ისევ გამოცდები!

“გამოცდები” – მგონი ქართული სიტყვაა და ქართულად უფრო გასაგები სინონიმი აქ აქვს. ყველაზე საძულველი სიტყვაა რაც ოდესმე გამიგია და ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ფიგურირებს ჩემს ლექსიკონში. ჯერ დამთავრებული არ მგონია, რომ ისევ ახალი იწყება. მომიშალეს ნერვები…

შუალედურები როგორც იყო გადავაგორე, ახლა სემესტრულები მაქვს. 2 უკვე ჩავაბარე (იმედია ხელმეორედ ჩაბარება არ მომიწევს) ეხლა მესამე მაქვს, 4 საათზე მაღლივის რესურს ცენტრში, ინფორმატიკის  ტესტები უნდა ჩავაბარო.

ყველაფერი რაც ვიცი, ბოლო 3 დღის განმავლობაში კონსულტაციებზე გავიგე. სახლში ძალიან ცოტა ვიმეცადინე, მაგრამ ნერვიულობა არ მეტყობა. ყოველ შემთხვევაში გარეგნულად არ მეტყობა მგონი, მაგრამ ეს ამინდი კი ნაღდად მანერვიულებს, სიზარმაცეში მიწყობს ხელს და ძილისაკენ მიბიძგებს. ჯერ არ მომიფიქრებია რა ჩავიცვა (ანუ რა არ მენანება დღეს გასატალახიანებლად). მარშუტკიდან ფეხს ჩავდგამ თუ არა, უდიდესი ტლაპო დამხვდება და მუხლებამდე დამსვრის. არა რა… უნდა ვიყიდო ბოტები და დავისვენებ. აშკარად არ ვარ გამოცდებისა და სწავლის განწყობაზე. დასვენება მინდა ამდენი დაძაბულობისგან. აჯანყებას მიწყობს ტვინი და ვეღარ გამიგია, არ მემორჩილება გონება თუ გონებას არ ვემორჩილები მე. 

მოკლედ გამოცდების გარდა ყველაფერზე ვფიქრობ. იუმორისტულ შოუებსაც აქტიურად ვადევნებ თვალს😀 ეხლა ბანძიაო და ეგეთები არ დაიწყოთ. ბლოგის განვითარებაზეც ხშირად ვფიქრობ, განსაკუთრებით მგზავრობის დროს.  ახლა ველოდები სანამ საძიებო სისტემაში ჩავარდება ჩემი ბლოგის მისამართი, მერე ახალი გეგმები მაქვს. მალე უფრო საინტერესო  გახდება აქაურობა, თუმცა წინასწარ მაინც არ მიყვარს ლაპარაკი და მერე თვითონ ნახავთ რაც იქნება.

Have a nice day!

წავედი მე!

Posted on 25/01/2010, in me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ხო მეც მაგ დღეში ვარ. ჩაბარებული არ მაქვს უკვე მეორეჯერ ვაბარებ…

    იმდენს არ მასწავლიან რამდენსაც გამოცდებს ატარებენ..

    ბლიად..

    წასულან…. თავის უნივერსიტეტიანად..

  2. ყოველთვის მჯეროდა შენი გენიალური იდეების :* :* :* :*

  3. კნუტი

    მომავალ კვირაში მეც გამოცდები მაქვს =(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: