შარშან, ამ დროს

ატომღაც გამოცდების წინ ყოველთვის ბლოგზე პოსტვა მინდება. არადა წესიათ ახლა უნდა ვიჯდე და გამალებით ვმეცადინეობდე. ეს მხოლოდ წესით, ისე მხოლოდ ვზივარ და მეცადინეობის ნაცვლად ჩემს კომპიუტერს ვაწერსიგებ. დ დისკზე 15 საქაღალდე მაქვს. აქედან 11-ში სურათებია მოთავსებული და თემატურად დახარიხებული. დანარჩენ ოთხში ვიდეოები, პროგრამები, თამაშები და პროგრამები მაქვს ჩაყრილი.

ახლა ctrt+f-ით დავსერჩე გასული წლის ამ დროინდელი ფაილები და რამდენიმე საინტერესო სურათი ამომიგდო. თუმცა რაღა საინტერესო, თავის დროზე ისედაც ათასჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა რომ გამახსენდა, რატომღაც გამიხარდა.

შარშან მეთორმეტე კლასში ვიყავი და სკოლაში მხოლოდ ბოლო ზარის კონცერტის რეპეტიციების გამო დავდიოდი. ერთ თვეზე მეტხანს გვქონდა რეპეტიცია,მაგრამ მაინც კრახი გამოვიდა (ამაზე სხვა დროს დავწერ). სასაცილო ის იყო, რომ ყველა რეპეტიცია ჩიპსებზე ქეიფით  და  სმით მთავრდებოდა. ბოლოს ჩემ გარდა ყველა მთვრალი იყო და სკოლიდან ცარიელი ნემიროვის ბოთლების მოშორება ან  იქვე, სადმე დამალვა მე მიწევდა.

ეს პოსტი გუშინ დავიწყე და უკვე აღარ მახსოვს რის თქმას ვაპირებდი.

ეს კი იმ სურათის ფრაგმენტია, რამაც შარშანდელი ბოლო ზარის ციებ-ცხელება გამახსენა.

Posted on 10/04/2010, in me, myself, I and tagged , , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. კარგი იყო ბოლო ზარის დრო ….

    ეს ის ბედნიერი პერიოდია ჩემ ცხო ვრებაში, რომელიც აღარსოდეს განმეორდება …

  2. ბოლო ზარზე რამე დადგით? თქვენ რა მაგრები ხართ =)) ჩვენ ექსკურსიასაც ვერ ვაბამთ თავს

    • \მაგას თუ დადგმა ერქვა დავდგით =)))) მერე პარალელური კლასის ბოლო ზარს დავესწარი და გავსკდი ტირილით

  3. კი, შენც იტირებ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: