იმიტაცია თუ დანაშაული

იში ოხერიაო უთქვამს ვიღაცას. მე თუ მკითხავთ იმდენად ოხერიცაა, რომ სულ თავისუფლად გამოიწვევს ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანას და შეიძლება ჯანმრთელობაზეც სავალალო შედეგი მოახდინოს.

ნახევარი საათის წინ, ჩემს კორპუსთან სასწრაფოს მანქანა მოქანდა. მე სახლში მარტო ვიჯექი არხეინად, მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ მობილურს რაღაც ეტაკა და დაკავშირებას ვერავისთან ვახერხებდი.  სასწრაფო კაი ამბავზე არასოდეს მოდის, ასე რომ დამაინტერესდა ვის ჭირდებოდა დახმარება და გადავწყვიტე გამერკვია. თურმე ჩემს მეზობელს შიშისგან ლამის გული გაუსკდა და მოსასულიერებლად სასწრაფო დასჭირდათ.

და რამ შეაშინა ასე? მე მოსულიერება ნებისმიერი კალიის ან ხოჭოს დანახვისასაც კი მჭირდება, მაგრამ რა მოუვიდოდა სუსტი გულის მქონე ადამიანს, როცა პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია “იმედი” საქართველოს ინტერვენციის  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თანაც ყოველგვარი მინიშნების გარეშე, რომ ეს მხოლოდ იმიტაციაა.

რას იფიქრებ ადამიანი, როცა მშვიდად ზიხარ სახლში, არანაირ საფრთხეს არ მოელი და ამ დროს გეუბნებიან რომ თბილისში ჯარი შემოდის.

მთელი გულით მიხარია, რომ ტელევიზორის ჩართვა დამეზარა და არ ვნახე ეს ყველაფერი. მადლობა  ღმერთს  გადავრჩი. მაგრამ უამრავი ადამიანი იჯდა ალბათ სახლში მარტო და ტელევიზორს უყურებდა.

დანაშაულია ეს ყველაფერი. შეიძლება ამ გადაცემის მიზანი მხოლოდ ადამიანთა დაფიქრება იყო იმ საკითხზე, თუ რა შეიძება მოხდეს მომავალში თუ რაღაც-რაღაცეები არ შეიცვლება, მაგრამ ამ ჩანაფიქრმა მხოლოდ პანიკა და ხალხის შეშინება გამოიწვია.

ახლა ჯეოსელიც ჩაირთო და  უამრავი მესიჯი მოვიდა ტექსტით “ხომ არ გეშინია?” ან “არ ინერვიულო…” ან “ხომ კარგად ხარ?” და ა.შ

ამ მესიჯების ავტორების მხოლოდ 30%-მა იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა. დანარჩენი უკვე თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ახლახანს დაინტრიგებული შევედი თვალი.გე-ზე და ვნახე რაშიც ყოფილა საქმე.

კიდევ ერთხელ მიხარია რომ ტელევიზორი ჩართული არ მქონდა. იმედია ჩემი მეზობელიც კარგად გახდება და არაფერი მოუვა ამ შიშის გამო. ალბათ მისნაირ მდგომარეობაში კიდევ ბევრი ადამიანი ჩავარდა.

პოსტის  გაუმართაობის გამო ბოდიშს გიხდით, ძალიან აღელვებული ვწერდი.

Posted on 13/03/2010, in სხვადასხვა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. სადღც დავწერე და აქაც ვიმეორებ:

    დასახურია იმედი!!!

  2. რეპორტაჟის დასაწყისში გარკვევით ითქვა, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა სავარაუდო ამბავი, თუ როგორ ვთქვა არ ვიცი.
    ყოველ შემთხვევაში, სანამ გადაცემა გავიდოდა ეთერში, ნათია კობერიძემ გვაუწყა, რომ რასაც ვნახავდით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და იყო მხოლოდ დადგმული.
    ასე რომ …

    მაგრამ , მიუხედავად ყველაფრისა, სუბტიტრი მაინც უნდა ყოფილიყო ამხელა პანიკა რომ არ გამოეწვიათ.

    • რომდენ ადამიანს იცნობ ვინც საინფორამციოს თავიდან ბოლომდე უყურებს, ვინც შემთხვევით გადართო, არ უნდა ჰქონოდა გაფრთხილება?

      სპეციალურად გააკეთეს რომ ხალხი დააშინონ.

  3. nu bevrs ar vicnob vinc tavidan bolomde uyurebs sainformacios zato bevri vici iseti adamiani romelsac aqvs informacia rom 7 ivniss araferi momxdara da elementarulad 13 marti ro iyo unda mimxvdariyvnen ra xdeboda
    tan agvistos omis kadrebs armegona tu vinme ver icnobda

    nu mokled ra subtitrebi unda qonoda mara amatmac unda iswavvlon mosmena
    mere ityodnen subtitrebi pataraze chanda da ver wavikitxeto

    • მაგას ცივი გონებით ძალიან ადვილად მიხვდები, მაგრამ ცუდს ხომ ძალიან ადვილად იჯერებს ადამიანი. თან კადრები ცოტა მოგვიანებით გაუშვეს, როცა უკვე ყველა ნერვიულობდა და ვეღარ მიხვდნენ რომ ძველი იყო.

  4. ic ra imeds namdvilad qartvelebis gamofxizleba undoda.
    da tu vigacas guli gauskda es mxolod misi daukvirveblobis bralia
    rogorc yoveltvis axlac erti msxverpli amovirchiet da ims mivvardit. arada imedma is momavali gvichvena romelic ar agvcdeba tu ertmanettan kinklavs gavagrdzelebt

  5. 😦 xalxs kide es undodaa

  6. დაიკიდეთ რა

  7. cenzura!

    არ შეიძლება ასე მოქცევა!

  8. ეჰ, მე თუ მკითხავთ, იმედი მორალურადაა დამნაშავე!
    მაგათ თვშიც და ბოლოშიც თქვეს, რომ ეს ყველაფერი იყო ინსცენირება, მაგრამ ვინ მოუსმინა?
    ხალხი პანიკიორია!

  9. თავში და ბოლოში ვინც არ უყურა და დაწყებულზე გადართო, იმათ რა დააშავეს? ესღა უნდა ისედაც მომსპარ ხალხს???????? ბრიყვული გაკეთებული იყო და იმედმა პასუხი უნდა აგოს!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: