-1 სართული

ულ მიკვირს ჩემი თავის, თუ რატომ არ მეშინია სიბნელის და მიწისქვეშეთების😀  ჩემი კორპუსის სარდაფი 5 წლის ვიყავი  პირველად რომ დავათვალიერე. ეზოში დამალობანას ვთამაშობდით და რატომღაც იქ გადავწყვიტე შევარდნა. საშინელი სიცივე ოყო, ნესტის სუნი იდგა და კედლებიდან დენის კაბელების ზრიალი ისმოდა. კაი ხანი ვიბოდიალე, ვერავინ მომაგნო და მერე გამარჯვებული  გამოვედი სამალავიდან.  მას მერე მასეთი ადგილებით დავინტერესდი. 8-9 წლის ვიქნებოდი როცა ჩემს “ბანდასთან” ერთად ჩემი მშობლიური საბავშვო ბაღის სარდაფი დავათვალიერე. გასანათებლად სპეციალური ჩირაღდნები გამოვიგონეთ. საკმაოდ საშიში ჩირაღდნები კი იყო, მაგრად ბოლავდა, თან გარედან ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული და წვისას წვეთავდა. “ექსპედიციას” 1 კვირა მოვანდომეთ, ამასობაში ყველა გვირაბის აღწერა მოვასწარით და რუკაც შევადგინეთ. საშინელი ადგილი იყო, ჟანგიანი მილებით და თაგვებით სავსე.

მაგ ამბის გამო სახლში კარგი სასჯელი მივიღე და ეს გასართობი მალე დამავიწყდა. მას შემდეგ კაი ხანი არანაირი სარდაფი არ მომინახულებია, სკოლაში სარდაფი “ბუფეტად” ოყო გადაკეთებული და არ გამომადგებოდა არაფრად😀

წელს,  როცა მაღლივში  პირველად მივდიოდი, უფროსი მეგობრებისაგან უამრავი რჩევა-დარიგება მივიღე. მაგალითად ლიფტით მგზავრობის შესახებ უამრავი ისტორია მოვისმინე და ისიც თავიდანვე ვიცოდი, რომ 8-დან ერთ-ერთი ლიფტი პირდაპირ მაღლივის სარდაფში ჩადის და პირველკურსელების შესაშინებლად ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ ონავარი სტუდენტები😀

გუშინ, როცა ლექციების მერე სახლში წასვალს ვაპირებდი, პირველ სართულზე ჩემი ძველი ჯგუფელები დავინახე, ნამეტანი საეჭვიდ იდგნენ ლიფტებთან და მოუსვენრად ცქმუტავდნენ😀 რა  თქმა უნდა წასვალმდე საქმეში გარკვევა გადავწყვიტე. ხოოდა რა გაირკვა…😀

თურმე ესენი 1 საათი მდგარან იქ და ერთმანეთს მაღლივქვეშა სამყაროს თავისებურებების შესახებ ლეგენდებს უზიარებდნენ. ერთი  მათგანი დაბეჯითებით ამტკიცებდა, აქედან რაღაც საიდუმლი გვირაბი გადის სხვადასხვა შენობებისაკენო. მეორე ამბობდა მანდ რაღას საიდუმლო ბიბლიოთეკააო, დანარჩენებიც x-files-ის აღმოჩენის სურვილით დაბრმავებულები პირდარებულები ისმენდნენ ამ ყველაფერს.😀

საქმე გადაწყდა, უნდა  ჩავსულიყავით! მხოლოდ ის გვაბრკოლებდა, რომ ზუსტად იმ ერთადერთი ლიფტით მუშებს მერხები აჰქონდათ ზევით, თანაც საკმაოდ ბევრი მერხი იყო ასატანი. ჩასაფრებულები ვედექით თავზე და როცა ბოლო მერხიც წაიღეს,  ყველანი ლიფტში მოვთავსდით. მე-13 ღილაკს არ დაგვიჭერია, ერთმა ციფრების სპეციალური კომბინაციები იცოდა და სამი ცდის შემდეგ უკვე -1 სართულზე ამოვყავით თავი. ლიფტიდან პირველი მე გავედი ჩემი ფოტოაპარატით ხელში. რომ მოვიხედე, ყველანი ყოყმანობდნენ გამოსხვლაზე.  ბოლოს 2 დარჩა კარების დასაჭერად და დანარჩნები გზას გავუდექით. იმედები თავიდანვე გამიცრუვდა. ეს სულაც არ იყო ის სადაფი, როგორიც მაღლივს შეეფერება. იყო განათებული, ელაგა დაფები და ძველი მერხები, არ ისმოდა წყლის წვეთების ხმა. მოკლედ არაფერი საშიში და საინტერესო იქ არ იყო. რისთვის ვიდექით ამდენი ხანი იმ წვიმაში და თოვლში😀😀 დაფები და მერხები გვეჭამა იქ?

3 წუთში წაგვასწრეს და ზევით ამოგვიყვანეს. მაშინვე ყველამ იმ ლიფტის ლანძღვა დავიწყეთ, შეშინებული და შეწუხებული სახეებით. (დამაჯერებლად კი ვწუწუნებდით)

დღეს ვეკომ მითხრა მანდ რომ ვინმე ჩადის, დაცვის ოთახში ხედავენო. არ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ სამომავლოდ დაგეგმილ “პროექტებში” მონაწილეობა უკვე გადავიფიქრე, სულ არ მინდა დაცვამ გამომიჭიროს ლექციების დროს იქ მობოდიალე.

Posted on 26/03/2010, in მწვანე პოსტები, me, myself, I and tagged , , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. ვაიმე რა კარგიააააა… მე ბავშვობიდან ოცნებად მაქ ქცეული მიტოვებული სახლის, სარდაფის ან სხვენის დათვალიერება.. ოღონდ ვირთხები და სხვა მსგავსი არსებები თუ არ იქნებია იქ :)))

    მეც რაღაც უფრო მეტი წარმომედგინა მაღლივის სარდაფი…

    იქნებ კიდევ არის რამე.. 😉
    უფრო ქვევით?… :)))

  2. eh, ra sasiamovno wasakitxia aseTi bodialebis ambebi …

    momenatra eqstremi :S

    • ნამეტანი ექსტრემია რაა..😀😀 ის მაინც ვერ გათქმევინე მართალია თუ არა ის დაცვის ამბავი

  3. ძალიან მიზიდავდა საიდუმლო გვირაბები, მაგრამ მათ შესასწავლად საკმაოდ მშიშარა ვიყავი.
    ერთხელ ეგრე სკოლის გვირაბში დავიმალეთ და მე, რა თქმა უნდა, ვეღარ გამოვძვერი იქიდან (ნახევრადაშენებული კორპუსის სარდაფი იყო)…
    ასე რომ კარგია, შენ რომ შენი ფარდული გაიხსენე და მე – ჩემი შემომახსენდა ;)))

    • +1 მიზიდავდა, მაგრამ მეც მეშინოდა .. :დ

      ეხლა არ ვიცი რა მდგომარეობაში ვარ…

  4. ბავშვობიდან მიყვარდა სარდაფებ, ბბნელი გვირაბები და საშიში ფილმები😀
    მაგრამ ჩემი კორპუსის სარდაფი კლიტით არის დაცული |(
    არასდროს ვყოფილვარ სადმე ”საშიშ” ადგილად და დრემდე დიდი სურვილი მაქვს

  5. მე კი მხოლოდ ჩემი თავი მეგონა არანორმალური😀 რამდენი თანამოაზრე გამომიჩნდა 😀

  6. vaime chemebi da me sull rachashi davbodialobdit da erti dzveli skola vnaxet mitovebuli i shignit darbazic iyo da dzveli wignebic : ( mere gamurebi gamoprindnen shegveshinda da gamovedit = )) 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: