ასრულდა!

ღეს გავიღვიძე და მივხვდი რომ ეს ის დღე იყო, რომელსაც დიდხანს ველოდი. რა დღე?  დღე, როცა გამოცდები დამთავრებულია, შაბათია და დედაჩემს დანაპირების ასრულება მოუწევდა. გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ფოტოაპარატის ყიდვას მპირდებოდა. ჰოდა ეს დღეც დადგა.

დილით ჯერ კბილის ექიმთან უნდა მივსულიყავი, მაგრამ ჩემი ექიმი არ იყო ადგილზე და ამიტომ პირდაპირ “კიდობანში” წავედით. ახალ კიდობანში არ ვიყავი ნამყოფი, ამიჭრელდა თვალები იმდენი ფოტოაპარატების და ტელეფონების გარემოცვაში. მოფიქრებული მქონდა რომელიც უნდა მეყიდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ის მოდელი  მე არ გამომადგებოდა. ჩამოვუშვი ცხვირი…აღარ მინდოდა არაფერი, მაგრამ მერე ერთ მაღაზიაში შევედი, დიდი არჩევვანი არ იყო, მაგრამ მაინც დავუწყე ვიტრინებს თვალერება და ერთ კამერას დავადგი თვალი. გამყიდველი იყო რაღაც სასწაული, ძაან სასაცილო ვიღაც, ისე მიხსნიდა ფოტოაპარატების ფუნქციებს და რეჟიმებს,  ნამდვილად სიცილს დავიწყებდი ხასიათზე რომ ვყოფილიყავი. მერე შესადარებლად 2 კამერა აიღო და გარეთ გამიყვანა, ერთი ფოტოაპარატით მე უნდა გადამეღო სურათები, მეორით – იმას და მერე უნდა შეგვედარებინა. წერეთლის ბაღში ხალხი გადავრიეთ, გიჟებივით დავდიოდით და სურათებს ვუღებდით გამვლელებს, ხეებს, სკამებს, ნაგვის ურნებს…  :)))) ბოლოს ამოვარჩიე ერთ-ერთი და ვიყიდე. დღეს უკვე მეორედ დავტენე, იმედია არაფერი მოუვა და არ გამიფუჭდება.

რა თქმა უნდა, ეს ამბავიც ხიფათით დავამთავრე, ‘კიდობნის’ გამოსასვლელთან ქუსლიანმა ფეხსაცმელმა მიმტყუნა და… :)))) ეგ არაფერი, მთავარია არაფერი მომიტეხავს🙂 მაგრამ დიდი სასაცილო სანახაობა კი იყო.

Posted on 20/02/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ციფრული არაჩვეულებრივი რამეა. ეგ რომ არ მქონდეს რა მეშველებოდა არ ვიცი. სხვათაშორის რომ ვყიდილობდი მეც ორი ციფრული შემადარებინეს ოღონდ მაშინ დეიდაშვილისთვის ვყიდულობდი, მე დედიკომ ჩამომიტანა. მოკლედ არაჩვეულებრივია და მშივდობაში და აბა შენ იცი ბლოგს არ მოაკლო პოსტები.
    პ.ს გამოცდების დამთავრებას გილოცავ. იმედია წარმატებით დაწერე ყველა :ჵ

  2. romeli potoaparaTi iyide? gilocav, marTlac kargi shenadzenia ;;)

  3. Congrats! აბა შენ იცი, როგორ მოიხმარ! :*

  4. აუცილებელი შენაძენია : ))) გილოცავ და ხმარებაში გაგეცვითოს😀😀😀

    ჰო,კიდე, ყველა ახალი პოსტი რაღაცნაირად მიხარია😛

  5. 🙂 მე კი შენს პოსტებზე ვარ ხოლმე ჩასაფრებული🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: