ბურღ

2 კვირაა დაგეგმილი მაქვს ავად სახსენებელი და ყველასათვის საძულველი –  სტომატოლოგთან ვიზიტი.  შევამჩნიე რომ ორი კბილი ჯანმრთელად ვერ გამოიყურებოდა და გადავწყვიტე აღარ დამეყოვნებინა. ძალიან ვუფრთხილდები კბილებს სანამ დროა, რადგან სულაც არ მინდა 40 წლის ასაკში პროტეზით ვიარო, ჩემი სკოლის ზოგიერთი მასწავლებელივით . ახლა კიდევ სიბრძნის კბილი ამომდის და ეს ცალკე მიბურღავს ტვინს, გამოცდების დროს გამაყუჩებლებს ვეტანებოდი აქტიურად რომ კონცენტრაციაში ხელი არ შეეშალა ტკივილს. კიდევ ეგ მინდოდა ხელის შემშლელი😀

წინა კვირას ვერ მოვახერხე მისვლა, დაკავებული იყო ჩემი ექიმი, თანაც ისეთი არაფერიაო მითხრა, მაგრამ მე  მაინც დროზე მინდოდა  ამ პრობლემის აღმოფხვრა, სანამ რთულ ფორმებში გადაიზრდებოდა და ნემსის გაკეთება და უამრავი საზიზღარი ჩარევა დასჭირდებპდა ამ ამბავს.

დილით ავდექი და ექიმს მივაკითხე. ძალიან საყვარელი გოგოა, ყველაზე მშიშარა პაციენტებსაც 5 წუთში გაამხიარულებს. წინასწარ ვიყავი ჩაწერილი, მაგრამ მაინც მომიწია ცოტა ლოდინი. მერე როგორც იქნა შევაღწიე. ახლაც ჩამესმის ბურღის ხმა, ადრე ამ ხმაზე სულ მეძინებოდა ხოლმე😀  ეგ დიდი არაფერი, მაგრამ სხვა რამემ შემაშინა. ექიმმა მითხრა კიდევ ოთხ კბილს შენი ყბა ვეღარ დაიტევსო და ორთოდონტს უნდა მიაკითხო რჩევისთვისო, შეიძლება რამდენიმე კბილის ამოღება დაგჭირდესო. :((((რენტგენიც გადამიღეს დიდისამბით, სადაც გარკვევით ჩანს როგორ მოიწევს 4 კბილი, მე კი იმედი მქონდა რომ აღარ ამომივიდოდა. გამიგია კიდევაც რომ ზოგს არც ამოსდის და არიან არხეიდან.

მოკლედ აღარ ვიცი როგორ მორიგდებიან ჩემი კბილები, ისედაც დიდად ვერ ეწყობიან ერთმანეთს და ახლაც ახლები ემატება ნელ-ნელა.

წავედი ეხლა გამოსავალი უნდა მოვიფიქრო, რაც შეიძლება მარტივი და მისაღები, თორემ კაი სანახავი ვიქნები ბრეკეტებით რომ ვიარო უნივერსიტეტში. :))))

Posted on 27/02/2010, in me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. აუ, ვერ ვიტან სტომატოლოგებს…ერთხელ ერთმა გამამწარა და… არ დაელოდა როდის გამიყუჩდებოდა და პირდაპირ გამიბურღა წინა კბილი,სადაც ნერვი ახლოა…ეხლაც ჟრუანტელი მივლის ის ტკივილი რომ მახსენდება :S

  2. მეზიზგება სტომატოლოგებიიიი… აუ სიბრძნის კბილმა მეც გამიმწარა სიცოცხლე რა.. ისე ეც მივაკითხო ექიმს ჯობია |( იქნებ ესენიც ამოსაგებია ჰა?

  3. აუჰ, მეც მანდ მივალ😦
    კაი და სტერილური ექიმი მინდა, თორე დედა მყავს ეპიდემიოლოგი და ყველაფერი იცის, რაც გადადის არასტერილური ინსტრუმენტებით.
    მადლობა😉

  4. oo rogor miyvars stomatologi ro kbils ejikaceba🙂 ogond ara chemsas😀

  5. აუუუ, როგორ მიყვარს სტომატოლოგი რომ იცოდე, მე კბილის ექიმზე ვარ შეყვარებული😀 ვგიჟდები, ვაფანატებ და ჭკუა მეკეტება კონკრეტულად ერთ სტომატოლოგზე😀 მაგარი კაცია ძააან😀

    თან, სულ ახლახანს დაიწყო “მოღვაწეობა”, მაგრამ მაინც თვალის დაუხამხამებლად ვანდობ ჩემ თავს :DDDDDDD

    გაგაცნობთ თუ დაგჭირდებათ😛

  6. რას გვერჩით,ძალიან უწყინარი ხალხი ვართ კაცო😀

    sunwaited
    უთენგენათალე თენა :* :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: