Just invisible…

ანდახან ალბათ ყველას უჩნდება სურვილი რომ არ ჩანდეს. ყველაფერს ხედავდეს, ყველაფერი ესმოდეს, მაგრამ  შეუმჩნეველი იყოს. ყველას თუ არა ბანდიტებს მაინც მოუვიდოდათ ეს აზრი თავში😀 არა, მე არაფერი დამიშავებია და არც მართლმსაჯულებას ვემალები, უბრალოდ ისეთ ხასიათზე ვარ, როცა  არ მინდა ვინმემ მნახოს. სად ნახავ საკუთარ სახლზე უკეთეს სამალავს? ჰოდა დილიდან  ვზივარ აქ ჩემთვის ჩუმად, გამორთული მობილურით, გათიშული Skype-თ  და Yahoo- თი. ვინ მიპოვნის აბა ძალიანც რომ მოინდომოს?😀

მიზეზი ორია: არ მინდა ვინმეს განწყობაზე უარყოფითად ვიმოქმედო და არ მინდა სხვამ იმოქმედოს ჩემს განწყობაზე.

ვერ ვიტან მუდამ ცხვირჩამოშვებულ ადამიანებს. როცა ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი ცუდ ხასიათზეა ან ნაღვლიანი თვალებით იყურება, მზად ვარ საკუთარი იდაყვი დავიკბინო, ოღონდ როგორმე გავაცინო და ხასიაზე მოვიყვანო. სამწუხაროდ ყოველთვის ვერ მოახერხებ ამას. ზოგჯერ უბრალოდ გამაღიზიანებელია მუდამ მომტირალი სახის ყურება. საითაც გაიხედები, ყველას პრობლემა აქვს, ყველა წუწუნებს, ვიღაცას ფრჩხილი მოტყდა და ახლა ტვინს ბურღავს იმაზე წუწუნით თუ როდის გაეზრდება რომ ნორმალური ფრენჩი გაიკეთოს, იქით ვიღაცამ გამოცდაში 40-დან 39 ქულა აიღო და პროტესტს გამოთქვამს. ამოვიდა ყელში! ზოგჯერ მინდა ხმამაღლა ვიყვირო რომ სულ ფეხებზე მკიდია მათი იდიოტური პრობლემები! არ შეძლება ამდენი უარყოფითი განწყობა წარმოქმნა მხოლოდ შენი სულელური “გასაჭირის” გამო, მაშინ როდესაც სადღაც ვიღაცა შიმშილით კვდება ან ინვალიდის სავარძელს უპრეტენზიოდ ეგუება.

ყველაფერი ხომ შედარებითია ამ ქვეყნად. ერთხელ მაინც მოგვივიდეს თავში რომ ჩვენი დღევანდელი პრობლემა იმ ადამიანის პრობლემებს შევადაროთ, რომელიც ჩვენზე უარეს დღეშია და მივხვდებით რა ბედნიერები ვართ რომ ორივე თვალით ვხედავთ, ორივე ფეხი გვაქვს, თუნდაც გამოცდებში არ ჩავჭრილვართ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ტირილში და ვერ იპოვნი მას.

ახლა, მას შემდეგ რაც უკვე 2 ჭიქა ყავის შთანთქმა მოვასწარი, ჩემთვის ვზივარ და ვემალები მთელი ქვეყნის პრობლემებს, ყველანაირ ბოღმას და ენერგოვამპირიზმს. არ ვარ ახლა არავის გამხიარულების და ხასიათზე მოყვანის განწყობაზე, თანაც არ მინდა შემთხვევით ვინმეს ჩემი პრობლემები მოვახვიო თავს. ერთს მაინც ვიტყვი: ხალხო, გაიღიმეთ, რადგან თქვენ ვიღაცასთან შედარებით ძალიან ბედნიერები ხართ, ოღონდ უკიდურესობაშიც ნუ ჩავარდებით, თორემ პრობლემების მოგვარება დაგავიწყდებათ. თუ მაინც ვერ ერევით თავს, შეგიძლიათ თქვენც ჩემსავით დაიმალოთ. სულ არ არის მოსაწყენი, მითუმეტეს რომ სახლში საქმე არასოდეს გამოილევა და თავშესაქცევს ყოველთვის იპოვნი, თუ მოინდომე.

წავედი მე, ჩემი ბისერების სამაჯურის კეთებას გავაგრძელებ. ინტერნეტში წავაწყდი  ახლახანს და გადავწყიტე მეცადა.ნიმუში აი ასე გამოიყურება, მე სხვა ფერებში ვაკეთებ. მართალია ჩემს ხელზე ასეთ რაღაცეებს ვერ ნახავთ, მაგრამ ვინმეს მაინც ვაჩუქებ მერე.

Posted on 27/01/2010, in me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. მშვენიერი თავშესაქვევია🙂 ადრე მეც ვაკეთებდი ბისერებით სამკაულებს, მაგრამ ერთხელ თუ ვიკეთებდი ისიც პირველი ემოციების გამო და მერე ეგრე მქონდა ხოლმე მიგდებული : ))

    შენ ჩემზე უკეთესი ხარ, გაჩუქება მაინც არ გენანება😀

    • თუ არ მჭირდება რათ მინდა აბა😀 ერთი ეგზემპლარი მაქვს მხოლოდ შემონახული ნიმუშად😀

  2. ასეთი დღეები ხანდახან საჭიროცაა, პირადად ჩემთვის ეს დასვენებაა🙂

  3. კარგია, მაგრამ სადაა…

  4. problemebi porblemebi……
    rato edrebi maindamainc cuds kargs shedare :))) rato edrebi cal pexian kacs? shedare tramps da is ipiqre ro imas tu aq me rato ar unda mqondes ? tan mitumetes tu yvelaperi mwyobrshi gaq ?:)))

    ra momentia eg ici chemi azrit roca ubralod daigale yvelaprisgan sheni tavisganac ki daigale da ubralod ginda marto iyo wamowve daisveno ipiqro tavic ki daigruzo mara es yvelaperi ginda ra :)) da mag yvelapers megobrebs da sxva pirebs nu abraleb😀

    problemis shen tavshi moedzebna dznelia magram sxvashi modzebna ki umartivesi…

    • არ არის მასე. კონკრეტულად არ მახსოვს ამ პოსტის დაწერა რა გარემოებამ მაიძულა, მაგრამ მაშინ მართლაც “პაბეგში” ვიყავი. ალბათ იმიტომ რომ ბევრი ხალხი მეხვია გარშემო და მათ დასანახად ვალდებული ვიყავი გამეღიმა. რომ არ გამეღიმა, მკითხავდნენ რა გჭირსო. მე კი ვერ ვიტან ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, როცა ვიცი, რომ ვერაფერს მიშველიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: