ჯანსაღ ეზოში ჯანსაღი ჰაერია

მგონი სადღაც აღვნიშნე, რომ თინის პოსტები ჩემზე ხშირად ახდენენ ზეგავლენას და ბევრ საინტერესო ფაქტს მახსენებენ ჩემი ცხოვრებიდან. ახლა კიდევ ერთს გავიხსენებ აი ამ პოსტის ზეგავლენით.

გარემოს დაცვის საკითხი ჩემი დიდი ტკივილია ბავშვობიდან მოყოლებული. მე-5 კლასში რომ ვიყავი, სკოლაში რაღაც ფილმი გვაჩვენეს ეკოლოგიასთან დაკავშირებით. გვესაუბრნენ კიდევაც გარემოს დაცვაზე  და მისი გაფრხილების აუცილებლობაზე. ახლანდელთან შედარებით თბილისის ქუჩები მაშინ ერთ დიდ სანაგვეს გავდა, ხალხისთვის კი ეგ ყველაზე უმნიშვნელო პრობლემას წარმოადგენდა. ჩვეულებრივი ამბავი იყო ქუჩაში ნებისმიერი საზიზღრობის დაგდება, მიჩვეული იყო ყველა ამ ამბავს. ვინ იყო ის ხალხი, ვინც ეგ ფილმი გვაჩვენა არ ვიცი, მაშინ კი გვითხრეს, მაგრამ აღარ მახსოვს. ყველას გამოგვკითხეს ჩვენი აზრი, თუ როგორ უნდა გადაჭრილიყო ეს პრობლემა, ვისი ბრალი იყო ასეთი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა და გვეშველებოდა თუ არა რამე. ცოტა სასაცილოა არა მეხუთე კლასელებთან ამაზე ლაპარაკი? დიდად არავინ დაინტერესებულა, მაგრამ იმ დღიდან ხშირად ვფიქრობდი ამ ამბავზე. სასტიკად მაღიზიანებდა ყველაფერი, რაც გარემოს ზიანს აყენებდა, ნაგვის დაყრით დაწყებული, მანქანის გამონაბოლქვით დამთავრებული.

ჩემი სახლის ადგილმდებარეობაში ნამდვილად გამიმართლა. ცენტრალურ გამზირებთან შედარებით აქ  მანქანები ბევრად ნაკლებად მოძრაობენ, თანაც გარშემო ყველაფერი მწვანეა, უამრავი სხვადასხვა ჯიშის ხე დგას და ზაფხულობით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს. აი ასეთ განცხრომაში ვიმყოფები, თუ ვინმემ ეზოში კოცონი არ დაანთო და არ გაბოლა ყველაფერი.

2 წლის წინ, ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, დილით კომპიუტერთან მჯდარს რაღაც საშინელი ხმა მომესმა, მეგონა კორპუსი ჩამოინგრა. გარეთ გავიხედე, მაგრამ არაფერი ჩანდა. ცოტა შევშინდი კიდევაც, მარტო ვიყავი და ანას (ჩემი დაქალი და მეზობელი) დავურეკე რომ მეკითხა რა ხდებოდა.  თურმე ჩვენს კორპუსში, მეცხრე სართულზე ახლად გადმოსულ მეზობელს, რამდენიმე ხე თვალში არ მოსვლია და მოჭრა განუზრახავს. ის საშინელი ხმა თურმე წაქცეული ხის ბრალი ყოფილა, ეზოს მეორე მხარეს იყო და იმიტომ ვერ დავინაზე რა ხდებოდა. გარეთ რომ გავედი, უკვე მეორე ხეს ჭრიდნენ, მეზობლები კი აივნებიდან უყურებდნენ პირდაღებულები, უყურებდნენ და არაფერს ამბობდნენ. აი მაშინ იფეთქა ჩემმა სტაბილურმა ნერვებმა.  ეზოში როგორ ჩავედი არ მახსოვს. რა ამბავია აქ-მეთქი იმხელა ხმაზე ვიყვირე, იმ ხერხის ზუზუნშიც კი ყველამ გაიგო. მომიტრიალდა ჩემი ახალი მეზობელი და მითხრა, რათ გვინდა ეს ბებერი ხეები ეზოშიო. აჰა ესეიგი ხეს თავისი გამოყენების ვადა ჰქონია და დედლაინი ამოსწურვია. მაშინ კი თავხედობაზე გადავედი და ვუყვირე, ამ ეზოში მოსიარულე ბებრებიც ბევრია თქვენი თამადობით და მაშინ თქვენც მოგჭრან და წაგათრიონ-მეთქი.

სამწუხაროდ იმ ხეებს უკვე ვეღარაფერს ვუშველიდი, მაგარამ მისი ფოთლებითა და ტოტებით ყოველდღე ნაგვიანდებოდა იმ მეზობლის სართული, ონავარი ბავშვების მიერ. დიდხანს და სასტიკად ვაწვალეთ, მერე წავიდა და რამდენიმე ნერგი  ჩარგო იმ ხეების ადგილას. ნეტავ თუ გაიზრდებიან… რაღაც ეჭვი მეპარება, ისე უგულოდ რგავდა…

აი ასე  მაბრაზებს ბუნებისადმი უდიერად დამოკიდებულება.

P.S. გავუფრთხილდეთ გარემოს და არც ის დაგვრჩება ვალში.🙂

Posted on 01/02/2010, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. სხვათაშორის ეხლა დავფიქრდი ნეტა ჩემს ეზოში თუ ხდება მასეთი რაღაცეებიითქო.
    ერთხელ მახსოვს სოფლიდან რო ჩამოვედი წინა ეზოში ხეები იყო გადაჭრილი და გული დამწყდა =(( თუმცა ბოლომდე მაინც არ მოუჭრიათ და შესაბამისად ადვილად გადასატანი იყო.
    სხვა ეგეთი ფაქტი არ განმეორებულა. პირიით სულ უვლიან ორივე ეზოს. ეხლაც რაღაცას აკეთებენ დაბლა ბესეტკის პონტში და კაკუნი მაწუხებს😀

    • აუ ჩემთან ბანკს აკეთებდნენ შარშან და რა ხმები ამოდიოდა იცი?😀😀 სამაგიეროდ ეხლა ლამაზადაა იქაურობა.🙂

  2. შემოგევლე. :-* გულში რაღაცამ დამარყა ის ადგილ რომ წავიკითხე “აქ რა ამბავიაო” ისე ნათლად წარმოვიდგინე..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: