კინომანია

მ შუა გამოცდების პერიოდში,  დრო მომეჭარბა და კინოების ყურებას მივყავი ხელი. გასართობს ყოველთვის იპოვნის ადამიანი, მთავარია გული გულობდეს😀. სანამ ბოგერობას და ფეთის თამაშს დავიწყებდი, ინტერნეტს ძირითადად ფილმების საყურებლად ვიყენებდი, ზაფხულობით დღეში 2-3 ფილმს მაინც ვუყურებდი. რომელიც მომეწონებოდა დისკზე ვიწერდი და ისე ვინახავდი, თორემ ჩემი კომპის 80 გეგაბაიტი მაგდენს ვერ დაიტევდა  :D

დიდი ხნის შესვენების შემდეგ დღეს ისევ მივადექი bude.ge-ს. პირველივე გვერდზე დავინახე პოსტერი, ჰილარი დაფის გამოსახულებით. ეს მსახიობი დიდად არ მომწონს, მაგრამ მაგის მონაწილეობით ფილმებს ყოველთვის ვუყურებ ხოლმე, რაღაც მსუბუქი და სახალისოა. ასეთ ფილმებს მე და ჩემი დაქალი “დებილ კინოებს” ვეძახით :)) როგორც წესი ფილმებს ყოველთვის მასთან ერთად ვუყურებ. მარტო ყურება არ მიყვარს, თორემ მეზარება ხოლმე იმის ლოდინი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და პირდაპირ ბოლოში ვახვევ რომ გავიგო რა მოხდება. დღეს მარტო ვიყავი, მაგრამ ბოლოში გადახვევა ვერ მოვახერხე მაინც. გამაწამა ამ ინტერნეტმა. ჯელინკის 30 ლარიანი პაკეთი მაქვს ჩართული და 200 კილობაიტით ძლივს იწერს. არავინ თქვას კავკასუსი კარგიაო, ძაან გააბანძეს სერვისი, ასე თუ გაგრძელდა,  სხვა პროვაიდერს მივმართავ და ეგ იქნება.

მოკლედ ჰილარი დაფი ასეთ ფილმში არასოდეს მინახავს, ამ როლს ალბათ ლინდსი ლოჰანი უფრო მოუხდებოდა, თვითონაც ეგეთი ტიპია და იმიტომ. მთავარი გმირი, სახელად გრეტა (ფილმსაც ასე ჰქვია) ძალიან უცნაური გოგოა, ზაფხულის არდადაგებზე ბებია-ბაბუასთან გააგზავნიან, ეს კი გადარევს იმ საწყლებს. თავის მოკვლა აქვს ამოჩემებული და წიგნაკში, რომელიც ყოველთვის ხელზე აქვს დამაგრებული, თვითმკვლელობის ხერხებს იწერს. ბოლოს გადაიფიქრებს და ყველაფერი ჰეფი ენდით დამთავრდება. Georgia Rules-ს მაგონებს ეს ფილმი რაღაცით.

“დებილი კინოების” გარდა, მიუზიკლების ყურება მიყვარს ძაან. ძირითადად ასეთ კინოებს ვიწერ ხოლმე დისკზე, ჩემს უჯრაში მყოფი დისკების უმრავლესობას ძველი ფილმები და მიუზიკლები წარმოადგენენ. “ქარწაღებულნი”, “შერბურის ქოლგები”, “მუსიკის ჰანგები”,  “მულენ რუჟი”… ესენი შემიძლია 1000 ჯერ ვნახო და არ მომბეზრდეს.

ახლა კავკასუსში იმეილი გავგზავნე, სიჩქარის დავარდნის გამო. თუ რამე მიშველეს,  კიდევ რამდენიმე ფილმი მაქვს ამორჩეული და გადმოვწერ, თანაც გამოცდებიც მალე დამიმთავრდება და  დროც ბევრი მექნება მათ საყურებლად.

Posted on 26/01/2010, in Movies and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. სწორად ახლახანს დავდე კინემატოგრაფთან დაკავშირებით ჩემს ბლოგზე იდეა და ეს პოსტი, რომ დავინახე ქართული ვორეზების copy/paste გამახსენდა, მაგრამ მერე კარგად დავაკვირდი დროს და მივხვდი, ერთი დღით დამიგვიანია და კიდევ აქეთ გადანაშაულებდი… მაპატიე, გეთაყვა, თუ შეიძლება… (მინუს ხმისთვის)
    კავკასუსს რაც შეეხება, მე მეგაბაიტით და 200 კილობაიტით ვიწერ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში მეგაბაიტს იშვიათად, რომ ჩამოსცდეს… : P

    • ეგ არაფერი.

      მეც მაგ სიჩქარით ვიწერდი ადრე და ეხლა გაფუჭდა რატომღაც. შენ საიდან იწერმაგ სიჩქარით?

  2. ყველგნიდან…😀 link.ge, upload.ge, file.gadzove.com, files.ge <– premium makvs, nu tu kai ftp-ebi akvts saitebs ikidanac…😛
    qartuli klaviatura davayene ceghan saitze tu ginda dagexmarebi, shecdomis gamosasyidad…😛

    • არ ყენდება ქართული კლავიატურა ვორდპრესზეო და… დაყენდება ვითომ?

  3. კარგი დიზაინი გაქვენ… : P

  4. კაი თუ არ ყენდება ნუ დააყენებ, ჩემს ბლოგზეც არ შემოსულხარ გეტყობა და არც უცნაური მოგინახულებია… : P
    არც დოინ.ჯი… : P

    • შენს ბლოგზე ვიყავი და ვიცი როგორც გაქვს, მაგრამ მე ჩვეულებრივი ვორდპრესი მაქვს და ამას არ ეცვლება არაფერი, დიზაინშიც ვერ შემაქვს ცვლილებები თითქმის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: