Fail fail and fail

ველას ჰქონია ცხოვრებაში წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები. ზოგჯერ დიდ წარმატებას წარუმატებლობა მოსდევს, ზეგჯერ კი პირიქითაა. ამ პროცესს თავიდან ვერ ავიცილებთ, მხოლოდ ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ წარმატებულობის პერიოდი მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ.

უკვე მეორე კვირაა ყველა გეგმა მეშლება. დიდი fail-ების ხანა დაიწყო.

ჯერ იყო და ვერ წავედი “მუსიკის ჰანგების” სპექტაკლზე. ძაან მიყვარს ეს მიუზიკლი და მინდოდა მისი ქართული ვერსია მენახა. დედაჩემის მოუცლლობის გამო ეს ამბავი ჩამეშალა.

შემდეგ მე და ვეკომ გადავწყვიტეთ “ინტელექტუალური წიაღსვლა” მოგვეწყო და ერთდროულად წავგეკითხა რაღაც წიგნი, შემდეგ კი ერთად განგვეხილა და გვესაუბრა მის შესახებ. ეს წამოწყება თითქოს ადვილი ჩანს, მაგრამ ვეკომ ის დაგეგმილი წიგნი ვერ იპოვნა ბიბლიოთეკაში.

ჯერ კიდევ არ შედგა ჩემი ონლაინ შოპინგი. უკვე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ, ყველაფერი გავარკვიე, ვიშლისტიც მზადაა, მაგრამ არ მაქვს ვიზა კლასიკის პლასტიკური ბარათი.   :S

ჩამეშალა ჩემი პირველი ვიდეოპოსტი. 1 საათი ვიწვალე მის ჩაწერაზე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ან კარზე რეკავდა ზარი, თანაც განათება მიშლიდა ხელს, ხან ხმა მიწყდებოდა, ხან აზრი მერეოდა…  მოკლედ მეორე მცდელობა უახლესი 1 თვის მანძილზე აღარ მექნება.

გუშინ იძულების წესით წამიყვანეს სასაფლაოზე და იქ კიდევ ერთ მწარე რეალობას შევეჯახე პირდაპირ შუბლით. (ვეკოს დავპირდი რომ სასაფლაოს ამბავზე დავპოსტავდი, მაგრამ იქ მივხვდი რომ იმ ამბავს პოსტის იდეად ვერ გამოვიყენებდი)

ჩაიშალა ჩემი და ვეკოს გასეირნება მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბლოგთან დაკავშირებით ახალი იდეების მოფიქრება. მაგრამ იმედია ეს fail-ი მალე გამოსწორდება.

ვერ ჩავედი ბანკში ინტერნეტის ფულის გადასახდელად, (მეზარება გარეთ გასვლა) რის გამოც ავირტყი ჯარიმა და ახლა ისევ 7 დღიან კრედიტზე ვზივარ.

მონატრებამ მძლია და დავაინსტალირე sims 2. ამ თამაშმა შარშან აბიტურიენტობის ნახევარი უსაქმურობაში გამატარებინა, ახლა კი მგონი აპირებს სტუდენტობა გამატარებინოს უსაქმურობაში. (არ გაეკაროთ ამ თამაშს)

აი ასე. “ეკონომიკის პრინციპებში” დაწერილი ქვიზის ქულა ჯერ არ გამიგია, თორემ ალბათ ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი პუნქტი შეემატებოდა.

წარმატებებს გისურვებთ!

Posted on 06/04/2010, in me, myself, I and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. Don’t Worry, Be Happy😉

  2. ოოო, დიდო მარგარიტა : დ სულ ტყუილად იშლი ნერვებს : ))

    1) ” ვერ წავედი “მუსიკის ჰანგების” სპექტაკლზე. ” არ ვიცი რა არის, მაგრამ რადგანაც მე არ ვიცი და ამიტომ არაფერი დამიკარგავს, , შეგიძია შენც დაივიწყო და არც არაფერს დაკარგავ : პ

    2) ” “ინტელექტუალური წიაღსვლა” – საქმე იმაშია, რომ ბიბლიოთეკამდეც ვერ მივედი, თორე გავივლი ამ დღეებში და გამოვიტან, ისე, შენც წიგნად წაიკითხო ჯობია, რადგან დიდია და ონლაინზე თვალები დაგეთხრება : ((

    3) “ონლაინ შოპინგი” – : (( ჰო, ეს სამწუხაროა, არადა რამდენი ხანი ვარჩევდით : დ ვიშვით, ეგ არაფერი, სხვას მაინც “შევუამხანაგდებით” და ერთად გამოვიწერთ :ყეს:

    4) ” ვიდეოპოსტი.” ვიდეო პოსტს იქით სამშაბათს ჩაწერ :პ დამიჯერე ესე იქნება და გაიპრანჭე წინასწარ, რომ მერე არ თქვა მზად არ ვარო : დ

    5) “სასაფლაოზე ” – ნუუ, მაინც ვერ გაიძლულე რაა :დდდ არაუშვავს :* მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი :დ

    6) ” გასეირნება” – ჰო, ეს ჩემი წყლის გამათბობლის ბრალია …. : ( მაგრამ ეხლა ყველაფერი გამოსწორდა და ესეც მოგვარებადია :პ

    7) “ბანკში ინტერნეტის ფული” – გენაცვალე, აწიე შენი ძვირფასი მეორე ნახევარი და წაბრძანდი ქალბატონო :პ

    8) “ეკონომიკის პრინციპებში”– ეგ კი უბრალოდ დაიკიდე რააა :პ მეც ხომ გავლილი მაქვს და ვიცი : ))

    პ.ს. ისე, რა სამწუხაროა, რომ შენი ფეილების 83% “ჩემ ხარჯზეა” და რა ცუდი გოგო ვააააააააააააააააააააააარ

  3. ” მაგრამ არ მაქვს ვიზა კლასიკის პლასტიკური ბარათი. :S”
    ამერკან ექსპერსის ბარათი, რომ არის ეგ არ წავა? დეაჩემს მისცეს და რავიცი იქნებ გამოგადგეს ჰა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: