არდადეგები დასრულდა!

ღეს არდადეგების ბოლო დღეა. ხვალიდან ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდები, დილით ადრე გაღვიძებით, მეცადინეობით, 2 საათიანი მგზავრობით… ეს ყველაფერი ახალი სულაც არ არის. მხოლოდ ის განსხვავება იქნება, რომ ხვალიდან გაზაფხული იწყება და გაზაფხულზე არასოდეს ვყოფილვარ უნივერსიტეტში🙂

პირველმა სემესტრმა დიდი დაძაბულობით, მაგრამ მაინც ნორმალურად ჩაიარა. რაც მთავარია არც ერთი საგანი არ შემრჩენია და მეორე სემესტრში ჩვეულებრივად გავივლი 6 საგანს. ახალი ცხრილი უკვე კაი ხანია შევადგინე და რეგისტრაციაც გავიარე. სამწუხაროდ ძველ ჯგუფელებთან ერთად ვეღარ ვისწავლი, ამიტომ ახალი ცხრილი ისე შევადგინე, რომ ყველა საგანი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად მქონდეს.

რადგან დღეს არდადეგების ბოლო დღეა, გადავწყვიტე მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომაში და სახლში ბორიალში არ გამეტარებინა. დილით ადრე გავირვიძე და მთელი დღე და დავგეგმე.

დიდი ხანია არ მიშოპინგია, ასე რომ პირველ რიგში ეს გამახსენდა. ისე დიდად არ მიყვარს შოპინგი, ძალიან მღლის და დიდი დრო მიაქვს, მაგრამ თან თუ ისეთი დაქალი გახლავს, როგორიც ანაა, ბევრი ფიქრი არ დაგჭირდება არაფრის ყიდვაზე. ერთი შეხედვისთანავე იცის მომიხდება თუ არა რაიმე სამოსი. ორი საგაზაფხულო ზედა მაყიდინა დაჟინებული თხოვნით. მე ქვედა ბოლოს ყიდვა მინდოდა, მაგრამ მერე არჩევანი შავ, სწორ შარვალზე შევაჩერე. სულ ჯინსები მაქვს და არ უხდება ყველაფერს, ამიტომ ნამდვიალდ აუცილებელი იყო. კიდევ რაღაც სისულელეები ვიყიდე, რაში გამოვიყენებ არ ვიცი, მაგრამ იყოს მაინც🙂

დამღლელი ბოდიალის მერე თმის დასავარცხნად სილამაზის სალონში წავედით. ანამ თქვა ერთი კაი სალონი ვიციო და წავყევი. მართლა კარგი გამოდგა, 3 დღის წინ დაყრილი თმები არ ეყარა იატაკზე და სტილისტები სიგარეტს არ მაბოლებდნენ სახეში. მოწესრიგებული და სასიამოვნო. ეტყობოდა რომ სილამაზის სალონი იყო და არა სიმახინჯის, რომლებიც მრავლადაა თბილისში.

ჩოლკა დავამოკლებინე და თმა დავავარცხნინე. ამ პროცედურას სასტიკად ვერ ვიტან, რადგან თითქოს ვგრძნობ როგორ იწვება ჩემი თმა ფენით.  თავიდან სტილისტს ეგონა რაღაც ვარცხნილობის გაკეთებას ვაპირებდი და ყურადღებით მათვალიერებდა. მერე რომ გაიგო რისთვისაც ვიყავი მისული, მეხვეწებოდა თმას მაინც შეგჭრი, რათ გინდა მაგხელა თმაო. ბოლოს მხოლოდ ჩოლკის შეჭრას დასჯერდა, მთელი თმა ვერ დავთმე.

უაღრესად დაღლილი დავბრუნდი სახლში. ახლა ხვალინდელზე ვფიქრობ. იმედია კარგი დღე იქნება და რამე ხიფათს არ გადავეყრები. წავედი ახლა, დილით ადრე უნდა ავდგე.

Posted on 28/02/2010, in me, myself, I and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: