"პლიუს-მინუსობანა"

“პლიუს-მინუსობანა” აი ასე ჰქვია ქართული ბლოგოსფეროს აგრეგატორის დისკუსიებში გახსნილ ერთ-ერთ თემას. მართლაცდა ოდესმე ყურადრებას გაამახვილებ ან სულაც გაღიზიანდები იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო, ბლოგოსფეროში ხდება. პლუსებისა და მინუსების არაობიექტურობა იქით იყოს და უკვე ადამიანების დაპირისპირების საბაბიც გახდება მგონი მალე. “გადამისწრო? – მინუსი” ამ პრინციპით მოქმედებს ბევრი ბლოგერი და ეს უკვე ამაზრზენად მეჩვენება. ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მეც დამიწერია მინუსები, ზოგჯერ მხოლოდ პოსტის სათაურიდან გამომდინარე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ამის მიზეზი “გადასწრება” იყო.

მოკლედ არის ბლოგები, რომელთათვისაც არც ერთ პოსტზე, არასოდეს არ დამიწერია მინუსი. აქვე ეს ჩამონათვალიც:

1. www.sunwaited.wordpress.com – უყურეთ და ისწავლეთ! შეიძლება ითქვას, რომ  ამ ადამინმა მიბიძგა ბლოგერობისაკენ. ჩემი “ბლოგ ნათლიაა”. გამორიცხულია მის შემთხვევაში მინუსი.

2. www.tiny.ge – რაღაცნაირად საყვარელი ბლოგი, თავისი გულწრფელი და თბილი პოსტებით.  ეს ხელი მომტყდეს რომ მე მას მინუსი დავუწერო.😀😀

3. www.the-dream-teller.blogspot.com – ძალიან საყვარელი ბავშვია ამ ბლოგის ავტორი. მისი კომენტარები ხშირად მხვდება ხოლმე ჩემს ბლოგზე, სამწუხაროდ მე ვეღარ ვუკომენტარებ, რაღაც ახალი სისტემა უყენია და ვერ გავუგე ვერაფერი😦 ყოველთვის აზრიანი და საინტერესო პოსტები აქვს, რა მინუსზეა ლაპარაკი.

4. www.archily.wordpress.com – არც ამ ბლოგისთვის დამიწერია მინუსი.

კიდევ რამდენიმე ბლოგია, რომლებსაც არ ვამინუსებ, მაგრამ პოსტებსაც გააჩნია.

პლიუსებს რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ მარცხენა მხარეს, ჩამონათვალში ახალ პოსტებს, თითქმის ავტომატურად ვაპლიუსებ. გინდ დაიჯერეთ, გინდ- არა. აი დარდი!

და იმედია პრეტენზიულ და ბოღმა კომენტარებს აღარ ვნახავ ჩემი ბლოგის კომენტარებში ამ იდიოტური პლიუსმინუსობანას გამო.

Posted on 18/01/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. აა : X ძალიან დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის:) რაც შეეხება კომენტარების ახალ სისტემას– დღეს ვცადე სტუმრის– საელით დაკომენატრება და ჩვეულებრივ მუშაობს, ძალიან ადვილია, მოკლედ ფეისბუქი და რარაცეები იმიტო წერია რო შეგიძლია მაგათი საშუალებით დააკომენტარო, თუარადა ქვევით ჩაწერე იმედილი გვერდი და სახელი და მერ გამოგიგდებს რომ ნამდივლად ეს ხარო და დაეთანხმე, წეღან ვცადე ზუსტად არარ მახსოვს ორი რაღაც გამოაგდო სულ და ბოლოს იქს დავაჭირე და რო ვნახე ჩვეულებრივ დაემატა კომენტარი : ს

  2. უუდიდესი მადლობა, გამახარე ძალიან შენი ” რაღაცნაირად საყვარელი ბლოგი, თავისი გულწრფელი და თბილი პოსტებით” – ამ შეფასებით, თვალებში გულებად გარდამექმნა გუგები : ))))

    :*❤

  3. დაიცა ამათ გარდა ყველას მინუსებს უწერ?! cool😀

  4. მაარ, გენაცვალე :* ძალიან საყვარელი ხარ :*

    მეც თამამად განვაცხადებ, რომ არცერთი მინუსი შენთვის არ დამიწერია : )))

    გაპლიუსებ და გაპლიუსებ ყველა შურიანის ჯიბრზე.

    ჰო, ბლოგროლლზე იმ თემაში რატომღაც, მარტო მე მოვყევი, ნუ, მარტო მე მეყო გამბედაობა მეთქვა, რომ ამდენ დაუმსახურებელ მინუსზე მეც ადამიანური რეაქცია მაქვს😀

    მაგრამ, დ ა ი კ ი დ ო ო ო ო ო ს გეთაყვა😛😀

    პ.ს. თუ შენი ბლოგნათლია ვარ, დღეს ნათლისღებაა და ჩემს გაკეთებულ უგემრიელეს სალათაზე გეპატიჟები : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: