ესეც ასე..

ოვლის მოსვლას რომ ეღირსა თბილისი ეს უკვე თითქმის ყველა ბლოგზე განხილული თემაა. რამდენი ხანი ველოდი ამ თოვლს და რა დროს მოვიდა. დამცინეთ, არ მოგერიდოთ :))) დეკემბრიდან დაწყებული ყოველდღე ამინდის პროგნზოს “ვჩხიბავდი”, იქნებ როგორმე ითოვოს მეთქი მაგრამ… მერე ბაკურიანში წასვლა დავაპირე…  წელს ძალიან მქონდა  თოვლის მოსვლა აჩემებული, თითქოს არ მქონდეს ნანახი ან 5 წლის ვიყო და ციგით სრიალი მიხაროდეს.

ახლა მოვიდა ნანატრი სტუმარი, მე კი ვუყურებ ფანჯრიდან ეზოში მოთამაშე ბავშვებს… მეც მინდაააა.. მაგრამ რადროს თოვლია, მინიმუმ 1 ხელახლა ჩასაბარებელი გამოცდა მელოდება. იქამდე ჯერ საკმარისი დრო მაქვს, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებ, გარეთ ფეხს ვერ ვადგამ. უარესის ღირსი ვარ, დროზე უნდა გამეუქმებინა ის ფეთი.😛

მერვე კლასში ვიყავი როცა ბოლოს ვიგუნდავე. ძაან მაგარი ციგა მქონდა,   ბიძაჩემმა  მიყიდა 5 წლის რომ ვიყავი. მახსოვს როგორ მიხაროდა🙂 რამდენჯერ გადმოვვარდნილვარ იმ ციგიდან, მაგრამ  სულ ვიცინოდი რომ დედაჩემს არ ჰგონებოდა რამე ვიტკინე და სახლში არ ავეყვანე. არადა რამდენჯერ ნატკენი ხელით, სიმწრით ამითრევია ის ციგა გორაკზე:)))

წავედი ეხლა მეცადინეობას გავაგრძელებ, თორემ ამ გამოცდაზე ვეღარაფერი მიშველის. ისე ამ ბოლო დროს ძაან დავეჩვიე პირადი პოსტების წერას.  მაგრამ არაუშავს, მალე გამოვასწორებ. მისახედი აქვს ეს ბლოგი აშკარად…

Posted on 07/02/2010, in me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. აი ვგიჟდები თოვლზეეეეეე…
    გუშნ მეც შენსავით ფანჯრიდან ვუყურებდი მაგრამ საღამოს მაინც გავინავარდე😀
    ციგა მეც მქონდა. ოღონდ მე გავაკეთებინა და არ სრიალებს =(( ახალი მაქვს საყიდელი აშკარად რა.

  2. uf, ordgiani tovlis…😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: