ხო კაი, დავწერ :P

1 წუთის წინ ვეკო დამემშვიდობა სკაიპში და დამიბარა, ხვალისთვის პოსტი დაიდოს ბლოგზეო. აი ასე, პოსტიო და მეც მექანიკურად გავხსენი ჩემი განუყრელი ოპერა ბრაუზერი და პოსტის დასაწერად შემოვედი.  რა დავწერო კი მაგრამ? რაც გაზაფხული მოვიდა, ჯერ არც ერთი პოსტი არ გამომიქვეყნებია. ერთი კი დავწერე, მაგრამ ნამეტანი  უარყოფით ტალღაზე ვიყავი და თვითგვემა გამომივიდა. ვცდილობ მასეთ პოსტებს მაქსიმალურად მოვერიდო.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო. ისევ რამეს ჩემზე დავწერ.

ორშაბათს ახალი სემესტრი დაიწყო. თითქმის ისევ ისეთი დღე იყო, როგორც პირველი სემესტრის დასაწყისი. მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ არ წვიმდა და ნაცნობებიც  უფრო ბევრი დამხვდნენ. ცუდი ის იყო რომ ჯგუფელები აღარ მყვანან და თავი ოდნავ მარტოდ ვიგრძენი. ლეციებზე შესვლაც დამეზარა და ვიბოდიალე აქეთ-იქით. რაღაც დადებითი სიახლეებიც დამხვდა, მაგრამ ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი.

ერთი კვირა რაღაცნაირად გავიდა. მათემატიკამ შემაშინა ცოტა. მერთულება  და ბევრი ტვინის მტვრევაც მეზარება.

დღეს  სასაცილო რაღაც შემემთხვა. მარშუტკაში ვიჯექი, სტატისტიკის ქსეროქსს ვკითხულობდი დიდი მონდომებით, თან  მუსიკას ვუსმენდი არხეინად. ნახალოვკაში 5 ახალგახრდა ამოვიდა, სტუდენტები უნდა ყოფილიყვნენ, როგორც მივხვდი. 2 გოგო და 3 ბიჭი.  თავიდანვე არ შემიხედავს მათთვის, ვერც დავინახავდი რომ არა მათი დიდი მონდომება მუსიკისთვის კიდევ უფრო ამეწია. გოგოები წინ დასხდნენ, ბიჭები – ჩემს უკან გადავიდნენ. უაღრესად მხიარული სახეები ჰქონდათ. ჩემი კონსპექტის დანახვაზე კიდევ უფრო გამხიარულდნენ. მე არ შევიმჩნიე. მხოლოდ თმა გადმოვიწიე წინ, რადგან ერთხელ  მისი დამოკლების მცდელობას წავაწყდი მარშუტკაში და იმის მერე ყურადღებით ვარ.

მოკლედ ეს სამნი კომფურტულად მოკალათდნენ უკანა სკამზე და გასკდა თავი, მუსიკას ავუწიე ბოლომდე. მოწეული ჰქონდათ რაღაც, უაზროდ იცინოდნენ და დებილობებს ლაპარაკობდნენ. ცუდს არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ხმამაღლა როხროხობდნენ და თან ერთ-ერთი იმის გარკვევას ცდილობდა თუ რას ვკითხულობდი მე. რა აღარ ილაპარაკეს, უამრავი საგანი ჩამოთვალეს, რომლებსაც  თვითონ ვითომ სწავლობდნენ. მერე  მარშუტკა რომ გაივსო, ერთმა ადგილი ვიღაც ქალს დაუთმო და თვითონ ჩემს კონსპექტში დაიწყო ჭყეტვა. ლამის სიცილი დავიწყე. მაინც ვერ მიხვდებოდა ისეთ დღეში იყო. ისიც  მიკვირს საერთოდ რაში აინტერესებდა.

ცოტა ხანში მარშუტკაში დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამოვიდა. ესღა აკლდათ ამ საწყლებს. ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე “ფხიზელი” ჩანდა, არ დაიბნა და ეგრევე პოლიციის ჰიმნი ჩართო ტელეფონში. მეორემ აღშოფოთება გამოთქვა ამ ფაქტზე, საიდან გაქვს ეს ტელეფონშიო:))) როგორც ვვარაუდობდი, “გეპეისთან” ჩავიდნენ. ფულის გადახდაზეც ერთი აურზაური ატეხეს, მე გადავიხდი, მე გადავიხდიო გაჰყვიროდნენ :)))

აი ასეთ მგდომარეობაში დაიარებიან ქართველი სტუდენტები სასწავლებლებში

მსგავს ფაქტებს მრავლად შეიძლება წააწყდეთ მარშუტკებში.

კეთილ მგზავრობას გისურვებთ.🙂

Posted on 07/03/2010, in me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. და შენ ეს შენი ინიციატივით არ უნდა დაგეწერა? :))
    ნეტა, მეც შემემთხვეს ხოლმე ეგეთი რამეები

  2. მომწონს ასე რომ ასრულებ დანაპირებს😀

    აი, შენ ერთი დიდი მუჯლუგუნი გჭირდება ხოლმე რომ დაბლოგო, თორე სულ დააობებ ამ ხასხასა მწვანე ბლოგს : )
    არადა არც კი იცი უშენოდ როგორ მოიწყენს : ))
    შენი სტიმული ვიქნები😛

    და მარშუტკაში თმას გაჭრიდნენ? :O მაგრად ვერ ვიტან ეგეთ თავხედ ტიპებს, ვერ გაუყარე მერე ის მაკრატელი მარცხენა ყურში?😀😀😀😀

  3. zurriuss
    დაწერდი ხოლმე?🙂

    sunwaited
    მაკრატლით კი არა, დანით მაჭრიდნენ. ვიღაც ქალმა დაინახა და გადამარჩინა.

  4. /რაღაც დადებითი სიახლეებიც დამხვდა, მაგრამ ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი./——–shemtxvevit es siaxleebi me-5 da me- 7 sartulebze xom ar iyo? 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: