სამდღიანი ჩავარდნა

ხლა ბლოგის კალენდარს გადავხედე და ბოლო 3 დღე სრულიად ცარიელი მაქვს. რა ვქნა, აღარ მეწერინება. მუზა მღალატობს. დრაფტებს გადავხედე და ახლა დასაპოსტად შესაფერისი ვერაფერი ვიპოვნე. არადა რამდენი თავისუფალი დრო მაქვს…

ძაან შემიყვარდა ბლოგერობა. ამასწინათ ბლოგროლზე განცხადება იყო, ბლოგერებს გვიწვევდნენ  “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”-ის ჩვენებაზე კინოთეატრ რუსთაველში. მიწვევა მომივიდა მაილზე, მაგრამ ვერ წავედი სამწუხაროდ. Sun_waiting არ მოდიოდა და მე მარტო არ მინდოდა, არადა ძაან მაინტერესებდა ბლოგერების ნახვა.

მაინც ძაან გამიხარდა რომ მიმიწვიეს, მთავარი ეს იყო ჩემთვის იმ მომენტში. წესით ამ ამბავს უფრო მეტი სტიმული უნდა მოეცა, მაგრამ 3 დღე მხოლოდ ძველი ჩანაწერების  ჩასწორებას და სხვა ბლოგების კითხვას მოვანდომე.

ჯანდაბას, ეგ არაფერი. ამ საღამომდე იმედია რამეს მოვიფიქრებ რომ დაკარგული დრო ავანაზღაურო და მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციები მოვიძიო.

დღეისთვის უამრავი რამ მქონდა დაგეგმილი.

  • დილით ნაძვის ხის დადგმა. საღამოსთვის გადავდე ეს საქმე.
  • წაშოპინგება და საახალწლო საჩუქრების ყიდვა. ეს საქმეც ჩამეშალა უამინდობის გამო.
  • ახალი პოსტის დაწერა. ამას ახლა ვაკეთებ.
  • საღამოს უნივერსიტეტში წასვლა და გამოცდის დაწერა. იმედია მოვახერხებ მაღლივში აბობღებას.
  • ინფომატიკის თემის სწავლა და დაძინება.

ახლა კი წავედი, თორემ ყველა გეგმა ჩამეშლება. არ მინდა ახალ წელს ვალები გადამყვეს =))

Posted on 30/12/2009, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. მეც ესე ვარ ხოლმე😦 არ მეწერინება, არადა დროც მაქვს და ყველაფერიც : (

    ამ დროს პოსტს ვერც ვწერ, უმეტესად ღამე მომდის მუზა…. ისე მე მაქვს ბლოგზე საწერი იდეები რო ქვია პოსტს – მანდ შეიძლება მოძებნო რამე, ძაან ბევრი იდეეებია ზუსტად ასეთი დროისთის განკუთვნილი🙂

    • მართლა? დიდი მადლობა, ვნახავ აუცილებლად🙂

  2. მუზის გაქრობა მადლობა ღმერთს, ჯერ არ დამმართვნია,

    მე პირიქით ვარ, თავზე საყრელად მებადება პოსტისთვის იდეები, მაგრამ დრო არ მაქვს რომ ვწერო და ვწერო, არ მომბეზრდება დღეში 10 პოსტის დაწერა😀

    ისე, ასეთი პოსტიც კარგი გამოსავალია, მთავარია მკითხველამდე მიიტანო სათქმელი და მას გაესაუბრო : )

    ბლოგერობა მგონი ზუსტადაც ესაა : )

  3. xandaxan icis xolme blogze chavardnebi🙂
    magram esa droebitia🙂

    mtavaria amshin cero xolme roca ginda cero, da sasurvelia ramodenime posti dgeshi, mere postebi sheinaxe da gamoaqvekne xolme chavardnis dgeebshi🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: