მისი უთორმეტსართულიანესობა!

მაააღლივი –  ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დააარდიაა… ლალალალალააა…

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა :)) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე  ახლავე გეტყვით.

იმის გამო, რომ ამ ბოლო დროს გამოცდების გამო ნერვებს დიდად აღარ ვიტვირთავ, გადავწყვიტე იოლი გამოსავალი მეპოვნა.  სინდისი შემაწუხებდა რომ ამ გამოსავლით მხოლოდ მე მესარგებლა, მაგრამ სადაც მთელი კურსი, იქაც მე :))) შესანიშნავი გამოთქმაა ეს “თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამა”, დღითიდღე ვრწმუნდები მის სისწორეში. ახლა ხელმეორედ გვაწერინებენ, რადგან გატყდა ეს ამბავი, ყველაფერი საწყალ სტუდენტებს დაგვბრალდა :(( არადა საიდან გვქონდა ეგ პასუხები კაციშვილი არ კითხულობს. მოკლედ რეფორმებია გასატარებელი მაღლივში.

ახლა თვითონ მაღლივი

მაღლივი, თსუ-ს მეათე კორპუსი, მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩაზე, ნომერი ზუსტად არ მახსოვს. ცოტა უცნაური და ერთი შეხედვით მიუვალი ადგილია, მაგრამ როგორც გავიგე მაგას ადრე მხოლოდ უნივერსიტეტის ფუნქცია არ ეკისრა, კვლევითი ცენტრი ყოფილა და ობსერვატორიები ჰქონია. შენობა 13 სართულიანია, მაგრამ მეცამეტეზე არ აისვლება, რაღაც გისოსებით არის დაკეტილი და ცნობისმოყვარე სტუდენტებისთვის მიუღწეველი (ქსეროქსი მაინც გახსნან😀 ძაან ავიჩემე ეს იდეა ), პირველკურსელებისთვის მაინც🙂

გაგიკვირდებათ და ზედა სართულებზე ასაღწევად შენობაში 8 ლიფტია დამონტაჟებული, მაგრამ როგორც დავაკვირდი მორიგეობით მუშაობენ და მუდამ დიდი მოთხოვნაა მათზე, სულ რიგი დგას. მეც სულ იმ რიგში ვდგავარ, მაგრამ მერე მაინც კიბით ავდივარ. იდგები 10 წუთი სანამ კაბინა მე-12 სართულიდან ჩამოვა, ამასობაში მოვა ორი ლექტორი, შევა, დააჭერს ღილაკს და წავა. მეყოლე ვარდივით😀 ლიფტის გარდა რესურსცენტრის კომპიუტერებზეა დიდი მოთხოვნა, ერთი Good Food ვერ ამართლებს მგონი. ამიტომაც დააპატარავეს😛

ამის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო ატრიბუტითაა აღჭურვილი იქაურობა. მაგალითად ბიბლიოთეკით, სადაც გამოცდები ტარდება. როგორ ვიცინი ხოლმე სოციალური და პოლიტიკური ფაკულტეტების სტუდენტებს რომ ვხედავ იქ გამოცდებზე, შეწუხებული სახეებით. გამოცდებზე მეტად მგონი მაღლივის ბიბლიოთეკაში ამოსვლა აწუხებთ, გეგონება ჩოხატაურში გააგზავნეს😀 ბიბლიოთეკა ოფიციალურად ჰქვია მგონი  მაგ შენობას, თორემ წამლად 1 წიგნი რომ გინდოდეს, ვერსად იპოვნი.

კინაღამ გამომრჩა ხიდის ხსენება. მაღლივის წინ ჩამოდის მდინარე ვერე, ამიტომ მეორე მხარეს გადასასვლელად უზარმაზარი ხიდია აშენებული, ადრე საბაგიროც იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ბუტაფორიაა. იმ ხიდს გადაღმა საინტერესო ფაქტებს შეგიძლიათ წაასწროთ :D  (სულ გაფუჭდა ეს ახალგაზრდობა) :P რას ერჩი ჰაერი კაია, ბუნება კაია.

მოკლედ “მაღლივი” ყველაზე განსხვავებული უნივერსიტეტია მგონი საქართველოში. ერთდროულად ხარ სტუდენტიც და “მაღლიველიც”. რაღაც თითქოს სექტაა თავისებური,მრომელიც სხვადასხვა ქვესექტებად იყოფა. ყოველ წელს ამ სექტას 1000 ზე მეტი მიმდევარი უერთდება და კიდევ უამრავი აკლდება. მაღლივი გვეუნება ხიშტი მინუს ორასიო.😀 სინამდვილეში ამას ვინც გვეუბნება  ყველამ ვიცით ალბათ, მაგრამ მაღლივში პლაგიატი არავის უკვირს, სტუდენტით დაწყებული,…..

წავედი ეხლა, ჭეშმარიტ ბიზნესზე უნდა ვისაუბრო.  :D

გულს რომ გაუხარდეს, მაღლივის პროექტს დაგიტოვებთ

Posted on 29/01/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 17 Comments.

  1. ნუ არ შეიძლება თავს მაღლიველი უწოდო თუ რამოდენიმე პირობა არ შეგისრულებია:
    1) ეს ყველაზე მთავარი პირობაა, აუცილებლად უნდა იქეიფო გომი ლუქსით, მჟავე კიტრით და ქავთარაძის ლავაშით მაღლივში ან მაღლივის მიმდებარე ტყეში!!
    2) მაღლივში უნდა ითამაშო ჯოკერი ზემოთ ხსენებულ ” პონტზე”
    3)ერთხელ მაინც უნდა დაწყევლო ლექტორი ზურეგსუკან
    4)აუცილებლად უნდა დატოვო მაღლივის რომელიმე კედელზე მსგავსი სახის წარწერა: ანზორს + ნოდარი = შეყვარებულებს, ან 2ფაქი 4ევეეერ ან უბრალოდ 3 ასოიანი კომბინაცია $%^
    5) ერთხელ მაინც უნდა დაგრჩეს სტუდბილეთი და დაცვას ეჩხუბო
    6) უნდა შეგეტენოს კალკულუსი, ნუ კალკულუსი თუარა სხვა საგანი მაინც
    7) ქავთარაძეზე ერთხელ მაინც უნდა აღმოაჩინო ხაჭაპურში თმა (დამიჯერეთ ყოველი მესამე ხაჭაპური მომგებიანია და წარმატების შემთხვევაში შეგიძლიათ მეორე ხაჭაპური მოსთხოვოთ გამყიდველს სრულიად უფასუდ )
    8)მაღლივის რომელიმე დამლაგებელთან უნდა იყო ნაჩხუბარი (სასურველია ვერცხლისსკბილება ქურთი იყოს მაგარს ილანძღება )
    9)მაღლივთან ერთხელ მაინც იმდენხანს უნდა დააბირჟაო რო დაგაღამდეს
    10) მაღლივის ტვალეტში მდებარე ჟანგიანი ონკანიდან ერთხელ მაინც უნდა გქონდეს წყალი დაგემოვნებული

    მაღლიველების შესასრულებელი აუცილებელი 10 მცნება ამათი გაკეთება ყველა მაღლიველისთვის აუცილებელია

    ესენი დაგავიწყდა😀 და ამას კიდე ბევრი აკლია😀

  2. რაო, რეები ხდება ტყეშიო?

  3. კომენტ მოდერაცია, შენც არ აგავსონ სპამით🙂

  4. me13 ze sulac araa gisosebi, iq ertii chabnelebuli derefania, amitom aravin ar adis, iqauroba ragac saidumlo gvirabivit gamoiyureba, eg iseti adgilia rom cxovrebashi ertxel mainc unda naxo🙂

    • ერთხელ ავიხედე და საფუძვლიანად დაკეტილი ჩანდა.

  5. ra kargi posti iyo ^^. bibliotekaze sulita da gulit getanxmebi, : | danarchenzec, kargi iyo, momewona. :*

  6. hahaa bavshvebo bevri vicinee :D:D:D magram es albat upro simwris sicili iyo wels mec MAGLIVELI gavxdi da sashualeba medzleva tavad veziaro mis (zemot xsenebul) girsshesanishnaobebsa tu wes-chveuebebs (ar vici rogori smaili mouxdeba daboloebas sevdanarebi simwris sicilis smaili jer aravis gamougonia xo :D)

  7. 1) sul gogoebi ratom fostaven?
    2) mxolod maglivs sheudzlia ganatlebuli lotebis warmoeba..

  8. sunwaited.. shen rasac wer komunistebis dros iyo, studbileti sul ar minaxavs 2 welia.. maglivshi magari kai tipebi arian dacvashi.. dalevaze da jokerze ar axureben.. (tu sastavshi, 1 gogo mainc moewonat) :D:D:D

  9. შენ რა გინახავს არე ვიცი, მაგრამ 2 სტუდბილეთი ამქვს უკვე, პირველი კურსიდან მოყოლებული😀😀😀

  10. gqondes mara me sxva ram vtqvi… studbiletis gareshe ar gishvebeno megobaroo : ))

  11. bobliotekashi imdeni wignia ramdenic ginda marto moikitxe… chamtebs sadac vtovebt xolme imis gverdzea😀

  12. tu dagchirdebat icodet😀

    • 4 წლის წინ მჭირდებოდა და არ იყო და ახლა იქით მივუტან წიგნებს თუ უნდათ😀

  1. Pingback: მის უთორმეტსართულიანესობა ანუ … მაღლივი! | ახალი ამბები განათლების სფეროში | news.edu.aris.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: