პასიური ბლოგერი

ბოლო დროს ძალიან დავივიწყე ბლოგი. მიზეზებს ახლა ვუკვირდები, მაგრამ საბოლოო დასკვნა ჯერ ვერ გამოვიტანე.

ვერ ვიტყვი რომ დრო არ მაქვს პოსტების საწერად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. ხშირადაც შემოვდივარ, რამდენიმე პოსტიც დავიწყე, მაგრამ ვერ დავამთავრე რომ გამოვაქვეყნო. ვერც იმას ვიტყვი რომ მეზარება, რადგან ვამჩნევ რომ სიზარმაცის მაჩვენებელმა მკვეთრად დაიწია ჩემში. ალბათ უფრო მოტივაციის არქონის ბრალია ეს ამბავი, ან სხვაგან ჰქრის ჩემი გონება… რავიცი რავიცი…

პირად პოსტებს ვერ ვწერ, რადგან ამ დროისათვის საინტერესო არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. ზოგადი თემების განხილვაც ცოტა უაზროდ მეჩვენება, რადგან ამხელა ბლოგოსფეროში მინიმუმ ერთი ადამინი მაინც მოიძებნება რომლის პოსტებიც ჩემს აზრს შეესაბამება, ასე რომ ახალს მაინც  ვერაფერს ვიტყვი. სუბიექტური აზრის დასაფიქსირებლად, სხვის პოსტებზე კომენტარების დატოვებით შემოვიფარგლები.

არ ვიცი ეს “ჩავარდნა” რამდენხანს გასტანს. ერთადერთ გამოსავალს საინტერესო ამბების ან რჩევების მოძიებაში და დაპოსტვაში ვხედავ, მაგრამ არც ამის განწყობაზე ვარ, რადგან არ მინდა პოსტებს “ძალით დაწერილი” პოსტების სახე მიეცეს. ასეთი რაღაცეები სხვის ბლოგებზეც მაღიზიანებს. ჩემთვის არ არის სულ ერთი რას დაწერ, ოღონდ დაწერო რომ ბლოგს რეიტინგი არ მოაკლდეს.

წავედი ახლა და იმედია მალე დავბრუნდები.

Posted on 24/02/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. ჩავარდნა ყველგან და ყველაფერშია (с) მე🙂
    არაუშავს, გადაგივლის. მერე კი ისეთი დრო მოვა, ყველა ამბავს პოსტის თვალით შეხედავ😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: