წლის სისულელე

“არასოდეს თქვა არასოდეს”-აი ამ ბანალურ ფრაზას 100%-ით ვეთანხმები. წინასწარ არასოდეს ვიცით რა შეიძლება გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ.

ყოველწლიური ტრადიცია მაქვს დამკვიდრებული. ყოველი წლის დასაწყისში ვიდენ ისეთ საქციელს, რასაც წინა წელს არ გავაკეთებდი არავითარ შემთხვევაში. შარშან ეს ტრადიცია დავარღვიე, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი და სისულელეების ჩადენის თავი არ მქონდა. წელს კი გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც შარშან ყველაზე დიდ სუსულელედ მიმაჩნდა.

მოკლედ ამ წვიმაში და უბედურებაში, ჩემი საკუთარი ორი ფეხით ჩავედი სილამაზის სალონში, მივადექი დედაჩემის სტილისტს და ჩოლკა შევაჭრევინე.

რა საშინელება იყო… ჩემი თმა დაბლა იყრებოდა. მერე ვიღაც ქალი მოვიდა და ცოცხით ახვეტა. ალბათ მერე სადღაც ნაგავში გადაყარა…😦

ეგ არაფერი, როგორმე გადავიტან. მთავარია სარკეში ხშირად არ ჩავიხედო და გული არ გამისკდეს.

ხვალ უნიში ხალხის რეაქციის მეშინია. პირველი რეაქცია დედაჩემის სახეზე ვნახე, მაგრამ ახლა იმაზეც მადლობელია თავი სულ რომ არ გადავიპარსე, სიცივეა მაინც =)))))

ახლა კი შეგიძლიათ დამცინოთ, არაფერს არ ვიტყვი.

Posted on 04/01/2010, in me, myself, I. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ბევრად უკეთესი იქნებოდა შეჭრამდე და მის შემდეგ სურათი რომ დაგედო😛

  2. araushavs :)) mec vaketeb xolme eget sisuleleeebs… am zafxuls chemi grdzeli tma shevicheri da kare gavikete …. :)) =))

  3. Tmas ver gavwirav magistvis
    nu me isedac cholka maqvs
    da mwvaned shevigebe😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: