “დადებითმა გამვლელმა” მითხრა, ეკლესიის უკან, ორსართულიან შენობაში. იქაც მივაგენი. იმათმა ცნობა მომთხოვეს იმის, რომ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. წავედი კიდე მეორე კორპუსში მაგ ცნობის ასაღებად…

მოკლედ, ნამეტანი რომ აღარ გავაგრძელო, ბევრი ვიბოდიალე კიდე. ვცდილობდი ყველა მათგანის წამოსროლილი პასუხიდან ლოგიკური დასკვნა გამომეტანა და ისე მემოქმედა. მაგარი უაზრო ყოფილა ეს “დაბლივი” კორპუსები რა… ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ისე რაც მართალია, ერთი  მართლა ნორმალური ქალი იყო, დალაგებულად ლაპარაკობდა, უაზროდ არსად გავუგზანივარ.

ბოლოს  როცა ამ ტანჯვის პირველ სერიას მოვრჩი, ჩავჯექი იქვე ავტობუსში და მშობლიური მაღლივისაკენ გავეშურე. ახლა გავიგე პირველად გავიგე მისი ფასი. დაილოცოს მაღლივის ამშენებელი, ჩვენთან უფრო კაი სიტუაციაა ჩემი აზრით.

“მეორე სერია” ერთ კვიარაში უნდა იყოს წესით. აღარ მინდა წასვლა, იმედია იქამდე მაინც მოვა თოვლი =))

Posted on 19/12/2009, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. მაარ, მომეწონა ეს პოსტი.

    მართლა დაფიქრდეს ყველა “დაბლიველი” , რა მაგარია მაღლივი რა😀

    გამოცდები მაღლივის ბიბლიოთეკაში რომ უტარდებოდა ყველა სტუდენტს, ძალიან ბევრი “დაბლივკორპუსელები” ცხვირს იბზუებდნენ მაღლივზე, მაგრამ …

    ნუ, აზრს თავი ვერ მოვაბი როგორც ხედავ, მაგრამ მაღლივი მაინც მაგარია რააა :*

  2. p.s. ბლოგროლზე სახელი ჩამისწორე ჩემ ბლოზე, გადავირქვი😛

  3. mtashi vart bolobolo😀 nu me agar var oficialurad martalia😀 mara mainc xo var?😛

  4. გეთანხმები ყევაფერში რაც თქვი, მართლა ეგეთი დომხალია მთელ ,,დაბლივში”, მარა მაღლივში სიარულს რო ჯობია ეგ ყველამ იცით და ტუტორების და მდივნების დაუდევრობით ნუ განსაზღვრავთ რა…🙂

    • რატო ჯობია? სიარულის მხრივ ყველაზე ადვილი მისასვლელი მაღლივია. ძაან ბევრი ტრანსპორტი დადის იქ.

  5. ხო, ვეთანხმები მარის, ყველაზე ადვილი მისადგომი მაინც მაღლივია სხვა კორპუსებს შორის. იმენა თბილისის [ და არა მარტო თბილისის] ნებისმიერი წერტილიდან მიდის იქ მინიმუმ ერთი მარშუტკა და ყვითელი ავტობუსი მაინც და იგივეს ჭავჭავაძეზე ვერ იტყვით😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: