თოვლიანი პოსტი

“მარი რის მარია თოვლს და მოგუნდავე ბავშვებს მეექვსე სართულიდან თუ უყურა და ერთი თვითონაც არ დაიწვა თოვლის სიცივისგან ხელებიო” უთქვამს ვიღაცას🙂 ვიღაცას კი არადა მე ვამბობ. მართლაც რა გამაჩერებდა სახლში და როგორ დავტოვებდი ამ ნანატრს თოვლს ასე უყურადღებოდ. მაგრამ აქვე ერთ პრობლემას წავაწყდი: “მარტო ხომ არ ჩავალ”. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გონება გამინათდა და ის 12 თუ 13-სართულიანი შენობა გამახსენდა🙂 დიახაც,  მაღლივი ყოველთვის უდრტვინველად დგას თავისი ერთგული “მიმდევრების” სამსახურში.  ამ გაგანია გამოცდების პერიოდში, გამორიცხული იყო იქ ერთი ნაცნობი მაინც არ მენახა. თუმცა კიდევ უფრო გამიმართლა და თიკომ დამირეკა, ქულები გამოუკრავთ და ავიდეთ, გავარკვიოთო.  ქულა კი ვიცოდი, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა მქონოდა, აბა მარტო საგუნდაოდ იქ ვინ ადის (ნორმალური).

მეგონა ისეთი თოვლი დამხვდებოდა, მუხლებს დამიფარავდა, მაგრამ სად არის თოვლი და კაი ცხოვრება, მხოლოდ აქა-იქღა შემორჩენილიყო თოვლის ნაკუწები. ეგ არაფერი, “თუ გული გულობსო… ” ისევ ეს ანდაზა გამახსენდა (ამ ბოლოს სულ ანდაზები მახსენდება ყველაფერზე, ალბათ იმიტომ რომ ქართულ სიყტვიერებაში, თუ რაც არის,  ყველა სიტუაციას მინიმუმ 1 ანდაზა მაინც მიესადაგება) ჯერ ზემოთ ავედით. დეკანატის კართან ატუზული ბავშვები ხომ არასოდეს ილევა მაღლივში.  არ მაინტერესებს ქულები და არც გამოცდები. წავედი მეეე სანამ ის ნარჩენებიც არ დამდნარა. მაინც ავიყოლიე ზოგიერთები და წავედით. თო-ვლი, თო-ვლი… 

135-ის გაჩერებაზე

თოვლი ცოტა იყო, ნახევრად ტალახით ვიგუნდავეთ,  სამაგიეროდ ლოლოები იყო ბევრი და ვიხმალავეთ😀  :D რა თქმა უნდა მუხლამდე დასვრა არ ამცდა. კიდევ კარგი  ქუსლიანი ჩექმები არ მეცვა (რა წინდახედულობა გამოვამჟღავნე..) სამწუხაროდ ფოტოაპარატი არ მქონდა, ვერ ვეღირსე, რადგან ჯერ ყველა გამოცდა არ ჩამიბარებია. მხოლოდ ტელეფონის კამერის ამარა ვიყავით, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში.

ვეკოს დაჟინებული მოთხოვნით ვაგრძელებ ამ 2 დღის ნაწვალები პოსტის წერას.

ახლახანს Sunwaiting-მა ერთი თოვლიანი პოსტი გამოაქვეყნა და ყვლაფერი გამახსენდა რაც მანქანის “გაჭედვას” და თოვლს უკავშირდება. ყველაზე ძველს და საშინელს მოგიყვებით:

მართალია და-ძმა არ მყავს, მაგრამ ეს პრობლემა (თითქმის) არასოდეს მაწუხებდა, რადგან მათი “ახლო შემცვლელებით” მაინც დამაჯილდოვა ღმერთმა. ჩემს სამ დეიდას, ჯამში 9 შვილი ჰყავთ.  ჩემიანად 10-ნი ვართ დეიდაშვილები. მე ბოლოდან მესამე ვარ, გოგოებს შორის ყველაზე უმცროსი და ყალთაბანდი. ყოველ შემთხვევაში სანამ ინტერნეტის აბლაბუიდაში გავიხლართებოდი, საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, თან ხიფათიანიც (ამაზე მერე დავწერ). ხოდა რას ვამბობდი… ჩემს ერთ-ერთ დეიდაშვილს კახეთში აქვს სოფელი, დიდი სახლია და საკმაოდ “განვითარებული” სოფელია. ერთი სიტყვით დროს კარგად გაატარებ იქ თუ გული გულობს. ხოდა ზაფხულობით ყველანი იქ მივდიოდით ხოლმე რამდენიმე დღით და კარგად ვერთობოდით, ხან ლაშქრობებს ვაწყობდით, ბევრი ლამაზი ადგილი გვაქვს მოვლილი, ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მზემაც დამარტყა და იმის მერე ქრონიკული თავის ტკივილები მაწუხებს.

ერთხელ ერთი ასეთი გასეირნება ზამთარშიც მოვინდომეთ. იქ კაი თოვლი იცისო და მეც მეტი რა მინდოდა. თოვლი მართლა კარგი იყო, მაგრამ უკან დაბრუნებამ ლამის შემიწირა. შუა გზატკეცილზე მანქანას ბორბალი გაუსკდა, დაახლოებით საღამოს 9 საათი იყო. რას ვიზამდით, გადავედით მანქანიდან და გუნდაობა დავიწყეთ. 10 წუთი გავიდა – ბორბალი არ კეთდება… ნახევარი საათი გავიდა- უკვე მცივა… 45 წუთი – მიშველეთ ვიყინები, თბილად მაინც მცმოდა.

მოკლედ სახლში გაყინული მიმიტანეს. ვეღარ დავდიოდი, აღარც სურვილი მქონდა სიარულის, თვალებს ვატრიალებდი მარტო აქეთ-იქით. კაი ხანი ვიყავი ასე პარალიზებული, სამაგიეროდ გუნდაობა კი შემრჩა.

ახლაც კაი თოვლი დევს და ხვალისთვის  კიდევ ერთ თოვლიან თავგადასავალს ვგეგმავ. იმედია კრახით არ დასრულდება, ყოველ შემთხვევაში იმედია ჯანმრტელი და უვნებელი დავუბრუნდები ჩემს განუყრელ კლავიატურას და სავარძელს🙂

Posted on 12/02/2010, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. wow , მიხარია თუ პოსტის წერის სტიმულს გაძლევ😀

    ისე კი, კარგი თავგადასავალი გამოგვივა ჩვენც😀 ერთად თუ ვიგუნდავებთ😛

  2. ჩვენ ორივე ერთად ცოტა საშიშები ვიქნებით😀

  3. მაღლივი და 135 ქვეყნის ტკივილია მე თუ მკითხავ😦

    კიდე კაი რო მოთოვა თორე რაღას დაწერდით აწი😀

    ”თუ გული გულობს გუნდა ორი ხელით იჭმევაო?” – რა არა? ხო კაი😀

  4. მაგარია თოვლი რა. აი ყველაზე ყველაზე ძალიან მიყვაარს ზამთარში

    • ვა მართლა? მე მეგონა ზაფხულში ჯობდა :))))

      • ხო არ შემარჩინო ერთი სიტყვა უუფ.
        ზამთარში ყველაზე მაგარი თოვლიათქო- ეს ვიგულისხმეე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: