ქულერი და კვების ბლოკი

აახლოებით ერთი თვის წინ, ინფორმატიკის ლექციაზე ლექტორი პროცესოპრის როლს გვიხსნიდა კომპიუტერის ფუნქციონირებაში. ბოლოს ერთი მარტივი დასკვნა გამოიტანა:

“პროცესორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კომპიუტერისათვის, თუ სახლში ქურდი შემოიპარა, ის კლავიატურას და მაუსს ხელს არ ახლებს, პირველ რიგში პროცესორს წაიღებს. ე.ი. პროცესორი არის ის, რაც ქურდს მიაქვს”

😀 ვგიჟდები ამ ადამიანის იუმორზე, ყოველთვის შეუძლია ადამიანი გააცინოს. მაგრამ მე იმ დროს პროცესორის ხსენებაზე სულ არ მეცინებოდა. დატანჯული ვიყავი ჩემი კომპიდან გამომავალი ხმაურით. მერე ვკითხე კიდევაც ლექტორს, რისი ბრალი იქნება მეთქი და მიპასუხა ალბათ ქულერს რამე ედებაო.

მას მერე, ცოტა ხანში ხმაური შეწყდა და მეც მიმავიწყდა ეს ამბავი.  ალბათ ამ პოსტს არც დავწერდი ყველაფერი თავიდან  რომ არ დაწყებულიყო. დიახ, უკვე ორი დღეა ტვინს მიბურღავს ამის ზუზუნი. დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ამბისთვის ბოლო მომეღო.

მოვიტანე ფონეიდოსკოპი, რათა გამეგო კონკრეტულად საიდან ისმოდა ეს სასტიკი ღმუილი.  სასტიკად მეზარებოდა კეისის გახსნა და გარედანვე ვცადე ხმაურის კერის ადგილსამოყოფელის დადგენა. მალე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან ისედაც ვიცი სად უყენია ქულერები.

გამოვაცალე კეისიდან ყველა შნური, მერე ავიღე და სიმწრით გავათრიე  სააბაზანოში.  არც ისე მძიმეა, მაგრამ ამ მანძილზე წაღება ცოტა გამიჭირდა მაინც. შემოვდგი სარეცხ მანქანაზე და ჩემი საყვარელი ჩაქუჩი-სახრახნისი მოვიტანე. ეს შეიძლება ჩემს თილისმად ცავთვალო, რადგან  არაერთხელ დამხმარებია მსგავს სიტუაციებში, 2 წლის წინ ვიყიდე, რაში მჭირდეოდა არ ვიცი, ალბათ მისი ორიგინალურობით მოვიხიბლე და  ყველგან თან დავათრევდი.

როგორც იქნა კეისი გავხსენი. საკმაოდ მძიმე სურათი დამხვდა შიგნით. უაღრესად მტვრიანი და გაუბედურებული იყო. რას ვიზამდი, ავიფარე პირბადე და მივუშვირე ჩართული ფენი. საშინელი ბუღი დავაყენე, პირბადემ ვეღარ მიშველა და ალერგიის შეტევამაც არ დააყოვნა. ბოლოს და ბოლოს მაინც გავასუფთავე რამდენადაც შემეძლო და მერე კვების ბლოკს მივადექი.

კვების ბლოკი ჩემი ტკივილია.  2 წლის წინ გადამეწვა და გამოცვლა დაჭირდა. მას შემდეგ ვცდილობ დიდი დატვირთვა არ მივაყენო, რადგან დედაჩემს ისედაც ერთი სული აქვს როდის გაფუჭდება ჩემი კომპი რომ ახლოს ვეღარ გავეკარო. ჰგონია რომ ეს მიშველის, მაგრამ ალბათ მაინც არ მოვეშვები რომც აფეთქდეს.

კვების ბლოკშიც კაი “სისუფთავე” დამხვდა. ამასაც ჩემებურად მივხედე, მერე ყველაფერი ავაწყვე როგორც იყო და თავის ადგილას დავაბრუნე.

5 წუთი დაველოდე და შიშით ჩავრთე.

არ იმოქმედა უბორკამ. იძულებული გავხდი ისევ დამეშალა და ერთ-ერთი ქულერი გამომერთო, რათა გამეგო რომელი იწვევდა ხმაურს. დადგიონდა რომ კვების ბლოკში მოთავსებული ქულერი ტყუის, მე კი ვერაფრით ვშველი😦

გაწმენდამ არ იმოქმედა. მესამედ რომ დავშალე და ავაწყვე, უკვე მეშინოდა არ აფეთქებულიყო.  არანაირი შედეგი არ იგრძნობა, არც უარყოფითი და მითუმეტეს არც დადებითი. ეს ისევ ისე ღმუის და არ ბეზრდება ჩემი ტვინის ბურღვა.

ახლა წავედი მე, თორემ გასკდა თავი 

Posted on 08/03/2010, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 28 Comments.

  1. მეც მქონდა ადრე ეგ პრობლემა, ოღონდ არ მიმიხედია, ღმუოდა კაი ხანი და ბოლოს დედა პლატა გადაეწვა =) ცოტა ხნის წინაც გმოსცემდა უცნაურ ხმებს, მერე ვინდოუსი გადავაყენე და ეხლა წყნარად არის. აზრზე არა ვარ რატო უნდება კომპს ღმუილი

    • ვაიმეე მერე რა უქენი მაზრი რომ დაეწვა? აუ ეხლა შემეშინა უკვე

  2. oo, eg problema mec mecnoba. ertxel mec damewva kvebis bloki da mas mere vprtxilob xolme. yovel 2 tveshi vshli xolme da satutad vwmend yvela platas.jerjerobit shvelis. me fenit ar gamiwmendia mshrali nachrit gavwminde. unda genaxa ra mtveri dayara.
    kvebis blokebi yvelaze xshirad iwveba xolme… ras izam asetia cxovreba…(namdvili imedis naperwkali var ara?)

  3. ქულერი თუ ხმაურობს, მანდ ერთადერთი დაზეთვა უნდა მანქანის ზეთით🙂

    თორემ კვების ბლოკი გადამწვარი იყოს, აღარ ჩაირთვება.

    მეც მქონია მსგავსი პრობლემები😦

    • ხო, გადამწვარი ჯერ არ არი, მარა… ესეიგი მანქანის ზეთი უშველის ხო? დიდი მადლობა რჩევისთვის🙂

  4. ჩემს წინა კომპიუტრს, რომელიც 2 წლის წინ ძმას გადავულოცე, ქულერის მაგივრად სავეცსკი ტრაქტორი ედგა და მისი ჩართვა პერლ ჰარბორის ინციდენტის გამეორებას უდრიდა :))

  5. არ დავკვირვებივარ.

  6. ლოოლ პოსტს ვკითხულობდი და მეგონა ჩემ თავზე წერდი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე სააბაზანოში სხვა ფერის კაფელი მაქვს😀😀😀

    რავი, ჩემსასაც ეგრე ვშლი და თმებს ვუსწორებ ხოლმე Fენით, მარა მგონი არაფერსაც არ შველის , პროსტა ვასუფთავებ და ხმა ისევ ისეთი აქვს ჩართვიდან პირველი 5 წუთი, მერე ჩერდება.

  7. zalian kargi blogia, bevri saintereso informacia mivige aq, Semoal xolme xSirad

  8. დაზეთვა გიცდია?😀

  9. საათი უფრო ცუდად მუშაობს ვიდრე ჩემი კომპიუტერი. შემიძლია დაგეხმაროთ. სურვილის შემთხვევაში რა თქმა უნდა.😛

  10. kvebis blokze orive kondensatori gaixetqa… neta kido ho ar iqneba rame damwvari ???? :(:(:(:(:(:(

  11. pasuxi ramden dgeshi iqnebaa ??

  12. orive kondensatori gaberili iyo.. ro shevcvali imushavebs ??

  13. აიღე ეგ კვების ბლოკი და შეცვალე საერთოდ. 30 ლარი ღირს მგონი ახალი. მე რომ შევცვალე მაგდენი დამიჯდა. ისე დიდხანს მაინც ვერ ძლებს კვების ბლოკი თუ ხშირად გაქვს ჩართული კომპი.

  14. gametac ar vtishav.. ar minda shecvla is minda ro shevaketo… xval kondensatorebs viyidi da shevcvli….🙂🙂🙂

  15. კვების ბლოკში არსებული ქულერის მატორი გახსენი და ის გაწმინდე მაგის ხმაა. თუ გახსნი ოღონ.

  16. matori tu transvormatori ?? mati rad aq kvebis bloks ?? feritis transvormatori aq marto…

    • ვინტილატორს რომ დაშლი, იმას აქვს მატორი თვითონ, რითაც ტრიალებს ქულერი

  17. mere vintilatoros matori ra shuashia kondensatorebtan ?😀

    • არ ვიცი, მაგის სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ, ეტყობა მგონი ამ პოსტს. ხოდა ისე ვინტილატორის გამორთვა, კვების მლოკის შიგთავსის დაწვას იწვევს.

  18. ise kondensatorebi shevcvale da mushaobs exla magram , ar vici ramden xans gadzlevs..😦😦

  19. au chems komps imxelad shemzaravi xma qonda.. rom chavrtavdi xalxi padiezdshi gamorboda lipti xomar chavardao:) mere shevcvale kvebis bloki da minda gitxrat rom axla iseti sichumea xandaxan mgonia xomar gacheda qulerebmatqo🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: