ძილინებისა

ა არის იმაზე სასიამოვნო როცა  რთული, დამღლელი დღის შემდეგ შხაპს მიიღებ და დაიძინებ. მაგრამ ზოგჯერ ეს არც ისე ადვილია. საშინელებაა როცა უკვე სამი საათია წევხარ და ვერ იძინებ.  ასეთი შემთხვევა ხშირად მქონია და ახლა ამიტომაც წამოვჭერი ეს თემა. ბოლო დროს სულ გამოცდების ციებ-ცხელებაში ვიყავი და ორი კვირის განმავლობაში ღამის 5 საათზე მიწევდა დაძინება. ახლა გამოცდები მორჩა, სამეცადინო აღარ მაქვს, მაგრამ მაიცნ ვერ ვახერხებ დროზე დაძინებას.

რა თქმა უნდა, პიველ რიგში, ყავა შევზღუდე და გვიან ჭამაც ავკრძალე. ადრე უძილობის წინააღმდეგ ერთი სასაცილო საშუალება მქონდა მოფიქრეული. ყოველთვის როცა მეცადინეობის დაწყების დრო მოდიოდა, მაშინ მინდებოდა ჭამა, წყლის დალევა, ძილი და ა.შ. ხოდა როცა უძილობა შემაწუხებდა, საწოლთან რაღაც ჩემთვის უინტერესო წიგნს ვიდებდი წასაკითხად. როგორც კი კითხვას დავიწყებდი, 15 წუთში მეძინებოდა. სამწუხაროდ ახლა ამ ხერხზე უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავე, რადგან ისედაც სულ ძილის წინ მიწევს კითხვა და მეცადინეობა. ამიტომ სხვა საშუალებები მოვიძიე ინტერნეტში.

ხანგრძლივად სიფხიზლე, წყვეტილი ძილი და ძილი უხერხულ მდგომარეობაში ანგრევს ჯანმრთელობასა და ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ამავე დროს, უძილობის პრობლემა ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანისათვის ხდება ცნობილი. რა არის ამის მიზეზი და არსებობს თუ არა საიმედო საშუალებები ამ უბედურებისაგან თავის დასაღწევად?

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც უძილობას იწვევს, მაგრამ ჩვენს დროში მთავარ მიზეზად შეიძლება ნერვული გადაღლილობა ჩაითვალოს. განსაკუთრებით აისახება იგი ჯანმრთელობაზე რეგულარული ფიზიკური დატვირთვების უქონლობისას. ამიტომ ნუ იჩქარებთ ამაში თქვენი ოფისის ატმოსფეროს დადანაშაულებას – შესაძლოა ამის მიზეზი მოძრაობის უკმარისობა იყოს. ამ შემთხვევაში დასკვნა აშკარაა: ეცადეთ მეტი იმოძრაოთ, ნუ გამოიყენებთ ლიფტს. თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სატრენაჟორო დარბაზები მოინახულოთ, მაშინ შესაძლებლობის ფარგლებში სამსახურში ფეხით იარეთ, ხოლო შაბათ-კვირას მონახეთ დრო და ახლობლებთან ერთად გადით ქალაქგარეთ.

ასევე, სწრაფი ჩაძინების უქონლობის მიზეზი შეიძლება იყოს რეჟიმის არ არსებობა – ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად, ამასთან, ვახშამი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა მიირთვათ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყველაზე სასარგებლო საათები ძილისათვის სწორედ შუაღამის წინა საათებია.

Posted on 27/02/2010, in ეს საინტერესოა, სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. შესანიშნავი პოსტია : ) პირადად მე იმედია დამეხმარება…   
     ეს ისედაც ნათელი იყო ჩემთვის მაგრამ სხვა წყაროსგან
     გაგება სულსხვაა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: