No Smoking!!!

ოწევის ამკრძალავ ნიშნებს ალბათ ბევრგან შეხვედრიხართ, მაგრამ ქართველი რისი ქართველია თუ კედელზე მიწებებულ გამაფრთხილებელ ნიშანს დაემორჩილა და ერთი კარგად არ გააბოლა. ეს საკითხი უკვე დიდი ხანია ჩემი ტკივილია, მაგრამ ამ პოსტის დაწერა ერთმა გარემოებამ “მაიძულა”.

გუშინ მე და ქალბატონი sun_waiting, სკაიპში რაღაც ნამწვავის სუნზე ვლაპარაკობდით, ამ პოსტს თუ ნახავს, ალბათ გაახსენდება რაზეც ვამბობ. დღეს კი, როცა უნივერსიტეტში,  რიგში 10 წუთიანი დგომის მერე როგორც იქნა ლიფტში შევაღწიე და კარი დაიკეტა, გუშინდელი სკაიპში ნალაპარაკები გამახსენდა. გაბოლილი იყო ყველაფერი, კიდევ კაი  ძაან ზევით არ ვიყავი ასასვლელი. რა შეილება ვუწოდოთ ამას თუ არა ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა? ამ პრობლემას რატომღაც ნაკლებად ექცევა ყურადღება. თუ ადამიანი ეწევი, ეს მხოლოდ შენი პრობლემაა და სხვების პრობლემად არ უნდა აქციო. მე მგონი მართალი ვარ. ცხელ გულზე იქვე, ინფორმატიკის ლექციაზე დავიწყე ინტერნეტში მოწევის მავნებლობის შესახებ ინფორმაციების მოძიება. აი ისიც:

პასიური მოწევა

ვაშინგტონი (Associated Press) – საზოგადოებრივი თავშეყრის მხოლოდ ის ადგილები და შენობები იცავენ სრულად არამწეველებს თამბაქოს ბოლისაგან, სადაც აკრძალულია თამბაქოს მოწევა, ნათქვამია ჯანმრთელობის სააგენტო “სარჯენ ჯენერალს”-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
126 მილიონი არამწეველი, რომლებსაც “სარჯენ ჯენერალს”-ის წარმომადგენელი რიჩარდ კარმონა “უნებლიე მწეველებს” უწოდებს, დგას ფილტვის კიბოს, გულის დაავადებისა და სხვა პათოლოგიების გაზრდილი რისკის წინაშე.
მაგრამ სააგენტო განსაკუთრებით წუხს იმ ბავშვებზე, რომლებიც ვერსად გაექცევიან მშობლების მიერ მოწეული თამბაქოს ბოლს; ყოველი 5 ბავშვიდან 1 მაინც ითვლება პასიურ მწეველად. ასეთ ბავშვებში მაღალია ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის, ასევე ფილტვის ისეთი ინფექციების, როგორიცაა პნევმონია, ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების და მწვავე ასთმის განვითარების რისკი.
კარმონას თანახმად, “მოწევა წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის საშიშ, სერიოზულ ფაქტორს”.
იმ მშობლებს, რომლებიც ვერ ანებებენ თავს სიგარეტს, კარმონა გარეთ მოწევას ურჩევს, რაც მათი შვილების ორგანიზმს, რომელიც ესოდენ მგრძნობიარეა თამბაქოს ბოლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების მიმართ, დაიცავს ამ საფრთხისაგან. “მოერიდეთ მწეველებს”, ამბობს კარმონა.
ეს სტატია ვერ გააკვირვებს ექიმთა საზოგადოებას მას შემდეგ, რაც 1986 წელს სააგენტომ გაავრცელა მოსაზრება, რომ თამბაქოს ბოლი პასიურ მწეველებში იწვევს ფილტვის კიბოს განვითარებას. მას შემდეგ მრავალმა სხვა სააგენტომ გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, რომ თაბაქოს ბოლი გულის დაავადებებისა და სხვა პათოლოგიების გამომწვევი მიზეზიცაა. მოგვიანებით, კალიფორნიის ჯანდაცვის სამსახურებმა განაცხადეს, რომ ყოველწლიურად 3400-მდე არამწეველი იღუპება ამერიკაში ფილტვის კიბოს დიაგნოზით, 46 000 – გულის დაავადებით, ხოლო 430 – ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით.
თამბაქოს ინდუსტრიისა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით რესტორნებისა და ბარების მფლობელები წუხილს გამოთქვამენ მწეველი კლიენტების დაკარგვის გამო, ვინაიდან მთელ რიგ საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევაზე დაწესებულია აკრძალვები.
აკრძალვების სარგებლიანობის დასადასტურებლად სააგენტო გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებებს:
მწეველების და არამწეველების განცალკევება ერთმანეთისაგან, ჰაერის გასუფთავება და სავენტილაციო სისტემები ბოლომდე ვერ წყვეტს პასიური მოწევის პრობლემას;
არსებობს საკმაოდ კარგი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ მოწევის სრული აკრძალვა, რასაც ადგილი აქვს ნიუ იორკში და ბოსტონში, ეკონომიკურ ზიანს არ აყენებს ინდუსტრიას;
სამსახურებში მოწევის აკრძალვა არამარტო ამცირებს პასიურ მწეველებში დაავადებათა განვითარების რისკს, არამედ აქტიურ მწეველებსაც უბიძგებს მოწევის შეწყვეტისაკენ;
თამბაქოს ბოლმა შესაძლოა ისე სწრაფად იმოქმედოს არტერიებზე, რომ მისი სულ მცირე რაოდენობით შესუნთქვამაც კი შეიძლება ადამიანი გულის დაავადების მაღალი რისკის წინაშე დააყენოს. “ნუ მოწევთ ავადმყოფი ადამიანის სიახლოვეს”, გვირჩევს კარმონა;
მწეველთან ერთად ცხოვრება არამწეველებში ფილტვის კიბოსა და გულის დაავადებების რისკს 30%-ით ზრდის;
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენასა და თამბაქოს მეორად ბოლს შორის კავშირზე, თუმცა შესაძლოა ეს ასეც იყოს, ის ფაქტი, რომ თამბაქოს ბოლი ტოქსიკური ნივთიერებებით აბინძურებს ჰაერს, უდავოა;
სისხლში ნიკოტინის უარყოფითი ეფექტების გაზომვამ აჩვენა, რომ პასიურ მწეველებში იკლო თამბაქოს ბოლის შესუნთქვის შედეგად განვითარებულმა დაავადებებმა. მოზრდილებში ის 75%-მდე, ხოლო ბავშვებში კი 68%-მდე შემცირდა 1990-2002 წლებში. გარდა იმისა, რომ დაავადებათა გამოვლინების კლება ბავშვებში მოხდა შედარებით ნელა, ასევე ნიკოტინის დონე ბავშვებში 2-ჯერ და უფრო მეტჯერ მაღალია, ვიდრე არამწეველ მოზრდილებში.

აქვე ინფორმაცია ქალი მწეველების შესახებ (ეს იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ტუალტით სარგებლობამ შეიძლება პასიური მწეველი გაგხადოს)

მე-20-ე საუკუნის დასაწყისში მოწევა ქალებში არაპრესტიჟულად ითვლებოდა და მწეველი ქალი  დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლად მიიჩნეოდა.შეერთებულ შტატებში 1921 წელს კონგრესმა ამერიკის დედაქალში, ვაშინგტონში ქალების მიერ თამბაქოს მოხმარებაც კი აკრძალა.შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამინისტროს 2004 წელს გაკეთებული მოხსენების თანახმად 1995-1999 წლებში თამბაქოს წევამ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 440, 000 ადამიანის უდროო სიკვდილი გამოიწვია, ბოლო წლებში კი ამ რიცხვმა 530 000 (ხუთას ოცდაათ ათასს) მიაღწია. ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ მოწევა მავნებელია მთელი ორგანიზმისთვის. აი რას ამბობს ქალბატონი მალარშერი:

“თამბაქოს მოწევა უამრავ დაავადებას იწვევს. უკანასკნელი მონაცემებით ყოველ წელს ნიკოტინით გამოწვეული დაავადებებით შეერთებულ შტატებში 178 000 ქალი კვდება. სიკვდილის მიზეზად უმეტეს შემთხვევაში ფილტვების კიბოსა და გულის კუნთის

სისხლძარღვების შევიწროებას ასახელებენ”

ამას გარდა ქალბატონი მალარშელი ამბობს რომ თამბაქოს მოწევა მთელი რიგ სხვა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებს იწვევს; ათეროსკლეროზი და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარება, ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, და სხვა მრავალი.

თამბაქოს მოწევა განსაკუთრებითაა საშიში ფეხმძიმეთათვის

მოწევა ფეხმძიმობის დროს იწვევს ნაადრევ მშობიარობას, რისი მიზეზიც საშვილოსნოში ჟანგბადის შემცირებული რაოდენობით მიწოდება არის.

ნიკოტინი ასევე დედის რძემდეც აღწევს, რასაც კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია როგორც ჩანასახისთვის ასევე ბავშვისთვის.

დადასტურებულია ის ფაქტი რომ თამბაქოს მოხმარება ქალებში ნაადრევი კლიმაქსის დადგომას უწყობს ხელს. ნიკოტინი ასევე იწვევს კბილისი კარიესს, მოყვითალო ფერის ლაქებს თითებზე და აჩენს ნაადრევ ნაოჭებს.

ქალბატონი ანა ასევე აღნიშნავს რომ თამბაქოს მოხმარება მავნე ჩვევაა რომლის კლანჭებისგან gათავისუფლება არც ისე ოილი საქმეა.

“შეერთებულ შტატებში ქალები რომლებიც თამბაქოს წევის დანებებას საკუთარი ძალებით ცდილობენ ხშირ შემთხვევაში კრახს განიცდიან. მწეველი ქალები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. განსკაუთრებით ეფექტურია ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრების ჩატარება და თამბაქოს მოხმარებასთან და ამ მავნე ჩვევის თავის დანებების ხერხების გაზიარება. არსებობს სხვა უამრავი საშუალებაც. მათ შორის აბები, საღეჭი რეზინა, სხეულზე მისაკრობი სპეციალური ლეიკოპლასტირი და სხვა. “

არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდა გოგონებში თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა შემაშფოთებელია. სადღეისოდ 35 პროცენტით მეტი მოზარდი გოგონა ეწევა თამბაქოს ვიდრე 10 წლის წინ.

ქალბატონმა მალარშერმა აღნიშნა რომ მოზარდი გოგონას მიერ თამბაქოს მოხმარების მიზეზად ხშირად მწეველი მეგობრის ზეგავლენა სახელდება.

“მოზარდი გოგონები ხშირად იმიტომ ეწევიან რომ მათი მეგობრები ეწევიან ან ხვდებიან ისეთ წრეში სადაც სიგარეტის მოწევა პრესტიჟულად ითვლება.

ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს მათზე ჟურნალ-გაზეთებში ცნობილი მწეველი ადამიანების ფოტოები, თამბაქოს ინდუსტრიის მიერ გაკეთებული რეკლამები.”

ამერიკის მემკვდირეობის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად თუ მწეველი ქალი თამბაქოს მოხმარებას 35 წლის შემდეგ შეწყვეტს იგი 8-10 წლით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. მწეველ ქალს უფრო უიოლდება სიგარეტის მოწევის თავის დანებება თუ იგი ოჯახის წევრებისა და მგეობრების მხარდაჭერას გრძნობს.

მოწევა უმოკლესი გზაა სიცოხლის ხანგრძლივობის შემცირებისკენ და, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განაცხადებას “მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის” , მწეველი რატომღაც გულგრილად ეპყრობა.

Posted on 24/12/2009, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა. Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ Christmas♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪…And A Happy New Year!♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪♥ ♥ ♥

  2. ar vewevi da arc maqvs survili…rogori janmrteli postia🙂

  3. ჰო, გამახსენდა მარი ჩვენი ლაპარაკი, ისე, მე მომწონს არა თვითონ სიგარეტის ბოლი, არამედ ის სუნი, ნამწვავის რა : )))
    ურნებში რომ უკიდებენ მაღლივში და რომ ბოლავ : )))

    ჰოდა, ძალიან შემაშფოთა ამ პოსტმა, კოლოფზე წარწერას ” მოწევა კლავს” და მსგავსი ბლა ბლა ბლა, ყოველთვის ზედაპირულად ვუყრუებ ხოლმე, არადა ვიცი როგორი მავნებელია😦

    მადლობა ღმერთს , აქტიური მწეველების რიცხვს არ განვეკუთვნები🙂

    მაარ, სიგარეტს ჩემ პირდაპირ კონკურენტად მივიჩნევ აჩოსთან მიმართებაში, ასე ხომ უფრო მალე მოკვდება და მაგ პონტში რა [😀 ] ჰოდა, ახლა ერთი-ორად შემზიზღდა .

    სასარგებლო პოსტია :* :* :*

    • შენა და ბენზინის სუნი არ მოგწონს? :)))

      ხოდა გადააჩვიე სიგარეტს და ჩანოიცილე კონკურენტი. ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ ღირს ნამდვილად.

  4. კაი პოსტია,მარა😀 თან ვეწეოდი და თან ვკითხულობდი😀😀

    მოწევამდე სხვა რამე მომკოლავს მე ჭუკლი😛

  5. Marr
    არა, ბენზინის და ნავთის სუნი არ მომწონს😀

    “ხოდა გადააჩვიე სიგარეტს და ჩანოიცილე კონკურენტი. ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ ღირს ნამდვილად.”

    ეგ მეც მინდა, ვცდილობ, მარა ნახე რაა რა გამოდის, რთქვა >>>> კაი პოსტია,მარა თან ვეწეოდი და თან ვკითხულობდი .

    • ერთხელ უნდა მიაწვა სიგარეტი ტუჩებზე და მეტს აღარ იზამს :))))

  6. sigareti miyvars
    imenna miyvars
    ar carmomidgenia mis gareshe cxovreba

  7. sigareti ert-ertia im rieualebidan romelic miyvars da ch emi nacilia…magram sul vambob xolme,rom aramcevelebma ar daicyon moceva,tavis danebebis ilusiit…:P
    da kide,bavshvis gachenas ro davapireb,aucielbald davanebeb tvit mec ki tavs🙂

  8. საინტერესო პოსტია, მომეწონა.
    რათქმაუნდა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ ჩემთვის, როგორც არამწეველითვის, ერთადერთ პროტესტის საგანს ის წარმოადგენს, როდესაც პასიური მწეველის მდგომარეობაში მამყოფებენ. სერიოზულ პროტესტს იწვევს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევა და ამით სხვისი უფლებების დარღვევა. და კიდევ, არ მიყვარს ადამიანს სიგარეტის სუნი რომ ასდის, მითუმეტეს გოგს, ალბათ იმიტომ, საპირისპირო სქესი რომ არის.

  1. Pingback: ქალის სექსუალურობის საიდუმლო სიგარეტშია (?!) « Archily's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: