მავნე ჩვევები

ავნე ჩვევები ყველა ადამიანს აქვს, თუნდაც ერთი მაინც. ამ შემთხვევაში, მავნე ჩვევაში მხოლოდ სიგარეტისა და ალკოჰოლის სიყვარულს არ ვგულისხმობ. მავნეა ყველაფერი რაც ზოგადად ადამიანის ცხოვრებაზე ცუდად მოქმედეს და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე.

ორი დღის წინ შესული ვიყავი ჩემი ბლოგის dashboard-ში და თავში ეს ფრაზა მიტრიალებდა: ” გავაუქმო? არ გავაუქმო…” მოკლედ ალბათ მიხვდით რაც გადავწყვიტე და მხოლოდ სახელის შეცვლით შემოვიფარგლე.

რატომ ვაპირებდი ამის ჩადენას:

1. მინდოდა ყველაფერი მომეცილებინა თავიდან, რაც დროს მაკარგვინებს და სიზარმაცისაკენ მიბიძგებს.  ანუ მივხვდი, რომ მავნე ჩვევად ჩამომიყალიბდა ბლოგებზე ბოდიალი და ზოგადად ბლოგერობა.

2. მგონია რომ ბლოგერობა ძალიან “გაპაპსავდა”. ყოველ მეორეს ბლოგი აქვს და ყველა ერთმანეთს გავს.

3. ვერ მივხვდი რისთვის მჭირდებოდა ბლოგი.

4. ფბ-ზე ფეთი გავაუქმე და ბარემ ესეც მივაყოლო მეთქი.

მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ბლოგი მავნე ჩვევა სულაც არ არის. ადამინს თუ დროის დაკარგვა გინდა, ამას მაინც მოახერხებ ბლოგით თუ მის გარეშე. თანაც მერე ვინანებდი რომ გამეუქმებინა.

ფეთს კი რაც შეეხება, ეგ მართლა მავნე ჩვევაა. იძულებული ხარ ყოველდე შეხვიდე და მიხედო, მერე კი გითრევს და გითრევს… მაგისი გაუქმება არ მენანება და მიხარია კიდევაც რომ მოვახერხე. გეიმზერის ბილიარდსაც იგივე ბედი ეწია.

კიდევ ერთი მავნე ჩვევა, რომელიც  ვერ მოვიშორე და ვფიქრობ  ვერც მოვიშორებ, არის ყავის ჭარბი რაოდენობით მიღება :)))  ზამთარშიც და ზაფხულშიც. განსხვავება მხოლოდ მის ტემპერატურაშია :)) ჯანდაბას, დავლევდი და ვიქნებოდი, მაგრამ ამისგან მავნე ისაა, რომ მერე ღამე ვეღარ ვიძინებ და დილით გაღვიძება მიჭირს, დღესაც ძლივს ავეგლიჯე ბალიშიდან და მაღლივში წავბობღდი.

ამეების გარდა კიდევ რამდენიმე მავნე ჩვევა მაქვს, მაგრამ ისინი იმითაა განსხვავებული, რომ ზოგჯერ ჩემთვის სრულიად შეუმჩნეველია. მაგალითად ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევ ქვედა ტუჩი ისე მიჭირავს კბილებით. შედეგი – საკმაოდ მძიმე და მახინჯი.  თანაც იმითაა ცუდი ეს ჩვევა რომ ძნელი გასაკონტროლებელია და სანამ სავალალო შედეგამდე არ მიხვალ, ვერც ხვდები რას აკეტებ. ასევე შეჭმუხნული წარბებია ჩემი ტკივილი. სანამ შუბლი არ ამტკივდება, ვერ ვხვდები რომ გავასწორო.

კიდევ კარგი ფრჩხილების კვნეტა არ მჩვევია, თორემ ვიცი ძალიან გამიჭირდებოდა გადაჩვევა🙂

ერთ-ერთი საპატიო ადგილი ამ მავნე ჩვევათა ჩამონათვალში სეზონის შეუფერებლად ჩაცმას უკავია. ჯანდაბას მციოდეს, ოღონდ თბილად არ მეცვას. ჯემპრების ჩაცმას ვერიდები როგორც შემიძლია. ამ ჩვევას დედაჩემი მიკონტროლებს ძალიან მკაცრად, მადლობა მას, რადგან კეტებით არ მიშვებს  თოვლში  :))) ხელთათმანების გაკეთებას და ქუდის დაფარებას მაინც ვერ მაიძულებს😛

ამ ჩამონათვალში ყველაზე მძიმე და საშიში მაინც ინტერნეტმანიაა.  განსაკუთრებით გამოცდების პერიოდშია დამღუპველი, მაგრამ ჯერ გადაჩვევის მცდელობები არ მაქვს.

კიდევ რა გავიხსენო არ ვიცი, ასე რომ წავედი მე🙂 რამე თუ გამახსენდა,  დავამატებ.

Posted on 22/01/2010, in me, myself, I and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ჩემი მავნე ჩვევები არ ჩამომათვლევინო ახლა😀 თორე გადავალ იქით გვერდებზე😀😀 : D

    • ოჰ მიდი აბა გადადი 😀 მეც აღარ დამიწერია ბევრი რამე, თორემ მაგრად გაგიკვირდებოდა.

  2. NinucaElectro

    ოოჰ ეგ არც ისე სასტიკი მავნე ჩვევებია კაცო. მაგათ ეშველებათ./ :დ მთავარია რამე უფრო უარესი არ აიკიდო თორემ ინტერნეტმანია ვის არ ჰქონია (და აქვს)😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: