Relax

ოსტების ნაკლებობას განიცდის ბოლო დროს ჩემი ბლოგი. გამოცდები არ მთავრდება და ჩემი მოსვენებაც არ არის. არდადეგები ჩამეშალა და ვზივარ ახლა, მომდევნო გამოცდის მოლოდინში და ვფიქრობ თუ როგორ დავისვენო რომ მომდევნო სემესტრს მომზადებული შევხვდე. სტრატეგია უკვე დავსახე და არ ვაპირებ გადახვევას თუ რამემ ხელი არ ჩამაქნევინა.

ახლა კი ვისვენებ. დღეს გიჟური დღე მქონდა.  მაგრად გაგვამასხარავეს სტუდენტები მაღლივში, მარა ეგ არაფერი. აქეთ-იქით სირბილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ცოტა ძნელია როცა დილის 7 დან საღამოს 6 საათამდე ჭამას ვერ ახერხებ.

სამაგიეროდ 2 დღე საფუძვლიანად დავისვენებ ( თუ დამცალდა). საკმაოდ “ჩემებური” დასვენების მეთოდები მაქვს, სულ არ მჭირდება ჯაკუზი და მასაჟისტი. მთავარია 12 საათის განმავლობაში მშვიდად მეძინოს და არავინ გამაღვიძოს. მერე ავდგე, ჩავრთო კომპი და გასართობ საიტებს ჩამოვუარო, თან მუსიკას მოვუსმინო. თუ კარგი ამინდი იქნა, სასეირნოდ წავიდე, მერე მოვიდე და რამე დავბლოგო.

დაბლოგვაზე გამახსენდა, კაი ხანია უკვე ბლოგოსფერო და არა მხოლოდ ბლოგოსფერო “ნიჭიერმა” მოიცვა. ყველგან ნიჭიერი, ყველა საიტზე, ფორუმზე, ბლოგზე… myvideo-ზე ვუყურენდი ახლახანს რაღაც ფრაგმენტებს ამ შოუდან და  http://www.myvideo.ge/?video_id=751331

სამწუხაროდ მაივიდეოს არ სწყალობს ვორდპრესი და ვიდოეს ვერ ვდებ. ალბათ ისედაც ყველას ნანახი გექნებათ. უნიჭიერესი ქალი, მართლაც რომ ემოციების გარეშე შეუძლებელია ამ ვიდეოს ყურება.მაგრამ იქვე საშინელი გაღიზიანება და ბრაზი. უსაზიზღრესები ვართ ეს ქართველები, ერთმანეთის დამცირების და დაცინვის ხარჯზე ვიწერთ ქულებს. იმ ოპერატორის და მემონტაჟის გაწიწკვნის სურვილი გამიჩნდა. რა ნახეს… ადამიანს მოშივდა და ჭამდა, აუცილებელია კამერა მიაყოლებინო ზედ? ან აუცილებლად ყველას სანახავად გამოიყვანო? ვითომ ეს სასაცილოა? უხერხული   მომენტია უბრალოდ, თორემ იმ ქალს მაგ სულელური კადრებით ვერაფერს “დააკლებენ”. ასევე ჟიურის გამომეტყველებაზე გვბრაზდი სანამ სიმღერა დაიწყებოდა. თიკა ფაცაციას რაც შეეხება, 10-ჯერ უფრო მეტად შემიყვარდა.

ესეც ნიჭიერის მცირე  “განხილვა”

წავედი ეხლა, მეძინება საშინლად. ხვალ დავბრუნდები ახალი პოსტით🙂

Posted on 04/02/2010, in სხვადასხვა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ჯერ არ მორჩენილხარ გამოცდებს?
    მე მოვრჩი და ახლა აღარ ვიცი რა ვაკეთო, ისევ გამოცდები ჯობდა :დ

    • გილოცავ🙂 არა, კიდევ 1 დამრჩა მაგრამ არ გვეუბნებიან როდის გვექნება😦 აუ სახლიდან გასვლა თუ გეზარება მაშინ მართლა ძნელია არდადებების სახლში გატარება.

  2. მარ შენი არ ვცი მარა მაქ ქალის ”გამოსვლა” დადგმული მგონია. ბრიტანეთში რომ ფერმერი ქალი იყო და ყველა რომაღფრთოვანდა მ გახსოვს. აი ზუსტად მისი ანალოგია. იმ დღეს ვუყურე მაგ ვიდეოს და იგივეა ზუსტად.
    ხო რაც შეეხება დასვენებას სულ ცოტა დაგრჩა და ეგაა რა.

  3. ხო, მეც ვნახე ის ვიდეო და მართლა გავს, მაგრამ ამ ქალის ქცევა არ გავდა დადგმულს. შეიძლება თვითონ იმათმა გათვალეს ისე რომ ამერიკული ვარიანტის მსგავსი გაეკეთებინათ.

    დასვენებას რაც შეეხება მინიმუმ 1 გამოცდა მაქვს კიდევ ჩასაბარებელი😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: