My news+Pet society

ესით ეს კვირა ჩემთვის საშინლად დაკავებული უნდა ყოფილიყო. უკვე თვეზე მეტია რაც გამოცდების განრიგი ვიცი და ამ კვირაში ვაპირებდი პირველი გამოცდის საკითხების საფუძვლიანად დასწავლას. თანაც საკუთარ თავს ვგლოვობდი, რადგან ვიცოდი რა ჯოჯოხეთიც  მელოდა, თანაც ამდენი აურზაურის შემდეგ. ახალი წელი.. სტუმრები.. ბოდიალი.. მოკლედ რას ვისწავლიდი არ ვიცი.

თანაც ბლოგზეც ვეღარ შემოვიდოდი და ახალს ვერაფერს დავწერდი. განსაკუთრებით იმ დროს მინდება წერა, როცა ყველაზე დაკავებული ვარ. საბედნიეროდ გაირკვა რომ ის საშინელი გამოცდა კაი ხნით გადაიდო და მეც შვებით ამოვისუნთქე.

მაგრამ სად ვიყავი აქამდე? სად დავიკარგე? პოსტების რაოდენობას დიდად არ მოუმატია ჩემს ბლოგზე. არსადაც არ ვყოფილვარ, აქ ვიყავი და იმ სკამზე ვიჯექი, რომელზეც ახლა ვზივარ. უბრალოდ რაღაც ახალი გასართობი გამოვნახე, ალბათ ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი pet society🙂  ახლა მეც მყავს ფეთი, პატარა, საყვარელი კატისებრი ცხოველი. ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთებია.  ფულის მარტივად შოვნის ჩითები ვერ დავამუღამე. ვდგავარ და ბურთის თამაშს ვასწავლი, ხან ვათევზავებ და სტადიონზე ვარბენინებ. სახალისო რაღაც ყოფილა, მაგრამ ჩემს თვალებს კიდე ეგ უნდოდათ? :))

აი ჯერჯერობით ასე გამოიყურება. რაღაც უცნაურად გასიებული თავი კი აქვს, მაგრამ არაუშავს, ყველა ეგეთია. გაგიკვირდებათ და მწვანე არ არის, მხოლოდ თვალები აქვს მწვანე და ძაან საყვარლად დარბის აქეთ-იქით.

უიი ახლახანს გამახსებდა რომ ფეთს სუპის გაკეთებას ვასწავლიდი და ქურიდან გამოღება დამავიწყდა😦 წავედი წავედი… ეჰ მერამდენედ უნდა დამეწვეს რა.. არ ვვარგივარ-მეთქი დიასახლისად ხომ ვამბობ..

Posted on 08/01/2010, in me, myself, I and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. sayvareli peti gyavs :”>:)

  2. mec mqonda eg momenti cota xnis win🙂 prtxilad miochvevadiua – me magis wyalobit gameebs vatenebdi da mereuniversitetshi vegar mivdiodi😀

    • ვაიმეეე… რა შარში ვარრ.. :))) აუ როგორ მაინტერესებს შენი ფეთი..

  3. xooo magari chatreva icis aman magram me yvelaperi male mbezrdeba😀

  4. მე დავაღწიე მაგ კლანჭებს თავი! დროის უაზრო ხარჯვა. მაგას ჯობს ცოცხლ კატას მოუარო, რომელიც გაცილებით საყვარელია და ფუსუსაა

  5. ვერა და ვერ დავამუღამე მე ეგ თამაში😀

    ალბათ, იმდენად არ მინდა, თორე ხო დავიწყებდი😀

  6. უი, აჩო არ ვარ მარი, ვეკო ვარ😀 მეგონა ჩემით ვიყავი😀

    • 🙂🙂

      აუ არც დაიწყო. ეს მინდოდა ეხლა ამ გამოცდების დროს? იმედია მალე მომბეზრდება😉

  7. ადრე ვტამაშბდი და ვეღარ ვცილდებოდი ხოლმე : ))) ეხლა კიდე კაი დავანებე მაგ თამაშს თავი, დრო დავზოგე ! : ))

  8. კარგი გასართობია მეც ხშირად ვერთობი . 7 თვეა რაც პეთი მყავს ბუჩი ქვია . დაიმატე ფეისბუქზე რაც შეიძლება ბევრი მეგობარი მაგ თამაშისთვისაც გამოგადგება შენი ბლოგისთვისაც გააზიარებ ხოლმე ლინკებს და ვიზიტორები გადმოვლენ და კიდევ უიფრო საინტერესო იქნება სხვადასხვა დისკსიებში მონაწილეობის მიღება. .

  9. chems garshemo Petomania da Fermomaniaa, magram ikiT arc ki vixedebi.. isedac dzlivs mglejen xolme kompiuTers, axali gasarTobiga maklia ? : D

  10. mec mase viyavi, magram mainc davechvie

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: