დაკვირვება და სტატისტიკა

აკვირვებულობა ალბათ ყურადღებიანი და ცნობისმოყვარე ადამიანების თვისებაა.  ბევრს ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ერთი შეხედვისთანავე იმახსოვრებენ ნებისმიერ წვრილმანს. სკანერებივით არიან შეიძლება ითქვას🙂 ყოველთვის მიკვირდა ასეთი რამეების. ვერ  ვხვდები რატომ უნდა დავაკვირდე რამეს, თუ არ მაინტერესებს. განსაკუთრებით უცნობ ადამიანებზე დაკვირვება არასოდეს მაინტერესებდა, თანაც თვითონაც სასტიკად მაღიზიანებს, როცა ვინმე ზედიზედ 2 წამზე მეტ ხანს შეაჩერებს ჩემზე მზერას.  მგონია ხოლმე რომ რაღაც მჭირს და სასწრაფოდ სარკეში ჩახედვა მინდება.

პირველად, როცა იძულებული გავხდი ადამიანებს დავკვირვებოდი, მეათე კლასში ვიყავი. თან კოლეჯში ვსწავლობდი, თეატრალურზე და სწორედ იქ მომცეს ეს დავალება. უნდა დავკვირვებოდი ყველა ადაიანს ვინც ჩემს თვალთახედვის არეში მოექცეოდა. უნდა დამემახსოვრებინა მათგან ყველაზე გამორჩეულები, ოღონდ არა გარეგნობით გამორჩეულები, არამედ მანერებითა და გამომეტყველებით. დაინტერესება შემექმნა, ასე რომ დაკვირვებაც არ გამიჭირდა. ძირითადად სიარულის მანერას ვაკვირდებოდი,  განსაკუთრებულს თუ შევნიშნავდი, ვიმახსოვრებდი და შემდეგ ვცდილობდი გამემეორებინა.  ძალიან ცუდად გავიგე მაშინ ამ დაკვირვების მნიშვნელობა.

ახლა იმის შესახებ, თუ რამ გამახსენა ეს ამბავი🙂 გუშინ სტატისტიკაში სემინარი მქონდა. აუდიტორიში ყველაზე ახლოს ვიჯექი კართან. შეგნებულად არ დავმჯდარვარ, უბრალოდ დაემთხვა ასე. არადა ლექციის დასრულებისთანავე  ბანკში უნდა გავქცეულიყავი და ინტერნეტის ფული გადამეხადა. ლექცია რომ მთავრდებოდა, ლექტორმა შემომხედა და თქვა, დაისვენეთ ეხლა, თორემ ზოგიერთებს ძალიან ეჩქარებათო.

ვერ მივხვდი  რაზე შემატყო, კართან ნებისმიერი შეძლებოდა მჯდარიყო. ვითომ სახეზე შემატყო? სარკეში ჩახედვის დრო ნამდვილად არ მქონდა.

სახლში რომ ვბრუნდებოდი, გადავწყვიტე ისევ ჩამეტარებინა დაკვირვება ადამიანებზე, თანაც სტატისტიკური დაკვირვება :)) მინდოდა ადამიანთა გამომეტყველებით გამეგო მათი აზრები, ისევე როგორც ჩემი აზრები გაიგო ლექტორმა.

დრო ბევრი მქონდა უამრავი ადამიანიც დავინახე. მართლაც ყველას რაღაც ეტყობოდა. შუა ხნის ასაკს გადაბიჯებულ ადამიანებში “რას გვიშვრება ეს მთავრობა”   გამომეტყველება ჭარბობდა, ასევე არანეკლები სიხშირით  აღშფოთებული სახეებს ვაფიქსირებდი. ახალგაზრდების გამომეტყველებებს შორის ის შევნიშნე, რომ გოგოების 90% შეწუხებული სახით დადის, ან თითქოს აყროლებულ ვირთხას უყნოსეს. ამინდს ვერ დავაბრალებდი, მშვენიერი დღე იყო. ბიჭები ძირითადად არაფრისმთქმელი სახით დაიარებიან. მხოლოდ ზოგიერთებს ეტყობოდათ “დაგჭრი ბიჭო” გამომეტყველება.

ასე მალე არ ვაპირებდი ამ პოსტის დასრულებას, მაგრამ ისედაც უკვე დიდი ხანია დრაფტებში ინახება და ხავსი რომ არ მოეკიდოს, ამოტომ არარ დავაყოვნებ გამოქვეყნებას.

მთავარი რისი თქმაც მინდოდა ამ პოსტით, ეს არის: ხალხო, მიაქციეთ ყურადღება თქვენს გამომეტყველებას. ძაან მნიშვნელოვანია სწორი მიმიკა და გამოხედვა. წარბების შეჭმუხვნა ნაოჭების მეტს არაფერს მოგმატებთ და საზოგადოებაშიც მუდამ მწუხარე და უჟმური ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ

Posted on 21/03/2010, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. საინტერესოა მე როგორ გამოვიყურები..🙂 ერთხელ კამერა დავაყენე ოთახის კუთხეში და ჩემ თავს გადავუღე. როგორც აღმოჩნდა ძალიან ზედმეტს ვიღიმები და შორეული ობიექტების დასანახად წარბებს ვწევ მაღლა.😦

  2. “, როცა ვინმე ზედიზედ 2 წამზე მეტ ხანს შეაჩერებს ჩემზე მზერას. მგონია ხოლმე რომ რაღაც მჭირს და სასწრაფოდ სარკეში ჩახედვა მინდება.”

    ჩემი მცირედ–კომპლექსა გოგოოო :*

    რა საინტერესო პოსტი იყო მაარ, არასოდეს ვცდილვარ, რომ ვინმეს ასე დავკვირვებოდი🙂 ეგ კი არა, საკუთარ გამომეტყველებასაც არ ვაკვირდები ხოლმე , მაგრამ მერე უცებ თუ გამახსენდა, სასწრაფოდ მოვკეტავ ხოლმე პირს, თორე ასე მგონია, იდიოტივით ყურებამდე პირგახეული დავდივარ :დდდდდდდ

  3. მეც ვიცი მიშტერებები და დაკვირვებები ოღონდ ხანდახან. ძაან ყურადრების მისააქცევი უნდა იყოს ჩემთვის, რომ თვალში მომხვდეს და დავიმახსოვრო. მაგალითად ჭუჭყიანი ხელები და ფრჩხილები, მუდამ უკმაყოფილო სახე, დასაბანი თავი, გასახეხი კბილები სიცილის დროს, აქსესუარი იპყრობს უფრო დიდ ყურადღებას ვიდრე ტანსაცმელი, ხო და ატომღაც ფეხსაცმელსაც ვუყურებ ხოლმე. ოღონდ იშვიათად, აი მართლა ძაან არ უნდა მომეწონოს რომ დავაკვირდე და მერე დავიმახსოვრო

    • მეც მასე ვარ. ტანსაცმელსაც საერთოდ არ ვუყურებ.

  4. და შენ როგორი გამომეტყველებით დადიხარ?🙂

    • თითქოს სადღაც მეჩქარება. და კიდევ ირონიული სახის მიRება ვიცი ხოლმე თურმე, თითქოს ვითაცას დავცინი. ეს სხვებმა მითხრეს, მე არც ვიცოდი😀

      • აუ ირონიული სახე მეც ხშირად მაქვს ხოლმე მაგრამ ხელს არ მიშლის. მომწონს რატომრაც😛

  5. adamianebze dakvirveba, ert-erti saintereso saqmianobaa, chemi azrit (chemtvis).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: